საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
08.09.2025
“Waking Life-ის” პროექტი ეძებს პარტნიორ, ქართულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს

Waking Life პროექტი ეძებს პარტნიორებს ერასმუს+ პრორგამის ფარგლებში.
ტრენინგის მიზანია ახალგაზრდა მუშაკების და ტრენერების აღჭურვა უნარ ჩვევებით, რომლებიც მათ ეკო-მეგობრული ცხოვრების წეს-ჩვეულებებთან და ბუნებრივი მშენებლობის პრაქტიკებთან დაახლოვებს.
პროექტის მიზნებია:
პრაქტიკული უნარების გაძლიერება ბუნებრივი მშენებლობის მიმართულებით;
საზოგადოებაში ცხოვრების, როგორც პრაქტიკის შესწავლა; ეკოპრაქტიკის შესახებ ცოდნის განმტკიცება;
პრაქტიკული ცოდნის გადაცემის და ხელშეწყობის სწავლება, მრავალფეროვნების;
ასაკის, გენდერის და უნარ-ჩვევების ერთმანეთთან დაკავშირება;
ჯგუფური პროცესების ხელშეწყობა.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ბმული: https://erasmus.org.ge/waking_life/
თუ გსურთ KA1 პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართვა, შეავსეთ ბმული: https://forms.gle/iaLZeWohR3eyfveB9
შერჩეულ ორგანიზაციებს დაუკავშირდებიან.
ფორმის შევსების ბოლო დღეა: 9 სექტემბერი, 2025, 24:00 (საქართველოს დროით)