მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით ნაკისრი გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების ვალდებულების შესრულების ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგზე „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მიღებას, რომელიც განკუთვნილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის.