60,000+ კურსზე რეგისტრაცია | iamtheCODE გლობალური პლატფორმა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდა iamtheCODE-ის საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას აძლევს 250,000 ქალს და გოგონას მთელი საქართველოს მასშტაბით (11+ ასაკობრივი კატეგორია), ასევე, 11-18 წლის ბიჭებს სრული დაფინანსებით გაიარონ 60,000+ სერტიფიცირებული კურსი, დისტანციურ ფორმატში, სპეციალურად შექმნილი პლატფორმის საშუალებით. პლატფორმა აერთიანებს კურსებს, თითქმის ყველა მიმართულებით: IT, ბიზნესი, მენეჯმენტი, AI, მარკეტინგი, გაყიდვები, პროექტების მართვა, ბრენდინგი, ლიდერობა, კომუნიკაციები, ფსიქოლოგია და ბევრი სხვა. თითოეული კურსის დასრულების შემდგომ, გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.