ახალი საერთაშორისო პროექტი ახალგაზრდებისთვის – "შესაძლებლობები სამოქალაქო ჩართულობისთვის"
საქართველოსა და ლატვიის მომავალი პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო პროექტი „შესაძლებლობები სამოქალაქო ჩართულობისთვის: ცოდნიდან მოქმედებამდე“, რომლის მიზანია 15-25 წლის ახალგაზრდების გააქტიურება რუსთავისა და სიგულდას რეგიონებში. პროექტი ითვალისწინებს გაცვლით ვიზიტებს, კვლევებს სამოქალაქო ჩართულობის ბარიერებსა და შესაძლებლობებზე, სემინარებს, შემოქმედებით სამუშაო ჯგუფებსა და რეკომენდაციების მომზადებას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. პროექტს ახორციელებენ "Georgian Youth for Europe" და ლატვიური ორგანიზაცია r.a. "Siltumnīca" ევროკავშირის თანადაფინანსებით.