• ონის მუნიციპალიტეტი
    • ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) - ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა. დახმარების გაწევა მოხდება შემდეგნაირად: ა) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1200 (ერთიათას ორასი) ლარისა; გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
    ჰემოდიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება გაიცემა ყოველთვიურად წლის განმავლობაში თვეში 200 (ორასი) ლარი;
    მედიკამენტით უზრუნველყოფისთვის ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტებზე ერთჯერადად გაიცემა არა უმეტეს 200 (ორასი) ლარისა; ქვეპროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ფინანსური დახმარება.

    • ობოლი ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვის შეძენასთნ დაკავშირებული დახმარების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 03) - ქვეპროგრამის ფარგლებში მატერიალური დახმარება გაეწევა:
    1. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით ოჯახებს პირველი შვილ(ებ)ის შეძენაზე; - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის, მეორე შვილის შეძენაზე - 400 (ოთხასი) ლარი:
    2. წლის განმავლობაში ერთჯერადად მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა სამშვილიან ოჯახზე - 200 (ორასი) ლარი, ოთხშვილიან ოჯახზე -300 (სამასი) ლარი, ხუთშვილიან ოჯახზე 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი; ექვს და მეტშვილიან ოჯახზე - 400 (ოთხასი) ლარი.
    3. მრავაშვილიან (სამი და მეტი შვილი) ოჯახებზე საახალწლო საშობაოდ გაიცემა 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
    4. მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებზე დახმარება გაიცემა წელიწადში სამჯერ: სასწავლო წლის დაწყებისთვის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, აღდგომის დღესასწაულზე და საახალწლო საშობაოდ ოჯახზე 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
    5. მარტოხელა მშობელზე წლის განმავლობაში ერთჯერადად გაიცემა 200 (ორასი) ლარი, ხოლო აღდგომის დღესასწაულზე და საახალწლო საშობაოდ ოჯახზე 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
    6. მძიმე სოციალური პირობების მქონე უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპენსაცია, არაუმეტეს თვეში 200 (ორასი) ლარისა;
    7. სოციალურად დაუცველ მარტოხელა პირებზე/ოჯახებზე, (გარდა შრომის უნარიან პირისა) რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 57 001-ს, და არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის თბობისათვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახზე 300 (სამასი) ლარი.
    8. 18 წლამდე მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) დედებს, 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გადაეცემა სასურსათო პაკეტი / კალათა 100 (ასი) ლარის ფარგლებში;

    • ბავშვების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) - ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ ბავშვებს.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://oni.gov.ge/
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
    • ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობის ქვეპროგრამა - მუნიციპალიტეტში ბევრია მედიკამენტების მომხმარებელი ხანგრძლივად მოავადე ადამიანები, რომელთაც მედიკამენტების ღირებულებიდან გამომდინარე, არ აქვთ მათი შეძენის ფინანსური საშუალება.
    ქვეპროგრამით მოსარგებლეა ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენიური პურპურა), მიასთენიით, ციროზით, ინსულტით (მოძრაობის მკვეთრი მოშლა), შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზიური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი), ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით (ფქოდ) ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი. ასევე ფინანსდება გულის უკმარისობის III და IV კლასის დაავადების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მედიკამენტებით მკურნალობას;
    დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
    პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 200 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე; გულის უკმარისობის III და IVკლასის დაავადების მქონე პირების მკურნალობა დაფინანსდება წლიური 400 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე;
    ქვეპროგრამით მოსარგებლეა ფენილკეტონური დაავადების მქონე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი დიეტოთერაპია.
    იეტოთერაპიისათვის აუცილებელი სპეციალური უცილო პროდუქტი დაფინანსდება წლიური ლიმიტით არაუმეტეს 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარისა.
    პროგრამა გათვლილია დაახლოებით 130 ბენეფიციარზე.

    ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა - მუნიციპალიტეტში ფიქსირდება ონკოლოგიური ავადმყოფების დიდი რაოდენობა, რომელთაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის მკურნალობა, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია.

    ქვეპროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვ.
    ბენეფიციარი ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 3000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. პროგრამა გათვლილია დაახლოებით 170 ბენეფიციარზე.

    • ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა -

    1.ა) დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და მე-4 პუნქტის „გ" და „დ" ქვეპუნქტით მოსარგებლე ბენეფიციარებისა)
    ბ) დახმარება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 -ს.

    2.ბენეფიციარი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან :
    ა) მე-4 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტების შემთხვევაში წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 ლარისა.
    ) მე-4 პუნქტის „გ" და ,,ვ" ქვეპუნქტის შემთხვევაში წლიური ლიმიტით არაუმეტეს 800 ლარისა.

    3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

    4. ქვეპროგრამით დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები:
    ა) კომპიუტერული ტომოგრაფია;
    ბ) მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია;
    გ) კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია;
    დ) ელასტოგრაფია;
    ე) დოპლეროგრაფია;
    ვ) აორტოგრაფია
    პროგრამა გათვლილია დაახლოებით 60 ბენეფიციარზე.

    • ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა - მოსახლეობის დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ძვირადღირებულია და არ არის ხელმისაწვდომი, რაც იწვევს მათი ჯანმრთელობის გაუარესებას;

    1. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭირიოება ქირურგიული მკურნლობა.
    დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირს, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ს (გარდა 0-18 წლამდე ბავშვებისა და ბენეფიციარებისა, რომელთაც ჩაუტარდათ მწვავე გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია). მოსარგებლე ფინანსდება, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, წლიური 1000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
    ასევე დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღემატება 150 000-ს, ან საერთოდ არ არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში დაფინანსდება, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდება პროგრამის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება.
    პროგრამა გათვლილია დაახლოებით 135 ბენეფიციარზე.

    • უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა - ქვეპროგრამის ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველ 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, უსახლკარო პირთა ოჯახებზე (უპირატესობა მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახებს), რომლებიც სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ყოველთვიურად ბინის ქირისათვის გაიცემა (ერთი წლის ვადით) ფულადი დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 9 ბენეფიციარი.

    • სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება - მუნიციპალიტეტში ყოფითი პირობებიდან გამომდინარე მცირეა შობადობის რიცხვი, რაც პირდაპირ აისახება მრავალშვილიანი ოჯახების სიმცირეზე.

    სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.
    სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა ორივე მშობელი (გამონაკლისის შემთხვევაში ერთი) რეგისტრირებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 ლარის ოდენობით.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 130 ბენეფიციარი.

    • მარჩენალდაკარგული (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრი, რამაც გამოიწვია მათი შემოსავლების შემცირება და განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს.
    ქვეპროგრამის ფარგლებში ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულ ოჯახზე/წარმომადგენელზე:
    ა) ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - მშობელზე 600 ლარის ოდენობით;
    ბ) ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში წარმომადგენელზე - 800 ლარის ოდენობით.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 34 ბენეფიციარი.

    მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება - ქვეპროგრამის ფარგლებში მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 300 ლარის ოდენობით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ები.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 5 ბენეფიციარი.

    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ზამთრის თბობისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება - ქვეპროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირზე/ოჯახზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 001-ს, არის მარტოხელა პირი (გარდა შრომისუნარიანი პირისა) და არ ჰყავს ოჯახის წევრი, ან არის შშმ პირი, რომელსაც არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა, ზამთრის თბობისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარისა.
    სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, დახმარება ერთჯერადად გაიცეს პირზე/ოჯახზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არის უკიდურესად შეჭირვებული.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 210 ბენეფიციარი.
    ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა - მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფისა და კეთილდღეობისათვის.
    მუნიციპალიტეტში მცხოვრები მძიმე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობას.
    პროგრამით სავარაუდოდ ისარგებლებს 80 ბენეფიციარი.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5649304?publication=1
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი
    • ()იპ ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის ცენტრი - ქალთა რეგიონალური და სათემო საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გენდერულ საკითხებთან მიმართებაში და საქართველოში ბოლო დროის შექმნილი მდგომარეობის, ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის მიზნით, ასევე ბავშვთ უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა ა(ა)იპ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი. მოსაწილეობა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებში. ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით კვლევების და სტატისტიკური ინფორმაციების მოპოვება და წარმოება , შესაბამისი ბაზის შექმნა.

    • ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა - ქვეპროგრამით მოსარგებლეა ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვები, ორსულები, შშმ პირები, უკუდურესად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (საშობაო და სააღდგომო დახმარება), უსახლკაროები, დიალიზით და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.

    • სოციალური დაცვა - თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.

    პროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი ძირითადად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
    ეპიდზედამხედველობა (მათ შორის ტუბერკულოზის კონტროლი);
    იმუნიზაციია;
    ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობა;
    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://tsageri.gov.ge/

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი
    • მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 04 ) - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    • მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 04 06) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 4 შვილი (18 წლამდე) - 200 ლარი ერთჯერადად, 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე დახმარება - 15 ლარი.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://lentekhi.gov.ge/

უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
Made on
Tilda