საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
"მეგობრობის დღე უკრაინელ ქალებთან"
ქალთა ფონდმა "სოხუმი" ქართული გასტრონომიის დღესასწაული მოუწყო უკრაინელ ქალებს. "ყველა კერძი თვითონ მოვამზადეთ. ჩვენი ტკივილების გაახლებით და მათი სოლიდარობით. ჩვენ ვიცით ომის სიმწარე. დატოვებული სახლი" - ამბობენ ფონდის თანამშრომლები. უკრაინელ სტუმრებს კერძების ისტორიაზეც უამბეს და თან "მეგობრული რეცეპტებიც" გადასცეს სახსოვრად სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად.