დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს. სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, პროექტებს დაუფინანსებს. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს მიგრანტები თავად შეარჩევენ. საშემოსავლო პროექტების მიღება 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. დაბრუნებულ მიგრანტებს განაცხადის გაკეთება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შეუძლიათ:
თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
გორი, სამების ქ.N1;
რუსთავი, მე-17 მ/რ, N20ა;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.