ვორქშოპები – Erasmus+-ის შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვისErasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში იწვევს Erasmus + პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვორქშოპებზე, რომლებიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს.თარიღი: 29 ივლისი, 2025დრო: 11:00 – 16:00 (საქართველოს დროით)ენა:ქართულისამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ახალგაზრდებივორქშოპების მიზანია Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაზიარება სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ, მოისმინონ Erasmus+-ის მონაწილეთა გამოცდილებები, მიიღონ რჩევები და პანელური დისკუსიის დროს ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად.ვორქშოპები:– Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა– როგორ დავწეროთ კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადი– საერთაშორისო კრედიტების მობილობის შესაძლებლობები– Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის შესაძლებლობებიპანელური დისკუსია – პრაქტიკული რჩევები მობილობის პროექტებში მონაწილეობისათვისდღის წესრიგი: https://drive.google.com/file/d/17WNX1R_auPkGUwgdD1B5xAdiMAy2RSby/view?usp=drive_linkრეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/me1DPn6MxV8V26jt6ვორქშოპებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციისდედლაინი: 28 ივლისი, 17:00 (საქართველოს დროით)