ფინედუ ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ტრენინგს გეგმავს
კვლევებით დასტურდება, რომ მიგრანტების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი სრულადაა დამოკიდებული გზავნილებზე და დროსთან ერთად მათი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების განახლებულ სტრატეგიში ახალი სამიზნე ჯგუფი - ემიგრანტები განსაზღვრა.
სებ-ის და მისი პარტნიორების ორგანიზებით ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდება.