რას ეტყოდი ქალს, რომელიც ერთი საუკუნის წინ ცხოვრობდა?
აეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გამომცემლობა „სულაკაური“ სკოლის მოსწავლეებისთვის წერილების კონკურსს აცხადებენ. XX საუკუნეში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ქალები იბრძოდნენ არჩევნებში მონაწილეობის, განათლების, მუშაობის, შემოქმედებისა, საკუთარი არჩევანის უფლებისთვისა და თანასწორობისთვის. „წერილები მომავლიდან“ გთავაზობს, დღევანდელი დღიდან, ანუ მათი მომავლიდან, უკან გაიხედო და XX საუკუნის ქალს წერილი მისწერო. წერილების გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 23:59
იხილეთ მეტი