- მარტოხელა მშობელთა დახმარება - სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო, მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 50 ლარის ოდენობით, მოზარდის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
პროგრამის მართვა: მატერიალური დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მარტოხელა მშობელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ – ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.
2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია ,,მერკურს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის მიერ ასოციაცია ,,მერკურის" ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, განხორციელდება თავშესაფრის სარგებლობის დღიური ხარჯის ანაზღაურება 30 ლარის ოდენობით.
პროგრამის მართვა: 1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
1) წერილობითი განცხადება;
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;
4) ასევე, სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში;
5) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მომსახურების გამწევმა დაწესებულებამ დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელებს თანხის გადარიცხვას დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საფუძველზე. მსხვერპლი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
- თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა - ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისათვის საშიში გახდა. ასევე პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირის/ოჯახის დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში 6 თვის ვადით, ხოლო სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, 12 თვემდე ვადით. ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.
პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, უზრუნველყონ ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ფართში, ბენეფიციარის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის სისტემატური გადამოწმება და ინფორმაცია მიაწოდონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს. გადამოწმების შედეგად, ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის შეცვლა გამოიწვევს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტას.
პროგრამის მართვა: ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქემ მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;
ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი, დამცავი ორდერი ან ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე.
გამოყოფილი თანხა გამქირავებელს დაერიცხება საბანკო ანგარიშზე.
- ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" - ჯანდაცვის სხვა პროგრამები ითვალისწინებს გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებას და ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის ორიენტირებული ჯანდაცვის პროგრამები.
ჯანდაცვის სხვა პროგრამები მოიცავს მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების და საქმიანობათა ცენტრის ფოთში საუსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის პროგრამებს.
- მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება - მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები (განქორწინების შემთხვევაში მშობელი) უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), უმცროს შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი
4-შვილიან ოჯახს – 100 ლარი;
5-შვილიან ოჯახს – 190 ლარი;
6-შვილიან ოჯახს – 220 ლარი;
7-შვილიან ოჯახს – 300 ლარი;
8 და მეტ-შვილიან ოჯახს – 450 ლარი.
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5) განქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მართვა: თანხა ყოველთვიურად განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
- ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება - ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთში, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებამდე), მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოთ მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
- მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის სიდუხჭირის და მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო, სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მატერიალურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, იმ სახის მედიკამენტების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100/ა, პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით); აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით" შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
განცხადებების განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (რაც დასტურდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტით/დასკვანით (თანდართული გამოკითხვის აქტით)), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თითოეული მედიკამენტური დახმარებით, ბენეფიციარებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ:
ა) სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000) მოქალაქეებს 100 (ასი) ლარამდე, ხოლო მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 100 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, 70 (სამოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წელიწადში ერთჯერ;
ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკოზით დაავადებულ პირებს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ.
გ) ეპილეფსიით დაავადებულ პირებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთჯერ.
დ) კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ პირებს, სტაციონარული მკურნალობის დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე 100 (ასი) ლარამდე წელიწადში ერთჯერ.
მოქალაქემ, ზემოაღნიშნული თითოეული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დახმარებით შეუძლია ისარგებლოს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერ.
თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.
- სოციალური დაცვა - პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დიალიზზე მყოფი პირების (პაციენტების) სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას, საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის სასწრაფო და რეფერალური ბრიგადების მიერ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერად დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
- ახალშობილთა ოჯახების დახმარება - ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ახალშობილთა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
- საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარება - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსურ დახმარებას.
პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 200 ლარს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ.
პროგრამის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას, განვითარებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას.
პროგრამის მართვა: ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან მესამე პირების მიერ განხორციელებული შეტყობინება (მათ შორის ანონიმური ზარი).
ბავშვიანი ოჯახების ფულადი სოციალური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული აქტით, რომლის საფუძველია ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნა.
გადაწყვეტილების მისაღებად ასევე წარმოსადგენია:
ა) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლები, დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტი (აუცილებლობის შემთხვევაში);
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) სხვა დამატებით დოკუმენტი საჭიროების შემთხვევაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება ბავშვის კანონიერ წარმომადგენელზე/მეურვეზე/მზრუნველზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
ამასთან, დასკვნას და შესაბამის დოკუმენტებს ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკი, ხოლო ბრძანების პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და დევნილთა განყოფილება.
- შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება - ქვეპროგრამა მოიცავს ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ფიზიკური გაჯანსაღებისა და უფასო კვებით მომსახურებას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ამბულატორიული მკურნალობისათვის, მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამა ეყრდნობა ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციას ბავშვის გადარჩენის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციას და შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან და სალიცენზიო პირობებთან.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა განვითარებისათვის ხელშეწყობას, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად, 24 საათიან მომსახურებას.
ქვეპროგრამის დაფინანსება მოიცავს თანამშრომელთა ხელფასებს, ბავშვთა ოთხჯერად კვებას, კომუნალურ ხარჯებს, ბაშვებისთვის საჭირო ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში), პირადი ჰიგიენისა და სასკოლო ნივთების შეძენას, ბავშზე ზრუნვის სტანდარტებისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ბავშვთა საკურორტო ზონაში დასვენების ხარჯებს.
ქვეპროგრამა, ლიცენზიის შესაბამისად, გათვლილია 10 ბავშვზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე -
https://poti.gov.ge/