21.06.2023
ღია კონკურსი დიზაინერებისათვის
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობით და USAID მხარდაჭერით იწყებს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას. ამ მიზნით, ცხადდება კონკურსი, რომელიც დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს და შრომის ინსპექციას, შექმნას პოსტერების დიზაინი სექსუალური შევიწროების აკრძალვის თემაზე.

საზოგადოებრივი კამპანიის მთავარი მიზანია, ერთის მხრივ დასაქმებულებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემური შესაძლებლობების შესახებ, თუკი ისინი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ან თვითმხილველები გახდნენ, და მეორეს მხრივ დამსაქმებლებს გააცნობს კანონით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების შესახებ.

მოთხოვნა და უფლებამოსილება:
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ხუთი პლაკატის დაპროექტება.

წარსადგენი მასალა: სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის ამსახველი ჩანახატის/პოსტერის ნიმუში.(აპლიკანტმა თავად უნდა შეაფასოს მთლიანი ფასი 1 პლაკატის დიზაინისთვის).

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ გრაფიკული დიზაინერი: info.rolp@ewmi.org

დედლაინის მიღების ბოლო ვადაა 23 ივნისი 2023 წელი 18:00 საათი თბილისის დროით.
Made on
Tilda