იმერეთის მხარე
  • თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
    • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17) - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მყოფ პირს/ოჯახს, თავშესაფრის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, გაეწევა მატერიალური დახმარება თვეში 200 ლარის ოდენობით. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულმა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებმა, ბენეფიცარის თავშესაფრის დატოვებამდე, სოციალურ საკითხთა სამსახურს უნდა წარუდგინონ სარეკომენდაციო მომართვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში განთავსების ვადების მითითებით. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განცხადება პირის/ოჯახის ქვეპროგრამაში ჩართვის საჭიროების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. ბენეფიციარს დახმარება დაენიშნება მომართვის შემდეგ, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ფინანსური დახმარება გაიცემა ქვეპროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, არაუმეტეს 1 წლისა. ქვეპროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მომსახურება შეუწყდებათ: პირადი განცხადების, გარდაცვალების, საცხოვრებლად ქალაქ ქუთაისიდან გადასვლისა და ქვეპროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში;

    • გადაუდებელი რეაგირება (პროგრამული კოდი 06 02 20) - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში /სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების/ ოჯახების დახმარებას, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ სხვადასხვა მომსახურების მიწოდებას ან/და მატერიალურ დახმარებას. ბენეფიციარები სხვადასხვა მომხდარ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყვნენ: ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმული პირები, არასრულწლოვნები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, უსახლკარო, კანონთან კონფლიქტში მყოფი და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი და სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს ზემოაღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში; ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ შესაბამის დახმარებას შესაძლო მოკლე ვადაში;

    • გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფსიქიატრიული სერვისებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 22) - ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლი ქალების, კერძოდ: გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის ფსიქიატრიული სერვისების მიწოდება. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირები არიან: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები, რომლებიც საჭიროებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართვას. ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წამების მსხვვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი" („GCRT"), რომელიც პროექტის „ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალების ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებით უზრუნველყოფა" ფარგლებში განახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიწოდებას. კერძოდ: ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მომსახურებას, ასევე, ფსიქიატრის კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, რაც განხორციელდება ქუთაისის მერიის წილობრივი ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც განისაზღვრება 10000 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არაუმეტეს 20 ბენეფიციარი. ბენეფიციარების ქვეპროგრამაში ჩართვა: სერვისში რეფერირებას მოახდენს განმახორციელებელი – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახური. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წამების მსხვვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრს შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩართვის მიზნით მიიღოს ორგანიზაციაში თვითდინებით მისული პაციენტები, ხოლო ამის შემდგომ „GCRT-ის" ქუთაისის სარეაბილიტაციო გუნდი იმოქმედებს შემდეგი სქემის შესაბამისად: საწყის ეტაპზე, სოციალური მუშაკი წარმართავს ბენეფიციარის პირველად ინტერვიუირებას, საჭიროებების განსაზღვრას და აწარმოებს შემთხვევის მართვას სკრინინგ- ინსტრუმენტების გამოყენებით. შემდეგ ეტაპზე ცენტრის სარეაბილიტაციო მულტიდისციპლინური გუნდი მოახდენს ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების დაგეგმვას, როგორც ცენტრის შიგნით, ისე გარე რეფერალური სერვისის, ფსიქიატრის კონსულტაციისა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახით. ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურება აღირიცხება ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ფორმაში – „ანგარიში ბენეფიციარისთვის გაწეული მომსახურების შესახებ", რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას. დოკუმენტში ასახული იქნება გაწეული კონსულტაციებისა და გაცემული მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია და რაოდენობა, გამოსახული ფულად ერთეულში, რომელიც დამოწმებული იქნება ბენეფიციარის ხელმოწერით. მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოსათვის თანხის ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, ყოველკვარტლურად, რომლის შემდეგ მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მერიას წარუდგინოს გადახდილი ავანსის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მომსახურების მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მიზნით, სოციალურ საკითხთა სამსახურში უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ფინანსური ანგარიში კვარტალში ერთხელ, თანდართული ფორმით. კერძოდ, გაწეული კონსულტაციების, მედიკამენტების გაცემისა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესრულებული სამუშაოს დადასტურების შემთხვევაში, ქვეპროგრამის მიმწოდებელსა და განმახორციელებელს შორის გაფორმდება მიღება–ჩაბარების აქტი;

    • მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02) - ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს მიეკუთვნებიან: ქ. ქუთაისში რეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული 70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები; ნათესაურ და არანათესაურ მინდობაში მყოფი შშმ ბავშვები; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები; მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები; ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე მოქალაქეები; მარჩენალგარდაცვლილის სტატუსის მქონე პირები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები/მათი ოჯახის წევრები. ასევე, ბენეფიციარები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო /გარდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის მიზეზისა/ შეუწყდათ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლებიც ქვეპროგრამით ისარგებლებენ საბიუჯეტო წლის ბოლომდე, დამატებითი მოკვლევის საფუძველზე. ბენეფიტი მოსარგებლეთათვის გაიცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით. ბენეფიციარებისთვის, გარდა ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისა, დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები დახმარებით ისარგებლებენ ყოველთვიურად, რომლის მოცულობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქვეპროგრამით არ დაფინანსდება ის მედიკამენტი, რომელიც გათვალისწინებულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. ამავე პროგრამაში დაწესებული ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაუფინანსდება მედიკამენტები შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენისას. ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა საგარანტიო წერილის საშუალებით. ბენეფიციარი, დახმარების მიღების მიზნით, განცხადებასთან ერთად წარმოადგენს საჭირო დოკუმენტაციას, კერძოდ: ა) პირადობის მოწმობას, ჯანმრთელობის ცნობას, ფორმა №100-ს სამედიცინო დაწესებულებიდან, ანგარიშ–ფაქტურას აფთიაქიდან; ბ)ნათესაურ და არანათესაურ მინდობაში მყოფი შშმ ბავშვების შემთხვევაში, დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, არასრულწლოვანთა რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ–ფაქტურა აფთიაქიდან; გ) ომისა და სამხედრო ძალების შშმ ვეტერანებზე დახმარება გაიცემა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, შემდეგი თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად: პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, შშმ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ–ფაქტურა აფთიაქიდან; დ) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები წარმოადგენენ: პირადობის მოწმობას, ანგარიშ–ფაქტურას აფთიაქიდან და ფორმა №100–ს სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) მხედველობით შშმ პირებისთვის დახმარება გაიცემა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ქუთაისის ფილიალის მომართვის საფუძველზე შემდეგი თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენით: პირადობის მოწმობა, შშშ პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფორმა №100 სამედიცინო დაწესებულებიდან, ანგარიშ–ფაქტურა აფთიაქიდან. ქვეპროგრამით ასევე ისარგებლებენ უცხოელი მოქალაქეები: ა) უცხოელი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მუდმივი ბინადრობის მოწმობას; ბ) არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას; გ) არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას;

    • სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03). ქვეპროგრამის მიზანია სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და სხვადასხვა შემთხვევების შედეგად დაავადებული, გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. ქვეპროგრამით ისარგებლებენ: ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული, მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, მარტოხელა მშობლები და მათი შვილები, მრავალშვილიანი მშობლები და მათი ოჯახის წევრები, 0-5 წლის ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70000-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები, ასაკის პენსიონერები, მარჩენალგარდაცვლილის სტატუსის მქონე პირები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები/მათი ოჯახის წევრები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები. ასევე ბენეფიციარები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო /გარდა უძრავ-მოძრავი ქონების შეძენის მიზეზისა/ შეუწყდათ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ისარგებლებენ საბიუჯეტო წლის ბოლომდე, დამატებითი მოკვლევის საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით („DRG") დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში, დახმარების მოცულობა განისაზღვრება ერთჯერადი მომართვის საფუძველზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილის (0-დან 30%-მდე), საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. გამონაკლისს წარმოადგენს გულ–სისხლძარღვთა სისტემითა და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირები, რომლებიც დახმარებით ისარგებლებენ საჭიროებისამებრ მრავალჯერადი მომართვის საფუძველზე. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში – წლიური ლიმიტით 1000 ლარის ფარგლებში, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების შემთხვევაში კი ლიმიტი განისაზღვრება 1500 ლარის ფარგლებში. მათ ასევე დაუფინანსდებათ ის სამედიცინო მომსახურებები, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ქვეპროგრამით დაფინანსდება აგრეთვე 0-18 წლამდე ასაკის პაციენტების ქირურგიული ოფთალმოლოგია, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, არაუმეტეს 1000 ლარისა. რადიოლოგიური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შემთხვევაში (ინვაზიური, არაინვაზიური) დახმარება გაიცემა 0-5 წლის ბავშვებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 150001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე და მათ შვილებზე; მრავალშვილიანი მშობლები და მათი ოჯახის წევრები; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ მოქალაქეებზე; გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ პაციენტებზე. გადაუდებელი სამედიციცნო მომსახურების შემთხვევაში დახმარების მოცულობა განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილის (0-დან 30%-მდე), საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებმა დახმარების მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურს უნდა მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიღებამდე, ხოლო გადაუდებელი სტაციონარის შემთხვევაში გაწერიდან არაუგვიანეს შვიდი კალენდარული დღისა. ბენეფიციარმა დაფინანსების მიზნით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100; ანგარიშ–ფაქტურა კლინიკიდან. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი/საგარანტიო წერილი ან ცნობა აღნიშნული პროგრამით სარგებლობის შესახებ; გადაუდებელი სტაციონარის შემთხვევაში, ბენეფიციარი დამატებით წარადგენს დოკუმენტს მისი მხრიდან თანაგადახდის ფარგლებში ვალის აღიარების (სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანება) შესახებ. ქვეპროგრამით ასევე ისარგებლებენ უცხოელი მოქალაქეები: ა) უცხოელი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ მუდმივი ბინადრობის მოწმობას; ბ) არის საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას. გ) არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი, რომელიც ფლობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მოქმედ ბინადრობის მოწმობას;

    • სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) - პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;

    • მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) - ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 0-დან 70 000-მდე, თითოეულ არასრულწლოვან შვილზე გაეწევათ მატერიალური დახმარება თვეში 40 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება თითეულ არასრულწლოვან შვილზე თვეში 30 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზნებისთვის დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი წარმოადგენს ერთ განცალკევებულ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ პირთა წრეს, რომლებიც ეწევიან ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას. მრავალშვილიან ოჯახებს ყოველთვიური დახმარება დაენიშნებათ განცხადებით მიმართვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. სავალდებულოა, რომ ორივე მშობელი მცხოვრები იყოს ქალაქ ქუთაისში, ხოლო ერთ-ერთი მაინც რეგისტრირებული, დახმარების დანიშვნამდე არანაკლებ ერთი წლისა. ასევე, აუცილებელია ყოველ 6 თვეში ერთხელ, ოჯახის შემადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან. 18 წლის შესრულების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვს დახმარება შეუწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. დახმარებით ვერ ისარგებლებს არასრულწლოვანი ბავშვი თუ ის იმყოფება სახელმწიფო კმაყოფაზე. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი და მათგან ერთი მაინც არის 18 წლამდე არასრულწლოვანი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, კერძოდ, 5 შვილიან ოჯახს – 500 ლარის ოდენობით, 6, 7 და 8 შვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა – 700 ლარის ოდენობით, 9 და მეტშვილიანი ოჯახის დახმარება შეადგენს 1000 ლარს. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ და მცხოვრებ ოჯახებს, რომელთაც 2024 წელს შეეძინებათ მე-4, მე-5 და შემდეგი შვილი, მატერიალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად. მე-4 შვილის შეძენისას დახმარება გაეწევა 1000 ლარის ოდენობით, მე-5 შვილის შეძენისას – 1100 ლარის ოდენობით, მე-6 შვილის შეძენისას – 1200 ლარის ოდენობით, მე-7 შვილის შეძენისას – 1300 ლარის ოდენობით, მე-8, მე-9 და ა.შ. შვილის შეძენისას – 1400 ლარის ოდენობით. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ თუნდაც ერთი არასრულწლოვანი და ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეღავათით, თვეში მიიღებენ ელექტროენერგიის დანახარჯის ანაზღაურებაში დახმარებას, თანადაფინანსების სახით, 20 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ლიმიტს დაემატება 10 ლარი ხუთშვილიანი ოჯახის შემთხვევაში, ასევე ყოველ მომდევნო შვილზე იგივე წესით. ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივი მოხმარების მიხედვით ლიმიტის ფარგლებში;
    • სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 05) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქუთაისში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 0-70001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, მათ მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ბენეფიციარებს ყოველთვიურად აუნაზღაურდებათ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულება წლიური ლიმიტის მიხედვით შემდეგნაირად: ერთწევრიან და ორწევრიან ოჯახებს 48 ლარი, სამ, ოთხ და ხუთწევრიან ოჯახებს – 72 ლარი, ექვს და შვიდწევრიან ოჯახებს – 96 ლარი, რვა და მეტ წევრიან ოჯახებს – 120 ლარი. თანხები გადანაწილდება თვეების მიხედვით პროპორციულად, რომელიც აუნაზღაურდება მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მქონე ბენეფიციარებს. ელექტრო ენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიის („ეპ ჯორჯია მიწოდება") ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ბენეფიციარები საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ღირებულებისაგან (სულზე 1 ლარი) თავისუფლდებიან. ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ელექტრო ენერგიის აბონენტის ნომრის არარსებობის შემთხვევაში, ბენეფიციართა აბონენტის ნომრების იდენტიფიცირება მოხდება ბენეფიციარის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სადისტრიბუციო კომპანიის „ეპ ჯორჯია მიწოდებას" მიერ გაცემული აბონენტის ნომერი (ქვითარი), სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით;

    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 07) - ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან სახელმწიფო პროგრამით „ბავშვთა ადრეული განვითარებისა" და „დღის ცენტრის" მომსახურებით მოსარგებლე ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე : 0-5 წლის ბავშვები და 6 - დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს. ქვეპროგრამით განსაზღვრულია მათთვის უმთავრესი საჭიროების ჰიგიენური საშუალებებით, კერძოდ: ბავშვის ჰიგიენური საფენებითა და სველი ხელსახოცებით უზრუნველყოფა. დახმარების მთხოვნელი ყოველთვიურად, განცხადებასთან ერთად, წარმოადგენს კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელ საბუთს, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოდან" ცნობას აღნიშნული შშმ ბენეფიციარის „ბავშვთა ადრეული განვითარებისა" და „დღის ცენტრის" სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის შესახებ, ანგარიშ–ფაქტურას აფთიაქიდან. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ყოველთვიურად გაიცემა 60 ლარის ღირებულების საგარანტიო წერილი;

    • შშმ ბენეფიციარებისა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) - ქვეპროგრამის მიზანია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ქალაქ ქუთაისში მოქმედი 18 წლამდე და 18 წელს ზემოთ ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებსა და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით დღის ცენტრების კომუნალური ხარჯების დაფინანსება/თანადაფინანსება. ასევე 6-დან 18 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ფუნქციონირების ხელშეწყობა – 46,2 ლ. 2024 წლის განმავლობაში დაფინანსების /თანადაფინანსების პრინციპით ანაზღაურდება კომუნალური ხარჯები (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ, ყოველთვიურად წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურებისა და ქვითრების შესაბამისად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე. ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს თვის კომუნალურ ხარჯს ჯამურად 300 ლარამდე, ზაფხულის თვეებში დაფინანსდება არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ზამთრის თვეებში კი წარმოდგენილი ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 300 ლარისა. 300 ლარს ზემოთ წარმოდგენილი კომუნალური ხარჯის შემთხვევაში, ზაფხულის თვეებში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ლარისა, ზამთრის თვეებში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) კი – ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით არაუმეტეს 600 ლარისა;

    • მარტოხელა მშობელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16). ქვეპროგრამით განსაზღვრულია ქალაქ ქუთაისში მცხოვრები და რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების მიერ მოხმარებული კომუნალური გადასახადების – ელექტრო ენერგიის, წყალის, ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 30 ლარის ოდენობით. აქედან, ელექტრო ენერგიის გადასახადის თანადაფინანსება ოჯახზე განისაზღვრება ყოველთვიურად 12 ლარის ოდენობით; ბუნებრივი აირის გადასახადის ანაზღაურება ოჯახზე მოხდება ყოველთვიურად 15 ლარის ოდენობით, წყლის გადასახადის ღირებულება ოჯახზე განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით. მოხმარებული გადასახადების ღირებულების ანაზღაურება/თანადაფინანსება მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს განეკუთვნებიან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები და არ იმყოფებიან ქორწინებაში. ბენეფიციართა იდენტიფიცირება მოხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ბავშვის დაბადების მოწმობა; კომუნალური გადასახადების (ელექტრო ენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი) ქვითრები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ და ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ (სტატუსის გადამოწმება მოხდება 6 თვეში ერთხელ სამოქალაქო რეესტრში); საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით;

    • საქართველოს „ბავშვთა ეს-ო-ეს სოფლის" დღის ცენტრის ბენეფიციართა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 18) - ქვეპროგრამის ფარგლებში ბავშვების სოციალური დახმარებისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია საქართველოს „ბავშვთა ეს-ო-ეს სოფელს" შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე, მოხდება საქართველოს „ბავშვთა ეს-ო-ეს სოფლის" მიერ განხორციელებული პროექტის („დღის ცენტრის ბენეფიციარების დახმარება") დაფინანსება, რომლის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული 12–დან 36 თვემდე ბავშვების დღის ცენტრში მომსახურება. კერძოდ, კვებისა და ჰიგიენური საშუალებებით მომსახურება ყოველთვიურად, არაუმეტეს 20 ბავშვისა. ორგანიზაციამ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, წერილობით მომართვასთან ერთად თანდართული ფორმით უნდა წარმოადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, ბენეფიციართა სია, ანგარიშ-ფაქტურა, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების შესყიდვის დოკუმენტაცია, ყოველთვიური მენიუ და ბენეფიციართა რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი;
    • ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება (პროგრამული კოდი 06 02 28) - ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერის ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, პროგრამის მონაწილე ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოების, ასევე, ოჯახების მიერ მიკრო და მცირე მეწარმეობის დაწყების ან არსებულის გაფართოება-გადაიარაღებისათვის ხელშეწყობა, რათა, ამ გზით შემცირდეს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე. ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემისათვის, მიუხედავად ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებიდან, სულ მცირე ორს მაინც აკმაყოფილებს: ოჯახი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს; გაღარიბების მაღალი რისკის წინაშე, კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ოჯახი, სადაც ერთ-ერთი მშობელი, დამოუკიდებლად ასრულებს მშობლის ფუნქციებს; ოჯახი, რომელსაც ჰყავს სუსტი თანადგომის ქსელი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ბავშვიანი ოჯახი, სადაც ერთი მშობელი კანონთან კონფლიქტშია. ქვეპროგრამით ვერ ისარგებლებს ოჯახი, რომელსაც უკვე ნასარგებლები აქვს გასული პერიოდის განმავლობაში. ქვეპროგრამის განხორციელება მიმართულია ბავშვიანი ოჯახისათვის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს, კერძოდ: ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახთან ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომით სოციალური მუშაკის ბავშვისა და ოჯახის შეფასება/დასკვნის მომზადება; ოჯახის ეკონომიკური გაძლიერება; პოზიტიური მშობლობის ტრენინგ-კურსის უზრუნველყოფა. ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსზე/შემოსავალზე ეხმარება მშობლებს/მზრუნველებს ინვესტირება განახორციელონ მათი შვილების ღირსების დაცვის, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვაში. ქვეპროგრამაში მონაწილე თითოეული ოჯახის მხარდაჭერა განხორციელდება მომსახურების ან/და საქონლის/პროდუქტის შესყიდვის სახით შემდეგი მიზნებისთვის: პროფესიული გადამზადება/სტაჟირება დასაქმებისთვის, შემოსავლების მომტანი საქმიანობის წამოწყება ან არსებულის გაფართოება – ინვენტარის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეულ შემთხვევაზე, ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება საჭიროებისამებრ არაუმეტეს 6000 ლარის ოდენობით. მშობლებში პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახებში ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნისა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება აქტივობები, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა და ძალადობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე, კერძოდ; ინტერპერსონალური უნარ-ჩვევების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათსა და ბავშვს შორის ეფექტურ კომუნიკაციას; მშობელსა და ბავშვებს შორის თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მშობლის ხელშეწყობით ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური კომპეტენციის განვითარებასა და პრობლემური ქცევის შემცირებას; ასაკობრივი თავისებურებებისა და სირთულეების გაცნობას; მშობელის/კანონიერი წარმომადგენელის მიერ პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებას; მშობლის სოციალური უნარებისა და ოჯახის დაგეგმარების სწავლას. პროგრამაში მონაწილე მშობლებს/მზრუნველებს ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნასა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მუშაობა უნდა ჩაუტარდეს ჯგუფური ფორმატით, ინტერაქციული სწავლების მეთოდებისა და კონკრეტული უნარ–ჩვევების განმავითარებელი სავარჯიშოების გამოყენებით, წინასწარ წარმოდგენილი ტრენინგ–მოდულით, რომელიც ორგანიზაციის მიერ არის ადაპტირებული და ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ერთი სატრენინგო ჯგუფი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 10 სესიას, რომელიც ჩატარდება კვირაში ორჯერ. მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეპროგრამაში შერჩეული ოჯახების სრულწლოვანი წევრების რაოდენობის მიხედვით, მაქსიმუმ 20. აღნიშნულ კომპონენტში ჯგუფურ მუშაობას ჩაატარებს ფსიქოლოგი, ან სოციალური მუშაკი, რომელთაც უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და მსგავსი ტიპის პროგრამაში მონაწილეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომსახურების მიმღებ სავარაუდო წევრს უნდა ჰქონდეს სურვილი/მოტივაცია და საჭიროება. ქვეპროგრამაში ჩართვის წინ, მომსახურების მიმღებ პოტენციურ მონაწილესთან უნდა მოხდეს ფორმალური შეთანხმება, რომ აუცილებლად დაესწროს ყველა სესიას, რადგან პროცესი არის დინამიური, თანმიმდევრული, უწყვეტი (ამასთან, წინა სესიების თეორიული მასალის განმტკიცება ხდება მომდევნო სესიაზე პრაქტიკული სავარჯიშოებით). სასურველია, ჯგუფში ჩართული იყოს ერთდროულად ორივე მშობელი, ან საჭიროებისამებრ ოჯახის სხვა წევრი (და, ბებია, და ა.შ.), მაგრამ აუცილებლად ბავშვის აღზრდის უშუალო მონაწილე, უფლებამოსილი პირი. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულებას იღებს ურთიერთთანამშრომლობაზე. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი დოკუმენტაციაა: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – პასპორტისა და იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლთან ერთად; კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის დროს, პირველ ეტაპზე შესაძლებელია, საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდეს შესაბამისი უწყებიდან (სსიპ სამოქალაქო რეესტრი) წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); ბავშვის დაბადების მოწმობა; არსებული სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში დამატებით ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკების მიერ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული შესაბამისი დასკვნა–რეკომენდაცია გადაეცემა ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმღები ბენეფიციარის კუთხით იმუშავებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია. სოციალური მუშაკის დასკვნის, აგრეთვე, მომსახურების მომწოდებლის დასკვნის საფუძველზე, რომელიც შესრულდება 20 დღის განმავლობაში, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის კუთხით გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მომსახურების მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველს, შედეგების შესახებ ეცნობება სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ წერილობით, სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მომსახურების მიმწოდებლი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება მოხდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მხარდაჭერის ნებისმიერ კომპონენტში მუნიციპალიტეტი თავის თავს მოიაზრებს ისეთი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რომელიც სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის უფასოდ მოწოდებული. ქვეპროგრამის პროცესში, მომსახურების მიღების მიზნით შეირჩევა მაქსიმუმ 20 ოჯახი.
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - http://www.kutaisi.gov.ge/
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
    • ძალადობაგამოვლილ ქალთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი - ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 300 ლარისა;

    • ძალადობაგამოვლილ ქალთა გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან/და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი;

    • სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება - სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 300 ლარი;

    • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

    • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) - განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან მძიმე სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2500 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს შემდგომში ამ კუთხით შექმნილი „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://tskaltubo.gov.ge/

  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი
    • ახალშობილთა დახმარება - 1. ერთჯერად (თითო ბავშვზე) 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი შვილი. 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-2 შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 300 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 400 ლარის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 და მეტი შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 500 ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 300-300 ლარს, მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 500-500 ლარს. 6. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და დახმარება არ აქვს აღებული;

    • მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 ან მეტი შვილი 18 წლამდე) - ფულადი დახმარება ითვალისწინებს მრავალშვილიან მშობლებისთვის ყოველთვიურ დახმარებას 50 ლარი თითოეულ ბავშვზე);

    • მარტოხელა მშობლების დახმარება - ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სამოქალაქო რეესტრში. ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში მიიღებენ 150 ლარიან დახმარებას, ორი შვილის შემთხვევაში 200 ლარიან დახმარებას, სამი და მეტი შვილის შემთხვევაში 300 ლარიან დახმარებას (შვილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს);

    • სოციალურად დაუცველი და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა - განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქის ბინის ქირით უზრუნველყოფა 300 ლარის ოდენობით;

    • ა.(ა).ი.პ. სახლი "თანადგომა" (პროგრამული კოდი 06 02 01) - ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარება ააიპ „სახლი თანადგომისათვის" პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მრავლადაა გაჭირვებული ოჯახები, მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებლობის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ფორმით მატერიალური დახმარების გაწევა. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებსაც არ გააჩნიათ ფიზიკური შესაძლებლობა, არიან მარტოხელები, დავრდომილები, ინვალიდები, უსახლკარონი, ის პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმწეოთა კატეგორიას და არ გააჩნიათ ეკონომიკური შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი თვის განმავლობაში იკვებონ თავისი შემოსავლით, მათთვის ყოველდღიურად (გარდა კვირისა) სადილით უზრუნველყოფა (დღეში ერთხელ) უმწეოთა სასადილოში. ამ კატეგორიის მოქალაქეებზე გაიცემა 2-3 ცალი პური კვირაში ერთხელ. პური გაიცემა სულადობის მიხედვით. ამ პროგრამის მოქმედებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხვრებ უმწეოთა დიდი ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო საშუალებით. აგრეთვე, პროგრამაში ჩართულნი არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ბინაზე მოემსახურებათ დავრდომილებსა და ღრმად მოხუცებულებს;

    • ა.(ა).ი.პ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის "სათნოების სახლი" (პროგრამული კოდი 06 02 02) - ქვეპროგრამის მიზანია მარტოხელა მიუსაფარ მოხუცებს ადგილებზე გაეწიოთ მზრუნველობა, კერძოდ, სხვადასხვა სახის აუცილებელი დახმარება, საყოფაცხოვებო-სოციალური პირობებით უზრუნველყოფა, დღე-ღამის განმავლობაში სამჯერადი კვება, შემოსვა, სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, მედპერსონალისა და სანიტართა სადღეღამისო მორიგეობა, მათი ინტერესების დაცვა და წარმოჩენა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მათი ჩაბმა საზოგადოებრივად აქტიურ საქმიანობაში. სათნოების სახლში ხშირად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. წოველ წელს მატულობს მნახველთა რაოდენობა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მობინადრეთა ცხოვრებით და მათი ჯანმრთელობით.

    • სამკერვალო საწარმო „გვირილა"-ში დასაქმებულ შშმ ქალების დახმარება ტრანსპორტირების კუთხით

    • სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ხარჯები

    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების, მრავალშვილიანების, შშმპ ღონისძიებების ტრანსპორტირების ხარჯები
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.samtredia.gov.ge/ka/



  • ხონის მუნიციპალიტეტი


    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლის 6 თვით ბინის ქირით უზრუნველყოფას, თვეში 100 ლარის ოდენობით.
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
    ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამით (ერთჯერადად 100 ლარი) ხონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 65 000 დან 90 000-მდე.
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    ხონის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ონკოპაციენტი, განურჩევლად სტატუსისა, სარგებლობს მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამით (წელიწადში 1200 ლარი).

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    ხონის ჯანდაცვის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა, ერთჯერადად, მინიმუმ 150 ლარი; თანხა იზრდება სარეიტინგო ქულების მიხედვით.

    წყარო
  • ვანის მუნიციპალიტეტი

    • ძალადობის მსხვერპლთა დახმარება (კოდი 06 02 12) - აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

    მიზანი: ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა.

    • ბინის ქირით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 13) - აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა) ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი"-ს საფუძველზე რეგისტრირებული პირების/ოჯახების ბ) ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული, საცხოვრებელი ფართის არმქონე პირების და მათი შვილების გ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, საცხოვრებელი ფართის არმქონე პირების ბინის ქირით უზრუნველყოფას. ბინის ქირის ოდენობა, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე - არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარი თვეში; ბ) შუამთის, ზეინდრის, დიხაშხოს ტერიტორიაზე - არაუმეტეს 120(ასოცი) ლარი თვეში; გ) მთისძირის, ტობანიერის, ციხესულორის, ზედავანის, სალხინოს, ბზვანის, ამაღლების, გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში - არაუმეტეს 100 (ასი) ლარი თვეში; გ) ყუმურის, მუქედის, გადიდის, სულორის, ძულუხის, საპრასიის, ფერეთას, სალომინაოს, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში - არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) ლარი თვეში;

    მიზანი: ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა.

    • ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა (კოდი 06 02 16) - აღწერა: პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე (მიტოვების რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახები; ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ ბავშვი/ბავშვები; ობოლი ბავშვები; ის ბავშვები, რომელთაც ჰყავთ შშმ მშობლები; ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი/ჰყავთ ძალადობის მსხვერპლი მშობელი; ბავშვები, რომელთა ჯანმრთელობა გაუარესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; უკიდურესად ღარიბი ბავშვიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 30000-ს ქვემოთაა; სხვა სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახები) გაიცემა ფულადი დახმარება: ერთ ბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარით, ორბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 1200 (ათასორასი) ლარით, სამბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარით, ოთხ და მეტ ბავშვიან ოჯახზე არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარით. დახმარება შეიძლება გაიცეს როგორც ფლადი, ისე არაფულადი(საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა) სახით, ერთჯერადად, ასევე ნაწილ-ნაწილ.

    მიზანი: ქვეპროგრამის ბენეფიციარებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, თანადგომა და ფინანსური მხარდაჭერა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://vani.gov.ge/

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი

    • თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება (კოდი 06 02 07) - ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დამარებას არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად, ოჯახმა, ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უნდა დააკმაყოფილოს ერთ-ერთი მაინც: ა) ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს. ბ) ოჯახში არის ონკოლოგიური, გადაადგილებაშეზღუდული, ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირი. გ)ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი. დ)ოჯახმა დაკარგა მარჩენალი. ე) ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ვ) ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი (აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში). გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

    ქვეპროგრამის მიზანია კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარება. კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქება.

    • მარტოხელა მშობლის დახმარება (კოდი 06 02 14) - ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

    ქვეპროგრამის მიზანია მარტოხელა მშობლების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა.

    • მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება - (კოდი 06 02 15) - ქვეპროგრამის ფარგლებში,ბაღდათის მუნიციცპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.

    ქვეპროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვა.

    • საცხოვრებლით უზრუნველოფა (კოდი 06 02 20) - ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსებით. გასაცემი თანხის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ,,მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე სხვადასხვა ობიექტური გარემოების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის" მიერ.

    ქვეპროგრამის მიზანია, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის ქირით უზრუნველყოფა ან/და დაფინანსება დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების.

    • ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება (კოდი 06 02 22) - ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე.

    აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

    ქვეპროგრამის მიზანია ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა. ბავშვებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.baghdati.gov.ge/
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი

    • სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) - აღწერა: ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი საჭიროებებისათვის დახმარების გაწევა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე, კერძოდ:

    1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;

    2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური დახმარება;

    3. ქალაქ თერჯოლაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობისის ნაწილი რომლებიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბამისი თანხებით; 4. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით ან პარკინსონით დავადებულ ბენეფიციართა სოციალური დახმარება;

    5. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების სოციალური დახმარება;

    6. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრების დაფინანსება;

    7. თერჯოლის ინვალიდთა ასოციაციის დახმარება (მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის სხვადასხა ღონისძიებები);

    8. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯეხების ფინანსური დახმარება. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რითაც გათვალისწინებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის დახმარება;

    9. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა. აღნიშნული ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებული ოჯახების დახმარებას;

    10. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე მედიკამემტებით დახმარება;

    11. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე საკვები პროდუქტებით დახმარება;

    12. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება და სარიტუალო მომსახურეობა. აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე 250 ლარის ოდენობით;

    13. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის ერთჯერადი თანადაფინანსება. აღნიშნულით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის (გარდა პლასტიკური ოპერაციებისა) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება;

    14. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე დიაბეტით და ფენილკეტონურიით დავადებულ ბავშვთა ოჯახების ფინანსური დახმარება;

    15. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება;

    16. თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის პროგრამა;

    17. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობა.

    მიზანი: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ ეკონოლიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმთელობის დაცვის ხელშეწყობა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://terjola.gov.ge/



  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი
    • სამკურნალო საოპერაციო და სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების თანადაფინანსება - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები:
    ა) გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები.დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

    ბ) ექიმის დანიშნულების მიხედვით სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის ხარჯები. ასევე დაფინანსდება იმ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური თუ მაღალტექნოლოგიური კვლევის განხორციელების პროცესში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;

    გ) ამბულატორიულ ან/და სტაციონარულ დონეზე ჩასატარებელი გეგმიური სამედიცინო სამკურნალო/ სარეაბილიტაციო პროცედურების ხარჯები, მხოლოდ ნერვ-კუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის 0-დან 14 წლამდე, ხოლო მოზრდილებისათვის მძიმე ფორმის შეძენილი ნერვ-კუნთოვანი დაავადების ან/და ტრავმის შედეგად განვითარებული ნერვ-კუნთოვანი დაზიანების შემთხვევაში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

    დ) ონკოლოგიურ ავადმყოფთა ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კერძოდ: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

    ე) მშობიარობის, გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;

    ამ პუნქტებით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე. განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.

    • ბენეფიციართა უფასო სასადილოთი მომსახურება - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი, ფიზიკური ან/და გონებრივი შეზღუდვის მქონე პირების და მარტოხელა პირების (რომელთა ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და რომელსაც არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სოფლის შინამეურნეობისაგან შემოსავალი) კვებით უზრუნველყოფა. მომსახურება გაეწევა 180-მდე ბენეფიციარს.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს მომსახურება გაეწევა ტენდერში გამარჯვებული პირის მიერ.

    • დევნილთა სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დევნილებს.
    აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

    განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.

    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში გაიწევა შემდეგი სოციალური დახმარება:
    ა) ახალშობილთა ოჯახების სოციალური დაცვა;
    ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;
    გ) შეჭირვებულ ოჯახთა სოციალური დაცვა;
    დ) საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა.

    • ახალშობილთა ოჯახების სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:

    ა) პირველი შვილის დაბადებისას - 100 ლარი.
    ბ) მეორე შვილის დაბადებისას - 150 ლარი.
    გ) მესამე შვილის დაბადებისას - 200 ლარი.
    დ)მეოთხე შვილის დაბადებისას - 300 ლარი.
    ე) მეხუთე შვილის დაბადებისას - 350 ლარი.
    ვ) მეექვსე შვილის დაბადებისას - 500 ლარი.
    ზ) მეშვიდე შვილის დაბადებისას - 700 ლარი.
    თ) მერვე და შემდგომი შვილის დავადებისას -1000 ლარი.
    ი) ტყუპების დაბადების შემთხვევაში დამატებით 500 ლარი.

    ამ პუნქტებით განსაზღვრული დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრები მოქალაქე. განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.

    • მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი). გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე.
    განხორციელდება გასული წლის დავალიანების დაფარვა.

    • შეჭირვებულ ოჯახთა სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ შემდეგ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
    ა) შემოსავლის გარეშე მყოფ მარტოხელა მშობელს ან მეურვე/მზრუნველს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი (შვილები);
    ბ) შემოსავლის გარეშე მყოფ არასაპენსიო ასაკის მარტოხელა პირებს, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე და შვილები;
    გ) შემოსავლის გარეშე მყოფ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
    დ) შემოსავლის გარეშე მყოფ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი (ბავშვები);
    ამ პუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციარებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.

    • საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის. მეწყერის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე. დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე.
    ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ჭიათურაში ავარიონზე პატარიძის ქუჩაზე განთავსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი დაზიანებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთათვის საკომპენსაციო თანხის გაცემა, აკრედიტირებული ექსპერტიზის დასკვნის საფძველზე. აგრეთვე გაიცემა დახმარება სოფელ ითხვისში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებზე.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://chiatura.gov.ge/
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი

    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით )მიეცემა დახმარება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით), 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 3.აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 700 (შვიდასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელ მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 100000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს – 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში, იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე ოჯახი), არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევა საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარამდე ოდენობით. 6.ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეზე, რომელიც რეგისტრირებულია საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში გაიცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მოწმდება საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოში.
    ქვეპროგრამის მიზანი: ბენეფიციარების მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის კუთხით.

    • საცხოვრებლით უზრუნველყოფა - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინის დაქირავებისთვის. მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

    ქვეპროგრამის მიზანი: საცხოვრისის არ მქონე მოქალაქის მხარდაჭერა იმ მიზნით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროგრამითა და სხვა პროგრამის ჩართულობით შევუქმნათ საცხოვრებელი სივრცე.

    • მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

    ქვეპროგრამის მიზანი: აღნიშნული კატეგორიის მქონე პირთა მაქსიმალური მხარდაჭერა სანამ მოქალაქე არ გახდება სრულწლოვანი.

    • უფასო სასადილოს დაფინანსება - საჩხერის მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეს „უფასო სადილით" უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა დახმარება და დღეში ერთხელ მიეცემათ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად).

    ქვეპროგრამის მიზანი: სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების მაქსიმალური მხარდაჭერა.

    • ავადმყოფთა სოციალური დაცვა - ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლიდან გათვალისწინებულია დახმარება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ მოქალაქეებზე, რომელნიც საჭიროებენ დახმარებას, კერძოდ: ა) მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროებათ გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემათ 2000 (ორი ათასი) ლარამდე ერთჯერადად, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შასაძელებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით. თანხა ირიცხება შესაბამისი დაწესებულებიდან მომსახურეობის საბუთის წარმოდგენის შემდგომ ამავე დაწესებულების ანგარიშზე. ბ) მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის კვლევა 500 (ხუთას) ლარამდე, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შასაძელებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქესარაუმეტეს 1000 (ათას) ლარამდე ოდენობით; თანხა ირიცხება შესაბამისი დაწესებულებიდან მომსახურეობის საბუთის წარმოდგენის შემდგომ ამავე დაწესებულების ანგარიშზე. გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს (გარდა იმ პირისა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000), რომელიც მოიხმარს ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 აგვისტოს №01-177/ო ბრძანებით განსაზღვრულ მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად მედიკამენტების ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს ზემოაღნიშნული მედიკამენტების გარდა სხვა მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე თანხის ოდენობით. დ) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. თანხა ირიცხება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე. ე) ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეები"არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით.

    • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვა - საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ესაჭიროება ინდივიდუალური დამხმარე საშუალება და რომელიც არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

    ქვეპროგრამის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში, წვდომა საზოგადოებრივ სერვისებზე და მათთვის ადაპტირებული გარემოს ხელმისაწვდომობა.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - http://sachkhere.gov.ge/ge/
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
    • „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა" - დახმარება განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქისათვის, რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განესაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/ და სასამართლოს ან/ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი მიერ.

    • ,,ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება" - ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში /თავშესაფარში/ მყოფი პირის /ოჯახის/ თავშესაფარის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. გაეწევა დახმარება 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად. მიზანი: ახალშობილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ოჯახების გაძლიერება , დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ძალადობის მსხვერპლის დაცვა.ოჯახების თანადგომა. 250 ოჯახის ფინანსური დახმარება. ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრირება.
    • საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 12) - საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ და საცხოვრებელი ფართით რეაბილიტაციისათვის ერთჯერადი ფულადი დახნმარების ან თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფა. მიზანი: უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და არსებული საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაცია. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, პრევენციული ზომების მიღება , 50-100 ოჯახის დაკმაყოფილება.

    • ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (ახალშობილები) (პროგრამული კოდი 06 02 05) - პროგრამა ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას იმ პირების/ ოჯახების მიმართ რომელთაც შეეძინათ ახალშობილი. პირველ და მეორე ახალშობილზე გასაცემი თანხა 250 ლარი. ოჯახი (ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი) რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, გარდა დევნილისა. მე-3, მე-4 და მეტი ახალშობილის ოჯახზე – 250 ლარი, მე-7 და მეტი ახალშობილის ოჯახზე 1000 ლარი. ტყუპი ახალშობილის ოჯახზე გასაცემი თანხა თითოეული ახალშობილისათვის 250 ლარი. დევნილის ოჯახზე გასაცემი თანხა- 250 ლარი.
    • მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 01)
      1) ლეიკემიით, ჰემოფილიით და ჰომოზიგოტური B თალასემიით დაავადებულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება განისაზღვროს 600 ლარით.
      2) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი განესაზღვროთ დახმარება 500 ლარის ოდენობით.
      3) 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ შ.შ.მ. პირის სტატუსი გარდა იმ პირებისა რომელთა დიაგნოზია ცერებრალური დამბლა, აუტიზმი და დაუნის სინდრომი, განესაზღვროთ დახმარება თითოეულს -200 ლარის ოდენობით. შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები რომელთა დიაგნოზია ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა დახმარება ერთჯერადად 1 200 ლარი.
      4) მარტოხელა ოჯახები (დედა, მამა) რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვი/ბავშვები დახმარება განისაზღვროს 200 ლარით.
      5) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) დახმარება განისაზღვროს 500 ლარით.
      6) ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევა. დახმარების მაქსიმალური ზღვრული ოდენობა 200 ლარი.
      7) რადიოაქტიური იოდით მკურნალობა -500 ლარი.
      8) ონკოლოგიური ავადმყოფების დახმარება - 500 ლარი. წლის განმავლობაში ქიმიო და სხივური თერაპიით, მედიკამენტებით მკურნალობისათვის დამატებით 200 ლარი.
      9) ოფთალმოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებისათვის ავასტინის ინექციის დახმარება- 300 ლარი.
      10) ,,განსაკუთრებულ შემთხვევებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე დახმარება". ოჯახი/პირი დახმარება განისაზღვროს 100-დან არაუმეტეს 500 ლარი, წლიური ბიუჯეტი 140. 000 (ასი ათასი) ლარი.
    • ,,გადაუდებელი საჭიროების" პროგრამა - წლიური ბიუჯეტი 10 000 ლარი - პროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელ მხარდაჭერას. დახმარება ერთ ოჯახზე არაუმეტეს 1000 ლარისა.
    • საჭიროების მქონე ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების დახმარება - ბიუჯეტი 15 000 ლარი (დელეგირებული).
      მიზანი და ამოცანები: საჭიროების მქონე ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება. ოჯახის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევაზე მუშაობა.
      სამიზნე ჯგუფი: პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი საჭიროების მქონე ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას შექმნილი სირთულეებიდან გამომდინარე.
      ქვეპროგრამის აღწერა: დახმარება გაიცემა მატერიალური, ფულადი ან/და ადამიანური რესურსების გამოყენებით, თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად, არასრულწლოვნის საჭიროებისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მათ შორის:
      ოჯახის გაძლიერების კუთხით:
      1. საკვები პროდუქტების კალათა და ჰიგიენური საშუალებები (150 ლარის ფარგლებში);
      2. საბაზისო ავეჯის, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის, სამუშაო იარაღების, საოჯახო ტექნიკის, სამუშაო მასალის(ქსოვილი,ტყავი,საქსოვი და საკერავი ძაფები და სხვა), შინაური ცხოველების შეძენა. ბავშვის მხარდაჭერის კუთხით: 1.შშმ ბავშვის მასაჟი (ფორმა ასის მიხედვით). ერთ ბენეფიციარზე დახმარება 350 ლარის ფარგლებში.
      2. მედიკამენტების შეძენა ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე. თანხის რაოდენობა ერთ ბავშვზე მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
      3. განმავითარებელი, სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა. (თითოეულ ბავშვზე მაქსიმუმ 100 ლარი).
      4. ბავშვი, რომელიც საჭიროებდა ოპერაციას, კვლევას ან/და მკურნალობას, რომელიც საქართველოში არ ტარდება(აღნიშნული საჭიროა ეწეროს ფორმა N 100-ში)- ჩატარებული ოპერაციის, კვლევის ან/და მკურნალობის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დახმარება ოჯახზე განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.
      პროგრამის ბენეფიციარს თანხა დაერიცხოს საკუთარ ანგარიშზე განსაზღვრული ნივთის შესაძენად და შეძენის შემდეგ წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამაში წლის განმავლობაში ჩაერთვება თანადაფინანსებით ორგანიზაცია ,,იმერეთის განვითარების ცენტრი". ნივთის შეძენა მოხდება მულტიდისციპლინური გუნდის ან/და აიპ იმერეთის განვითარების ცენტრის ზედამხედველობით.
      აგრეთვე განყოფილების მიმართვის საფუძველზე ორგანიზაცია ,,იმერეთის განვითარების ცენტრი" წლის განმავლობაში მოახდენს საჭირო ნივთების შეძენას ბენეფიციარებისათვის. განყოფილება ბენეფიციარებისათვის მოიძევს ახალ და მეორად ნივთებს(ტანსაცმელი, საბაზისო ავეჯი).
      ჩართვის კრიტერიუმები:
      1. სოციალურად დაუცველი ოჯახი;
      2. მშობლის /მშობლების /მეურვის/მარჩენალის გარდაცვალება;
      3. ოჯახის შემოსავლის წყაროს დაკარგვა(მშობელმა/მშობლებმა დაკარგეს სამსახური);
      4. ბავშვის /ბავშვების/მშობლის/მშობლების ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება;
      5. ოჯახს მოეხსნა/შეუჩერდა სოციალური დახმარება და ოჯახი აღმოჩნდა ეკონომიკური კრიზისის წინაშე;
      6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
      7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე არასრულწლოვანი სოციალურად დაუცველის ოჯახიდან;
      8. ძალადობის მსხვერპლი მშობელი/არასრულწლოვანი;
      9. მარტოხელა მშობელი.
      10. რეინტეგრირებული არასრულწლოვნის ოჯახი;
      განცხადების შემოსვლის ფორმა: ბენეფიციარის მიერ დაწერილი განცხადება ან/და სხვა გზით მოძიებული ინფორმაცია.
      რესურსი და ბიუჯეტი: ბავშთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის თანამშრომლები, რომლებიც მოახდენენ ოჯახის საჭიროებების შეფასებას. 15 000 ლარი, მინიმუმ 15 ოჯახი.
      მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ფარგლებში მოხდება მინიმუმ თხუთმეტი ოჯახის (ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახი)დახმარება პრობლემების ნაწილობრივ გადაწყვეტაში. ოჯახების სოციო-ეკონომიკური სირთულეების და მათ წინაშე არსებული საჭიროებების ნაწილობრივი დაძლევა-დაკმაყოფილება ოჯახის გაძლიერების კუთხით.
      რისკები და მართვა: არასაკმარისი რესურსი. რესურსი მივმართოთ ოჯახების წინაშე არსებული პრობლემების ნაწილობრივ მაინც მოგვარებისკენ.
      ქვეპროგრამის ხანგრძლივობა: ქვეპროგრამა ძალაშია 2023 წლის 1 იანვრიდან.
      ოჯახის ჩართვა ქვეპროგრამაში: ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროების ან/და სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის(ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად მოხდება საკითხის გატანა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი//ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერის და შესაბამისი სერვისის მიწოდების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის კომისიაზე. კომისიიის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაისმება ბენეფიციარი პროგრამაში. გადაწყვეტილების მიღების დროს უპირატესობა მიენიჭოს ბენეფიციარს რომელზეც გაწერილია ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა. ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს მიმდინარე დოკუმენტით, განსაზღვრული კრიტერიუმებიდან ერთს ან/და რამოდენიმეს. დახმარება განისაზღვრება ერთ ოჯახზე არაუმეტეს 1000 ლარისა.
      ქვეპროგრამის მიზანი: დაავადებულთა სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელშეწყობა. ოჯახების გაძლიერება. ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა.
      ქვეპროგრამის შედეგი: ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა მათი მოწყვლადობის აღმოფხვრის მიზნით. პროგრამით ისარგებლებს 2500 – 3000 ბენეფიციარი


    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://zestafoni.gov.ge/
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

    სერვისით სარგებლობა შეუძლია უსახლკარო ოჯახებსა და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს. პროგრამის მიზანია ოჯახების მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა.

    წყარო
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი
    • ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 15) - 1. პროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
    2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომაზე.
    ქვეპროგრამის მიზანია: კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება.

    • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 16) - პროგრამით ისარგებლებს:
    1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სტატუსის მქონე პირი.
    1.1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
    შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის კოდექსი"-ს 1261 მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ.
    1.2. ფულადი დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
    ქვეპროგრამის მიზანია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობა.

    • ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 03) - ტყიბულის მუნიციპალიტეტის დონეზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრიორიტეტულ მიმართულებებიდან დაუცველი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერას, კატასტროფების რისკის შემცირებას და მასზე რეაგირებას ეთმობა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობით გახსნილი ინტეგრირებული საქმიანობის დღის ცენტრი მუშაობს ორი მთავარი მიმართულებით: კატასტროფების მართვა და ახალგაზრდული ცენტრი.
    მიზანი: მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება მოხალისეთა შესაძლებლობებითა და ინტერესთა სფეროების გათვალისწინებით, საქმიანობათა ჯგუფების განვითარება.
    თაობებს შორის დისკუსიებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა ,,ხიდი თაობებს შორის ახალგაზრდების ინიციატივების ფარგლებში".
    შეხვედრების ორგანიზება საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ახალგაზრდობისათვის საინტერესო საკითხების განსახილველად;
    სასწავლო ტრენინგები მოხალისეებისათვის პირველი დახმარების და კატასტროფების მართვის კუთხით;
    პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ტყიბულში მცხოვრები ახალგაზრდები, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები, იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
    პროგრამის მიზანია: ინტეგრირებული საქმიანობის ცენტრი, რომელიც იმართება და აკმაყოფილებს ბენეფიციართა საჭიროებებს. ცენტრის მართვა ხორციელდება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპით პერსონალის მოხალისეებისა და ბენეფიციარების მიერ.
    დატრენინგებული მობილური ჯგუფი კატასტროფებზე სწრაფი რეაგირებისათვის.

    • ოჯახების და ბავშვების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) - ქვეპროგრამის მოსარგებლენი არიან:
    ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი).
    ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 40 (ორმოცი)ლარი.
    სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ოჯახი ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
    ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი. ყოველთვიური დახმარება 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
    გ) შვილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარი.
    სავალდებულოა არასრულწლოვანი და ერთერთი მშობელი რეგისტრირებული იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
    ქვეპროგრამის მიზანია: ქვეპროგრამით მოსარგებლე ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://tkibuli.gov.ge/
უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
Made on
Tilda