უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
სამცხე-ჯავახეთის მხარე
  • ახალციხის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია მკურნალობის საჭიროების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის ჩატარება. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ძალადობის მსხვერპლი ქალების მომსახურებაც;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებები) მოსახლეობის გამოკვლევების უზრუნველყოფა, ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ძალადობის მსხვერპლი ქალების მომსახურებაც;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილება უზრუნველყობს ტრენინგ კურსებისა და სემინარების ჩატარებას:

    - სასტუმრო და სარესტორნო საქმე;

    - პროექტების წერის უნარ-ჩვევების შესწავლა;

    - საინფორმაციო ტრენინგ-სემინარები სახელმწიფო პროგრამის შესახებ;

    - ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით (სოფლად მცხოვრები ქალებისათვის).

    მერიის ვებ-გვერდზე რეგულარულად თავსდება საგრანტო კონკურსებით გამოცხადებულ პროექტები სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ქალებისა და გოგონების საყურადღებოდ და მონაწილეობის მისაღებად, როგორებიცაა: „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში," „აწარმოე საქართველოში"და სხვ.


    წყარო

  • ადიგენის მუნიციპალიტეტი
    • სოციალური პროგრამები - პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობის სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება (ოჯახს, რომელსაც ხანძარმა დაუზიანა საცხოვრებელი სახლი და არ გააჩნია მისი შეკეთების სახსრები, ოჯახს რომელსაც გარდაეცვალაწევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები და ოჯახი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და ცხოვრობს უკიდურეს სიდუხჭირეში, ასი და ას წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარება), ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება, ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება, სოფელ არლის უნარშეზღუდულთა და მენტალობადაქვეითებულთა საინტეგრაციო ცენტრის დაფინანსება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომებში დაღუპული მებრძოლი ოჯახების ერთჯერადი დახმარება და შშმ სტატუსის მქონე პირების ოჯახების დახმარება.

    • მოსახლეობის სამედიცინო და სააფთიქო მომსახურება - დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მპროგრამა ითვალისწინებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციარებს კალენდარული წლის პერიოდში ერთჯერადად ნაწილობრივ დაუფინანსდეთ სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება, მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვები სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება, 18 წლამდე ასაკის მოზარდები ფიზიოთერაპიით და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით დაფინანსდებიან 50%-ით, ხოლო 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებით სრულად დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები, რომლის სარეიტინგო ქულაც არის 0-65000 -ის ჩათვლით და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველების ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია 3000 ლარამდე 100%-ით. ბენეფიციარები, რომლის სარეიტინგო ქულაც არის 65001-150000-ის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით, ბენეფიციარები რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობა განისაზღვროს 50%-ით 2000 ლარამდე, 2000-დან 5000 ლარამდე 40%-ით, 5000 ლარის ზევით სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს 35%-ით.
    ხოლო, სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 35%-ით.
    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოლოგ ბენეფიციარებს სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება კალენდარული წლის პერიოდში ორჯერადად დაუფინანსდეთ ნაწილობრივ 60% -თ ოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას კვალიფიციურ და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებით.
    განხორციელდა ავადმყოფთა და მშობიარეთა გამოკვლევის, მკურნალობის, ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსება.

    • ახალშობილთა დახმარება - ქვეპროგრამა ითვალიწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალშობილის დახმარება, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანობის სტატუსი საანგარიშო წლის პერიოდში ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომლებსაც არ აქვთ მაღალმთიანობის სტატუსი საანგარიშო წლის პერიოდში ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

    • მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად დახმარებას:

    ა) ოჯახის, რომლის ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად, ფულადი ფორმით - ერთ სულიან ოჯახზე 100 (ასი) ლარის, ორ სულიან ოჯახზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის, სამ და მეტ სულიან ოჯახზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
    ბ) ოჯახს, რომლესაც გარდაეცვალა წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის სარჯები სარიტუალო ღონისძიებისათვის დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
    გ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს (საცხოვრებელ ფართზე) ერთჯერად გაეწევათ დახმარება (ხანძარი, მიწისძვრა, ღვარციფი, წყალდიდობა და სხვა სტიქიური მოვლენები) საცხოვრებელი ფართის მთლიანად განადგურბის შემთხვევაში -არაუმეტეს 10 000 (ათიათასი) ლარისა და საცხოვრებელი ფართის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში - 5000 (ხუთიათასი) ლარისა .
    დ) ასი და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება დაეწევა ერთჯერადა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

    • მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება - ქვეპროგრამა ითვალიწინებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილი, საანგარიშო წლის პერიოდში დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 200 (ორასი) ლარის ოდენობით
    ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის ეფექტიანობის ამაღლება.



    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://adigeni.ge/

  • ასპინძის მუნიციპალიტეტი
    • სოციალურად დაუცველი, გადახდის უუნარო მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯები, ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა - პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო პოლისით, არასრულად დაფინანსებული ან დაფინანსების გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება:
    ა. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ან/და ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეების, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000-ზე ნაკლებს, ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება შეადგენს:
    ა.ა. 500 ლარამდე სრულად;;
    ა.ბ. 500-1500 ლარამდე 50%;
    ა.გ. 1500 – 3000 ლარამდე 40%;
    ა.დ. 4 000 ლარიდან ზევით არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად (ბოლო 9 თვის განმავლობაში) მცხოვრები ან/და ბინადრობის უფლების მქონე იმ მოქალაქეების ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება, რომელთა დასაფინანსებელი თანხა აღემატება 500 (ხუთას) ლარს, მუნიციპალური თანადაფინანსება შეადგენს:
    ა. 500-1500 ლარამდე 50%;
    ბ. 1500-2500 ლარამდე 40%;
    გ. 2500-3500 ლარამდე 35%;
    დ. 3500 ლარიდან ზევით არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.

    თანადაფინანსება განხორციელდება სამკურნალო დაწესებულებიდან პაციენტის მიერ წარმოდგენილი ოპერაციამდელი (წინასწარ გაცემული) და ოპერაციის შემდგომ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.

    • სოციალური დახმარებები - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მრავალშვილიანი ოჯახების (არასრულწლოვანი ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების მატერიალური დახმარება; მეორე მსოფლიო ომის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ომისა და სამხედრო ძალების დაინვალიდებულ ვეტერანთათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული პირების ოჯახებისათვის; იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების ხარჯი; მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულთა დახმარება; დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანთათვის დახმარება; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის და სხვადასხვა გამონაკლისი შემთხვევებისათვის.

    • ახალდაბადებულ ბავშვთა დახმარების პროგრამა - პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესება. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ და რეგისტრირებული ოჯახების ახალდაბადებულ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5708135?publication=0
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

    დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე 100 000 ქულამდე არაუმეტეს 600 ლარი, შშმ ბავშვებზე არუმეტეს 1000 ლარი,შშმ ვეტერანებზე არაუმეტეს 600 ლარი, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებზე არაუმეტეს 1000 ლარი, ოფთალმოლოდიური დაავადების მქონე პირებზე ავასტინის ინექციის საჭიროების შემთხვევაში არუმეტეს 1000 ლარი.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    მუნიციპალიტეტს აქვს სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსების სერვისი სოციალურად დაუცველთათვის, შშმ ბავშვებისათვის, ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული გამოკვლევებისათვის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ახალქალაქის ჰოსპიტალის შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მოსახლეობის (ასაკით პენსიოერების, 0-6 წლამდეე ბავშვების) სამედიცინო მომსხურეობის დაფინანსება:

    სოცილურად დაუცველი პირებისთვის (100 000 ქულამდე) ქირურგილი მოსახურეობა დაფინასდება 70%-ით 1500ლარამდე, გამოკვლევები 50%-ით 500 ლარამდე, ონკოლოგიურ დაავადებების მქონე პირებს და შშმ ბავშვებს ყველა სამედიცინო მომსახურეობისთვის 100%-ამდე 1500 ლარამდე. მოსახლეობის ქირურგიული მომსახურეობისთვის მოთხოვნილი გადასახდელი თანხის მიხედვით, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 ლარისა. პროგრამა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმაც.

    წყარო
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი
    • მოსახლეობის სტაციონარული სამედიცინო მომსახუროება - აღნიშნული ქვეპროგრამით 100 %-ით დაფინანსდებიან ის სოც.დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე. მაქსიმალური გასაცემი თანხა 5000 ლარი. ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 160 000-დან 200 000-მდეა დაფინანსდებიან 100 %-ით და მაქს. გასაცემი თანხაა 3000 ლარი. ის ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოც. დაუცველთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას დაფინანსდებიან 70 %-ით. მაქსიმალური გასაცემი თანხა 2000 ლარი. სრული დაფინანსება გაეწიოთ C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებს სახელმწიფო პროგრამის მოქმედების ვადით, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებს (სარეაბილიტაციო ცენტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე) ასევე მინდობით აღზრდაში მყოფ პირებს, ობლებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, 18 წლამდე შშმ პირებს, II მსოფლიო ომის მონაწილეებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსდგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციების მონაწილეებს. მაქსიმალური გასაცემი თანხა 3000 ლარი. სრული დაფინანსება გაეწიოთ კარდიოლოგიურ პაციენტებს წლის განმავლობაში 2500 ლარის ოდენობით. დაფინანსება ითვალისწინებს კალენდარული წლის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაწევას მხოლოდ კარდიოქირურგიული ჩარევის თანაგადახდისას ასევე მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას. 100 ლარამდე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა დაფინანსდეს სრულად. ქვეპროგრამის მოქმედება არ ვრცელდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ტრანსპლანტაციის ხარჯებზე, ესთეტიკურ, პლასტიკურ ქირურგიაზე და კურორტულ მომსახურებაზე. ასევე არ დაფინანსდება არჩეული აყვანილი ექიმის და "ვიპ " პალატის ღირებულება. ბენეფიციართა დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად. 2022 წლის მაჩვენებლით პროგრამით ისარგებლა 935 ბენეფიციარმა.

    • ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარება - აღნიშნული დახმარება გაიცემა ერთჯერადად იმ ოჯახებზე რომლის ახალშობილი დაიბადა მიმდინარე წლის განმავლობაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარებას მიიღებს 200-მდე ბენეფიციარი. ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ყველა ოჯახი მიიღებს 1000 ლარს ერთჯერადად, რაც გავლენას იქონიებს ოჯახის მატერიალური ხელშეწყობაზე. ტყუპი ახალშობილის შეძენის შემთხვევაში თანხა გაიცეს ახალშობილის რაოდენობის მიხედვით.

    • 18 წლმადე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება - ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ ბავშვთა კვებისა და განათლების მიღებისთვის ყოველთვიური დახმარება 250 ლარის ოდენობით და ერთჯერადად წელიწადში საკურორტო მომსახურება.

    • 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ქვეპროგრამის ფარგლებში 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება გაიცემა 250 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით იმ ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტონგო ქულა 0-დან 160 000-მდე. ხოლო 200 ლარის ოდენობით და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 50 ლარით დახმარება გაიცემა იმ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ასევე 200 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი ჰყავთ შშმ პირი. სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა, ფინანსური დახმარების გაწევა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება შობადობის წახალისების გზით.

    • მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა - სოციალური დახმარების პროგრამის ძირითადი მიზანია მოსახეობის თანადგომა, ფინასური დახმარების გაწევა და სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
    1.1 ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე უწყვეტად 1 წლის განმავლობაში მუდმივად მცხოვრები ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამით სტაციონარში წოლის შემდგომ დაფინანსდებიან 150 ლარით ის სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მოქმედი სარეიტინგო ქულა 0- 160 000 -მდე.
    1.2 ბენეფიციარები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში", მაგრამ საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას სტაციონარში წოლის შემდგომ, დაფინანსდებიან 100 ლარით. დაფინანსება მოხდება წელიწადში ერთჯერადად.
    1.3 დიალიზზე მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოხდეს წმ . პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკის მკურნალი ექიმის მიერ გაცემული ფორმა 100-ით (დედანით ერთჯერადად, ანგარიშფაქტურით აფთიაქიდან დაფინანსდეს ყოველთვიურად 100 ლარით).
    1.4 მედიკამენტებით შეძენისათვის კვარტალში მედიკამენტებით ერთჯერადად დაფინანსდებიან მოქალაქეები 100 ლარის ოდენობით, რომლებსაც მინიჭებული აქვთ -შშმ სტატუსი, კერძოდ: ენცეფალოპათიით, პარკინსონის დაავადებით (კანკალა რიგიდული ფორმა) და 18 წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები.
    1.5 150 ლარით დაფინანსდებიან ის ბენეფიციარები რომლებიც იმყოფებითნ მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში და არ ექვემდებარებიან გადაადგილებას, ესაჭირეობათ მედიკამენტების და ჰიგიენული საშუალებების შეძენა.
    1.6 მედიკამენტებით უზრუნველყოფა განხორციელდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საპატიო წოდების მქონე მოქალაქეებზე. წლიური ლიმიტი განისაზღვროს 1000 ლარით.
    1.7 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იმ ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომლის მიმართაც მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა. დაფინანსდება ოჯახში მცხოვრები თითოეული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვი ერთჯერადად არაუმეტეს 100 ლარისა.
    1.8 სრული დაფინანსება გაეწიოთ რეტის სინდრომის მქონე პაციენტებს.
    1.9 განხორციელდეს საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი იმ ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 60 000-ს და დახმარება გაეწიოთ 200 ლარის ოდენობით ერთჯერადად მედიკამენტების შესაძენად გარდა 1.3, 1.4, 1.6 და 1.8. პუნქტებისა ბენეფიციართა მედიკამენტოზური უზრუნველყოფა მოხდეს წელიწადში ერდჯერადად.

    • სოციალური დახმარებები - სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მათი მორალური და ფინანსური თანადგომა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემა, კერძოდ: ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალდაქორწინებულ წყვილებზე 300 ლარის ოდენობით, 18 წლამდე შშმ და დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება და საკურორტო მომსახურეობა. 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებზე "ბავშვთა საერთაშორისო დღე"-სთან დაკავშირებით და მრავალშვილიან დედებზე "დედის დღესთან " დაკავშირებით. ასევე ხორციელდება ბორჯომის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო მიცვალებულების სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ერთჯერადად. ყოველთვიური ფინანსური დახმარებების გაცემა ხორციელდება: მარტოხელა სოციალურად დაუცველ დედებზე (160 ათ ქულამდე ) 100 ლარის ოდენობით, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულ მოქალაქეებზე. მრავალშვილიან ოჯახების და დედ -მამით ობოლი ბავშვების მეურვეებზე კომუნალური გადასახადის წილობრივი დაფინანსებისთვის და დღის ცენტრი "თებე "-ს და ორგანიზაცია "ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა კომუნალური გადასახადების დაფარვის მიზნით, ამასთანავე, ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2-ჯერადად მატერიალური თანხის გაცემას (ახალ წელს და აღდგომას) მრავალშვილიანი ოჯახებზე, დედ-მამით ობოლო ბავშვებზე, მარტოხელა მშობლებზე, 18 წლ შშმ და 18 წლის ზევით 1 ჯგ. შშმ პირებზე, დიდი სამამულო ომის ვეტერანებზე, საქ.ტერ. მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვატერანებზე და მარჩენალდაკარგულ პირებზე (სარეიტ ქულით 160 000მდე ) საქ. ტერ. მთლიანობისთვის შშმ ვეტერან ინვალიდებზე (დევნილებიც) ავღანეთის ომის ვეტერანებზე, 9 აპრილს დაზარალებულ პირებზე და ჩერნობილის ავარიის დროს დაზარალებულ მოქალაქეებზე. ასევე, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაცველი მოახლეობის კომუნალურ სუბსიდირებას ზამთრის სეზონთან დაკავშირებით.
    • ონკოლოგიური პაციენტების დახმარების პროგრამა - სოციალური დახმარების ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მოსახლეობის ონკოლოგიური ფენის თანადგომა, ფინასური დახმარების გაწევა და სხვადასხვა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები და განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული ონკოლოგიური ბენეფიციარების დაფინანსებას. პროგრამით ისარგებლებენ I, II და IV კლინიკური ჯგუფის ონკოლოგიური ბენეფიციარები საჭიროებების მიხედვით. კერძოდ : ა) სადიაგნოსტიკო მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება ქიმიოთერაპიის კურსის მიმდინარეობისას; ბ) ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება; გ) ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსება საყოველთაო ან კერძო დაზღვევის შემდგომ დარჩენილ თანხაზე. მაქსიმალური გასაცემი თანხა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
    დაფინანსების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იყოს ფორმა N100 გაცემული შესაბამისი ონკოლოგიური დაწესებულების მიერ (დედანი), ანგარიშ-ფაქტურა (დედანი) და კალკულაცია (დედანი). ხოლო III და IV კლინიკური ჯგუფის ონკოლოგიურ პაციენტებს, რაიონის ონკოლოგის ან ოჯახის ექიმის მიერ შევსებული ფორმა #100-ის (ჩანაწერი მედიკამენტების ჩამონათვალით), რეცეპტის და აფთიაქიდან წარმოდგენილი კალკულაციის (დედანი) საფუძველზე გაეწიოს დახმარება ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.

    • ბავშვთა დაცვა და უფლებების მხარდაჭერა - ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ბავშვის უფლებების დაცვა, ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერა, ბავშვის ოჯახის გაძლიერება მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ფაქტობრივად მცხოვრები ან არარეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი ოჯახები (მათ შორის შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი) რომელთა მიმართ მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვისა და ოჯახის შეფასების შემდგომ შემუშავებულია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა.
    ქვეპროგრამა ითვალისწინებს :
    ა) სასწავლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვის ერთჯერად ფინანსურ მხარდაჭერას 300 ლარის ოდენობით სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად საკანცელარიო, სასწავლო და პირადი ნივთების შეძენისათვის.
    ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ოჯახის ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის მოქმედების ვადით ოჯახში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე 100 (ასი ) ლარის ოდენობით, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, ბავშვის ხელოვნური საკვებისა და ჰიგიენური საფენების შეძენას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.borjomi.gov.ge/ka
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის ხარჯები - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები - სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, სამედიცინო მომსახურებისათვის (ოპერაციისათვის) გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ ქვითრის წარდგენისას, დარჩენილი თანხის 50 %-ით, თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200000-ს წარმოდგენილი პირადი ანგარიშისა და ქვითრის საფუძველზე დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის არ მქონე პირები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სამედიცინო ოპერაციისათვის, თუ მას გააჩნია 120 000 - მდე სარეიტინგო ქულა.
    – პირები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და საჭიროებენ სტაციონალურ-ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 40% -ით, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა, იგივე პირობები ვრცელდება ქვითრის წარდგენისას, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 100 %-ით, არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა;
    - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დიალიზსა და ჰემოდიალიზზე მყოფ პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე;
    - შესაბამისი ქულების (120 000-მდე) მქონე პირებისთვის ბიოფსიის, MRT – ს და კომპიუტერული ტომოგრაფიაზე გათვალისწინებულია 200 ლარი, ავადმყოფის პირად ანგარიშზე ქვითრის საფუძველზე გადარიცხვით.
    - ონკოლოგიური პაციენტების (I და II ჯგუფი) ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიისა და მედიკამენტებით მკურნალობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარეიტინგო ქულების გარეშე;
    - მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკური გადახრები და ესაჭიროებათ სპეციალური სამედიცინო კვება, მიეცემათ ფინანსური დახმარება 100% -ით არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
    აჭირვებული მოსახლეობისათვის შესაძლებლობის ფარგლებში შექმნილი შეღავათიანი გარემო.
    ერთჯერადი ფინანსური დახმარება ორმხრივად და ცალმხრივად ობოლ ბავშვთა ოჯახებს და მრავალწევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
    მარტოხელა მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება -თითოეულ არასრულწლოვანს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე;
    26 წლამდე მარჩენალდაკარგულ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულების გარეშე. ასევე მარჩენალდაკარგულ სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი) მიცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სარეტინგო ქულების გარეშე.
    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ფრიადოსან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით (შეფასების სისტემა - ფრიადი: 91-100 ) მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულის გარეშე.
    - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალწევრიან (7 და მეტი)
    ოჯახის თითო წევრს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 - ს, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისათვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობშაი, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

    • მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0 - დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი, ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

    • გაჭირვებული ოჯახებისათვის საწვავის შეძენა - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს, ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის (საწვავის შესაძენად) ერთჯერადი ფულადი დახმარება 150-დან 300 ლარის ოდენობით.

    • ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაჭირვებული ოჯახებისათვის - პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რათა მათ გაუადვილდეთ მათ წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.
    პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები
    - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 65000-დან 90 000-ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარი, 90 000-დან 125 000 მდე-ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 ლარი, 125-დან 140 000 მდე - ს, გაეწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება 100 ლარი, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც ყოველთვიურად იღებენ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსაგან.
    - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ოჯახში ძალადობის შედეგად დარჩა უსახლკაროდ, ქირის ასანაზღაურებლად გაეწიოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში.
    - უსახლკარო ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს ქირის ასანაზღაურებლად ყოველთვიური ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5698411?publication=0