ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი 2025
ახალგაზრდული მშვიდობის ბანაკი 2025 – განაცხადების მიღება გახსნილია ბანაკი უნიკალურ შესაძლებლობაა სხვადასხვა კონფლიქტური რეგიონებიდან ახალგაზრდებისთვის, გაიღრმავონ ცოდნა კონფლიქტების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს კონფლიქტებთან გამკლავების გამოცდილება და განივითარონ უნარები, რომლების მომავალში საშუალებას მისცემთ ჩაერთონ და წამოიწყონ კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები. სად? ევროპული ახალგაზრდული ცენტრში, სტრასბურგში როდის? 30 ივნისი - 9 ივლისი 2025 ყველა მონაწილე უნდა: იყოს 18-დან 25 წლამდე ასაკის (გამონაკლისის შემთხვევაში – 30 წლამდე); შეეძლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და მუშაობა; იყოს ცნობისმოყვარე, მზად იყოს, რომ შეისწავლოს სხვა მონაწილეთა რეალობები; იყოს მოტივირებული და ღია მშვიდობის ბანაკის ღირებულებებისა და მიდგომების მიმართ – განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით; მზად იყოს ბანაკის შემდეგ განახორციელოს ახალგაზრდული სამშვიდობო ინიციატივები.