ფინედუზე კონკურსი იწყება! "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის"- კონკურსი 15-25 წლის ახალგაზრდების გუნდებისათვის!
- კონკურსი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც მზად არიან გამოწვევებისთვის, შეუძლიათ გუნდური მუშაობა და ცოდნის გაზიარება, სურთ, იფიქრონ იდეებზე, რომლებიც საკუთარ თაობაში გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მოტივატორად იქცევა!
- კონკურსის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, თითოეული მათგანი პრიზის სახით 1,000 ლარიან ფულად ჯილდოს მიიღებს კონკურსის დეტალური პირობების სანახავად გთხოვთ, ამ ეწვიოთ ბმულს - https://bit.ly/3UUsSM8
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კონკურსში ჩართვა შესაძლებელია 12 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის ორგანიზატორები: საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia და #ფინედუ კონკურსის
მხარდამჭერები: Basisbank - ბაზისბანკი I TBC - თიბისი I საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia