მაკ ჯორჯიამ შეიმუშავა სასტიპენდიო პროგრამა
საქართველოში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, მაკ ჯორჯიამ შეიმუშავა სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მიმდინარე პროცესებში დაზარალებული სტუდენტების მხარდაჭერას. სტუდენტების დასახმარებლად განკუთვნილი თანხა „თიბისის“ და "საქართველოს ბანკის“ მიერ ერთობლივად გამოყოფილი 5 მლნ ლარის ოდენობის ინიციატივის ნაწილია.