ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" ფარგლებში , აცხადებს კონკურსს საპროექტო განაცხადების მიღებაზე. კონკურსის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის გზით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მისამართზე
contact@kutaisi.gov.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 მარტი.