კონკურსი ახალგაზრდებისათვის
ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი, იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობით და სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების შექმნის გზით ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ქუთაისში მცხოვრებ, 14-29 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ ინგლისური ენის (A2), ფოტორედაქტირების ან გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა, უყვართ სამაგიდო თამაშები ან/და აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ ინტერესი