უფასო გადამზადების კურსები
საქართველოს კარიტასის დღის ცენტრში, თებერვლიდან იწყება პროექტი, რომელშიც მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ და შეისწავლონ შემდეგი პროფესიები: ჭრა-კერვა, საკონდიტრო, პოლიმერული თიხა, მანიკური.
ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს ახალ პროფესიას.
პროექტის მიზანია ოჯახების გაძლიერება და მხარდაჭერა, რაც მოიცავს ტრენინგებს, ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის ხელმისაწვდომობას.
კურსის ხანგრძლივობა 3 ან 5 თვე /სურვილის მიხედვით/
პროექტის დასრულების შემდეგ აქტიურ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი . სურვილის შემთხვევაში შეავსეთ ქვემოთ მითითებული სარეგისტრაციო ფორმა.
მისამართი: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 33, ავტოქარხნის ხიდზე გადასვლამდე , მარცხენა მხარეს.