21.05.2025
გსურთ შეცვალოთ თქვენი თემი უკეთესობისკენ?

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ იწყებს მსურველთა რეგისტრაციას სათემო განვითარების კომპონენტში მონაწილეობის მისაღებად. თუ ხართ აქტიური, გსურთ თქვენი თემის გაძლიერება და ინიციატივების წამოწყება ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორებიცაა: მცირე ინფრასტრუქტურული საჭიროებების გაუმჯობესება; თემისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლება; თემში ქალთა როლის უკეთ წარმოჩენა; მშვიდობის მშენებლობის ადგილობრივი ინიციატივები. მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!