ამ სიმპტომებიდან მინინუმ 3-ის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ფსიქოლოგთან ვიზიტი, რომ დადგინდეს - გვაქვს თუ არა კვებით აშლილობასთან საქმე და თუ კი, რა ტიპის. ნებისმიერ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე დასმული დიაგნოზი გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ გართულებები.
*კვებითი აშლილობა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ჭამასთან დაკავშირებული არაჯანსაღი ჩვევებით ხასიათდება.
მიუხედავად იმისა, რომ "კვება" სახელშივეა, კვებითი აშლილობა იმდენად საკვებს არ უკავშირდება, რამდენადაც — კონტროლის სურვილს ან რეაქციას ადამიანებსა თუ გარემოებებზე. კვებითი აშლილობა სამედიცინო ექსპერტებისა თუ ფსიქოლოგების დროულ ჩარევას საჭიროებს. იგნორირების შემთხვევაში ის შეიძლება ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს.