უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
ქვემო ქართლის მხარე
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
    • მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება - ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების ქვეპროგრამის კრიტერიუმებიდან გამომდინარე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
    აღნიშნული ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ის მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ: ა) ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა წელიწადში არაუმეტეს 2500 ლარისა; ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება წელიწადში არაუმეტეს 2000 ლარისა; გ) გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარისა; დ) კომპიუტერული გამოკვლევები (CT და MRT კვლევები) 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის წელიწადში არაუმეტეს 500 ლარისა; ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით, (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები(J34), ნუშურებისა და ადენოიდების , ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26), სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33), რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს, მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500 ლარისა; ვ) M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) დიაგნოზის შემთხვევაში დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარისა; სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

    ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ არასრულწლოვან პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ოჯახის ცხოვრების ფაქტის (ბოლო ორი წლის მანძილზე) დასადასტურებლად.

    • მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება - ქვეპროგრამის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 70 000 -ს) მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილე, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე პირები სარეიტინგო ქულით 70 001-დან 150 000-ჩათვლით )მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხით დაფინანსება. ასევე შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა გლუკომეტრის შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფა.
    ქვეპროგრამის ფარგლებში, მოსარგებლე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და არიან განცხადებით

    მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად, წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
    ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, დაფინანსდება წლიური ლიმიტით ერთ მოსარგებლეზე 200 ლარის ოდენობით;
    ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დაფინანსდება წლიური ლიმიტით ერთ მოსარგებლეზე 200 ლარის ოდენობით;
    გ) მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე პირები სარეიტინგო ქულით 70 001-დან 150 000-ის ჩათვლით ) წლიური ლიმიტით ერთ მოსარგებლეზე 200 ლარის ოდენობით;
    დ) ომის მონაწილე (ვეტერანები) წლიური ლიმიტით ერთ მოსარგებლეზე 250 ლარის ოდენობით;
    ე) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, გათვალისწინებულია ერთი მოსარგებლისათვის წელიწადში არაუმეტეს 4 (ოთხი) კოლოფის ოდენობით გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით უზრუნველყოფა. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
    პროგრამით სარგებლობის მსურველი 18 წლამდე ასაკის მქონე პირის ერთ-ერთ მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით სარგებლობის მსურველ პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

    • აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის აუტიზმის მქონე ბავშვების (შემდგომში - ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა. ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ( ICD-10) მიხედვით განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის (F84.0-F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია თვეში არაუმეტეს 17 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 17 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 357.00 ლარისა. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი. ასევე, თუ პროგრამით მოსარგებლე პირის მშობელს აქვს 2 წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით მოსარგებლე პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვპროგრამის განმახორციელებელი სამსახური უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ოჯახის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ აქტის მომზადების უზრუნველსაყოფად.

    • გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება - ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და მოზარდების (შემდგომში ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
    ქვეპროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის ან დაუნის სინდრომის ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები - R62-ის შემთხვევაში 0-დან 15 წლამდე დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189,00 (ას ოთმოცდაცხრა ლარი და 00 თეთრი) ლარს); ხოლო ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები G80, Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე ბავშვები (წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი). R62 დიაგნოზის შემთხვევაში სავალდებულოა ფსიქოლოგის ან ნეიროფსიქოლოგის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვროს გაცემიდან 6 თვე. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
    • HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ფორმის ან HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:
    ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, მათ შორის, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
    ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
    ქვეპროგრამით მოსარგებლეს მოთხოვნილი მედიკამენტის ღირებულება უფინანსდება ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" თანადაფინანსების პრინციპით:
    ა) HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს ადრეული კიბოს დიაგნოზის ან რადიკალური ოპერაციის შემდგომ განვითარებული რეციდივის შემთხვევაში - პრეპარატი ტრასტუზუმაბი (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (სულ 18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
    ბ) HER-2 რეცეპტორ-დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში ტრასტუზუმაბი+პერტუზუმაბი/ფესგოსა და ტრასტუზუმაბის (ჰერცეპტინი) ერთწლიანი კურსის მოცულობით (18 ინფუზია) დაფინანსებისას დარჩენილი თანხიდან ყოველჯერზე არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

    2. გამონაკლისის სახით ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო წლის მანძილზე არაუმეტეს 18 ინფუზიის დაფინანსებას, თითოეულის შემთხვევაში არაუმეტეს 400.00 ლარის ოდენობით.

    • მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების ყოველდღიურ კვებას, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და აკმაყოფილებენ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც:
    1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქალაქეები,რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს;
    2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
    პროგრამით გათვალისწინებულია 2050 ბენეფიციარის დაკმაყოფილება. გამონაკლის წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

    • შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე - ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის წყლის გადასახადზე შეღავათით სარგებლობის ხელშეწყობა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი/ები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება. სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან ანგარიშსწორება ხორციელდება:
    ა) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სასმელი წყლის ზღვრული ტარიფის საფუძველზე, სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფის შესაბამისად სულზე არაუმეტეს სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის მიერ მოწოდებული ტარიფებისა.
    ბ) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის სულზე არაუმეტეს 3.75 (სამი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

    • შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე -
      ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების (150 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით), მრავალშვილიანი მშობლების (4 და მეტი შვლით) და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების საქალაქო ტრანპორტით უზრუნველყოფას (50 თეთრის ნაცვლად მგზავრობისას იხდიან 10 თეთრს).
    გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
    ბ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ან მუდმივი ბინადრობის მქონე ვეტერანების ტრანსპორტით უზრუნველყოფას (უფასო მგზავრობა), რომელთაც შესაბამისი უწყების მიერ მიღებული აქვთ ვეტერანის მოწმობა (სტატუსი) და ფიქსირდებიან სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის" მიერ მოწოდებულ რუსთავის ვეტერანთა სიაში. გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
    გ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების: ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული პედაგოგები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ გარდაბნის მუნიციპალიტეტეის საჯარო სკოლებში, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების ცენტრი"-ს, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების", ა(ა)იპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარი ბიბლიოთეკა"-ს, ა(ა)იპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი"-ს, ა(ა)იპ „რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი"-ს, ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე"-ს, ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის", ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი", ა(ა)იპ ,, რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი"-ს თანამშრომლების საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობით უზრუნველყოფას, რომლებიც არიან ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი. გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი. ზემოაღნიშნული პირები 50 თეთრის ნაცვლად მგზავრობისას იხდიან 10 თეთრს.
    დ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების უფასოდ საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილებას, ხოლო III ჯგუფი უზრუნველყოფილია ნაწილობრივ (50 თეთრის ნაცვლად მგზავრობისას იხდიან 10 თეთრს). გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
    ე) ქვეპროგრამის მიზანი ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული,ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხელშეწყობას. ქვეპროგრამით მოსარგებლე სტუდენტებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აუნაზღაურდებათ 0.30 ლარის ოდენობით, ხოლო M3 კატეგორიის ავტობუსით რუსთავი-თბილისის მარშუტზე მგზავრობისას 1.00 ლარის ოდენობით. გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
    ვ) ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეთა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხელშეწყობა (50 თეთრის ნაცვლად მგზავრობისას იხდიან 10 თეთრს). გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.
    ზ) ქვეპროგრამის მიზანია ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის მქონე პენსიონერებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მქონე მოქალაქეების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ხელშეწყობა (50 თეთრის ნაცვლად მგზავრობისას იხდიან 10 თეთრს).
    გამონაკლისს წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრაციის მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი რუსთავი.

    • ინდივიდუარული დახმარების პროგრამები - ა) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე ოჯახების დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ):

    ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახების;
    ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;
    გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;
    დ)საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების; კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას წლიურად არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
    გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.
    ბ) ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის მქონე რეინტეგრირებული ბავშვების (1-დან 18 წლამდე) ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). ბავშვისთვის მოითხოვება მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი.
    პროგრამის მიზანს წარმოადგენს რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების კომუნალური დავალიანებების (ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია) გადასახადზე შეღავათის დაწესება, ქვეპროგრამით გათვალისწინებულია არაუმეტეს 18 ოჯახის დახმარება.
    პროგრამით მოსარგებლე თითოეულ ოჯახს განესაზღვრება წლიური ლიმიტირებული თანხა 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
    გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

    • მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ქვეპროგრამის მიზანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში მცხოვრები იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 150 000-ს და ჰყავთ 4 და მეტი შვილი. პროგრამით დადგენილი არაუმეტეს 1 წლიანი რეგისტრაცია (ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) მოეთხოვება მშობელს (განმცხადებელს), ხოლო პროგრამის ბენეფიციარებს (მათ შვილებს) მხოლოდ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი. მატერიალური დახმარება გაიცემა 18 (თვრამეტი) წელს მიუღწეველი შვილების რაოდენობის გათვალისწინებით და მოიცავს თითო ბავშვზე ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით დახმარებას. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.
    • სოციალური დახმარების პროგრამა - ქვეპროგრამის მიზანია ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულო დღეებში ტკბილეულით დასაჩუქრება (დედის დღე -3 მარტი; აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული; ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე - 1 ივნისი; შობა- ახალი წელი). 1. მრავალშვილიანი ოჯახები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს); 2. დღის ცენტრები და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარები; 3. ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი" ბენეფიციარები; 4. ა(ა)იპ „სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანე"-ს ბენეფიციარები; 5. ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები; 6. ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, 2004 წლის აგვისტოს თვეში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული რუსთაველი მებრძოლების ოჯახები; 7. ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები; 8. ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, დიდი სამამულო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები; 9.ქალაქ რუსთავში მე-11 მ/რ. მდებარე სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მე-4 მუხლით განსაზღვრულ ქვეპროგრამით მოსარგებლეთა სხვა კატეგორიას.
    • ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა - ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) მოქალაქეები, ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა, ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარება და გაძლიერება, მათთვის საბინაო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით.
    სოციალური დახმარების პროცესი მოიცავს, უკიდურესად მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გამოვლენას, შეფასებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთების შეძენით. ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ გადწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსავის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტით შექმნილი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო.
    გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ - ქალაქი რუსთავი.

    • ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული/ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) მოქალაქეები. ქვეპროგრამის მიზანია ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება, ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების გაძლიერება ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა სოციალიზაციის პროცესში.
    ქვეპროგრამის ამოცანაა თავშსაფრის დატოვების შემდგომ არსებული გამოწვევებისა და კრიზისული სიტვაციის დაძლევის ხელშეწყობა.
    ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების მხადაჭერის პროცესი მოიცავს ძალადობის მსხვერპლი ფიზიკური პირების განცხადებების განხილვას, მიზანშეწონილობის განსაზღვრას და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას.
    დაფინანსება გაიცემა ძალადობის მსხვერპლ პირზე ერთჯერადად, წელიწადში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://rustavi.gov.ge/
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი
    • სოციალური პროგრამები (პროგრამულიკოდი 06 02) - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური ახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორცმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებულ გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    • ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 01) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასომედიკამენტებით(2000 ლარი) უზრუნველყოფა. დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტიგენტია:
    ა) ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები;
    ბ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული მოქალაქეები;
    გ) ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნეები) მქონე მოქალაქეები;
    დ) პარკინსონით დაავადებული მოქალაქეები;
    ე) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით დაავადებული მოქალაქეები;
    ვ) შიზოტიპური აშლილობა.

    • სოციალურად დაუცველი ერთწლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა (პროგრამულიკოდი 06 02 04) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა და სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში ან იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ერთ წლამდე ასაკის შვილი და მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, რაც დასტურდება მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტის (სოციალური მუშაკის) დასკვნით ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად, დახმარება გაეწევათ თვეში - 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

    • სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 06) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა, აღნიშნული ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
    კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად მატერიალური დახმარება გაეწევათ „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეიტენგრირებულ 18 წლამდე არასრულწლოვნებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

    • გათბობის სეზონისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამულიკოდი 06 02 07) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების, სოციალურად დაუცველი შშმ პირების ოჯახების, აგრეთვე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების გათბობის სეზონისათვის მატერიალური უზრუნველყოფა.
    გათბობის სეზონის დასაწყისში ერთჯერადი მატერიალური დახმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც მიეწოდება ბუნებრივი გაზი, ერთჯერადი ფულადი დახმარება გაეწევათ 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სადაც
    არ მიეწოდება ბუნებრივი გაზი, ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორასორმაცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ:
    ა. სოციალურად დაუცველ (65 000 მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პესიონერებს;
    ბ. სოციალურად დაუცველ (65 000 მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;
    გ. სოციალურად დაუცველ (65 000 მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

    • სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 08) -

    1.ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები: ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დამხარება გაეწევათ:
    ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
    ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
    გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

    2. სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 130 000-ს, დახმარება გაეწევათ:
    ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
    ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
    გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

    3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:
    ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
    ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
    გ) მედიკამენტებით მკურნალობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

    4. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ:
    ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;
    ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;
    გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.

    5. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

    6. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:
    ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
    ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
    გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

    7. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:
    ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
    ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
    გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

    8. ფსორიაზით დაავადების მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:
    ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;
    ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

    9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბენეფიციარებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით.
    91. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.
    92. ამ მუხლის 1-9 პუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები ორი ან მეტი კატეგორიის არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიიდან.

    10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის - არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით)."
    ამ პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებიბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.

    • ბინის ქირით უზრუნველყოფა (უსახლკაროების დახმარება) (პროგრამული კოდი 06 02 09) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურ ზღვარს ქვევით მყოფი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა. ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდებათ:
    ა. სოციალურად დაუცველ უსახლკარო - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;
    ბ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

    • სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 10) - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, დ. აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია 250კვ/სთ - ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი - გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო - ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;
    მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი N1-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია სრულად - საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი - გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო - ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

    • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათი (პროგრამულიკოდი 06 02 12) - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური"-ს დაფინანსებაში და მუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობას.

    • ერთჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 14) - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან: ა. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს - 100 (ასი) ლარის ოდენობით; ბ. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 000-მდე და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში - 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ1) უკიდურესად შეჭირვებული ოჯაები, რომელთაც ჰყავთ სასკოლო ასაკის ბავშვები, სასკოლოდ შესაბამისი საჭიროებების შესაძენად ერთჯერადად, ოჯახის/თემის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე- 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ. ასი და მეტი წლის ხანდაზმული - 300 (სამასი) ლარის ოდენობით; დ. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი– 100 (ასი) ლარის ოდენობით; ე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ იმ ღატაკი ოჯახების წევრებს, რომლებიც განცხადებით მომართვის მომენტში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა და მომართვის პერიოდში მძიმეა მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას, ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 300 (სმასი) ლარის ოდენობით, გაეწევათ მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის" დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის გათვალისწინებით.

    • ბავშვთა მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 18) - პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშის უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის პირობების, პროცედურების კოორდინაციას საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

    • მარტოხელა მშობლის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 17) - პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის მატერიალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ყოველთვიურად (70 ლარი). კაცებთან შედარებით, ქალებზე სიღარიბე უფრო დიდ გავლენას ახდენს, მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის აუცილებელ მომსახურებებზე, საცხოვრებლზე და ქონებაზე კერძოდ, ქალების გარკვეულ კატეგორიას (მარტოხელა მშობლები) გაცილებით უფრო მეტად ემუქრება სიღარიბე, ვიდრე კაცებს. ქალებს ნაკლებად აქვთ ღირსეული შემოსავალი სამუშაო ადგილებიდან და აქვთ დასაქმების დაბალი მაჩვენებელი. დასაქმებული ქალების საშუალო შემოსავალი დაბალია სტრუქტურული უთანასწორობის გამო, ვინაიდან მათ ხშირ შემთხვევაში უწევთ ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რაც დაკავშირებულია საოჯახო საქმიანობის არათანაბარ განაწილებასთან, გენდერული ნიშნით დასაქმების სეგრეგაციასთან,ანაზღაურების სისტემასთან და ანაზღაურების გენდერულ სხვაობასთან (gap). უთანასწორობის ფაქტორები და სიღარიბის გაზრდილი რისკი გროვდება ქალის სიცოცხლის მანძილზე პროფესიული საქმიანობის დაწყებიდან პენსიაზე გასვლამდე და იწვევს სიღარიბის გენდერულ სხვაობას.მარტოხელა მშობელი უფრო დაუცველად მიიჩნევა და, შესაბამისად, უფრო მეტად არიან სიღარიბისა და სოციალური გარიყვის საფრთხის წინაშე.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://bolnisi.gov.ge/
  • დმანისის მუნიციპალიტეტი
    • სოციალური პროგრამები - ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ –ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის დახმარებას. პროგრამა მოიცავს 7 ქვეპროგრამას:
    ა) მძიმე დიაგნოზის მქონე და სხვადასხვა სოფიაცური ფენის მოსახლეობის სოციალური დაცვა, რომელშიც შედის ავთვისებიანი სიმსივნითა და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა ფინანსური მხარდაჭერა, დიალიზის საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა, ფენილკეტონურიით და გლუტენის ავადმყოფობით დაავადებულ ბავშთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლოთა) ფინანსური მხარდაჭერა და მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ქვეპროგრამები;
    ბ) ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბიოსაწვავით უზრუნველყოფის პროგრამა;
    გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის დახმარება, რომელშიც შედის აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვების რეაბილიტაციის სოციალური დახმარება;
    დ) მზრუნველობა მოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;
    ა(ა)იპ "დმანისის სათნოების სახლი";
    ე) ტრანსპორტით მომსახურების მუნიციპალური პროგრამა და სხვ.

    • მძიმე დიაგნოზის მქონე და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსახლეობის სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ავთვისებიანი სიმსივნითა და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა ფინანსური მხარდაჭერა, დიალიზის საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერა, ფენილკეტონურიით და გლუტენის ავადმყოფობით დაავადებულ ბავშთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლოთა) ფინანსური მხარდაჭერა და მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ქვეპროგრამები;

    • ავთვისებიანი სიმსივნითა და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა ფინანსური მხარდაჭერა - ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები. ცალკეულ შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიანიჭოს პირს პროგრამით სარგებლობის უფლება, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 200 (ორასი) ლარს;
    • ფენილკეტონურიით და გლუტენის ავადმყოფობით (ცელიაკია) დაავადებულ ბავშვთა სპეციფიკური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა - მოსარგებლენი არიან დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფენილკეტონურიით და გლუტენის ავადმყოფობით (ცელიაკია) დაავადებული პირები, შესაბამისი დახმარებას იღებს ფინანსური დახმარების სახით. ამ ეტაპზე გვყავს 5 ბენეფიციარი და წლის ბოლოს დაემატება კიდევ ერთი პირი;

    • ზამთრის სეზონისთვის სოციალურად დაუცველთა საწვავით (ბიოსაწვავი ,,ბრიკეტით") უზრუნველყოფა - ქვეპროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა პენსიონერებს, იძულებით გადადგილებულ პირთა მარჩენალ დაკარგულ ოჯახებს, იძულებით გადადგილებულ პირთა შშმ პირების ოჯახებს საშუალება ეძლევათ ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გათბობის მიზნით, მუნიციპალიტეტიდან დახმარების სახით მიიღონ შეშა /ბრიკეტი ან სხვა მასალა. ცალკეულ შემთხვევაში დახმარებას იღებენ მერის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირები შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის შესაბამისად.

    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია) დახმარება - ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაფინანსება /თანადაფინანსება სასწრაფო, გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის კურსების მისაღებად. სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის მკურნალობის დაფინანსება ხორციელდება სრულად არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია 1000 (ათასი) ლარზე მეტი ოდენობით დაფინანსების განხორციელება. დმანისის მუნიციპალიტეტის მერს მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური გამონაკლისი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის დახმარების მუნიციპალური პროგრამის განხორცილების მიზნით" შექმნილი კომისიას. ცალკეულ შემთხვევაში დმანისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიანიჭოს პირს პროგრამით სარგებლობის უფლება, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით კომისიის დასკვნის საფუძველზე.

    • აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე ბავშვების რეაბილიტაციის მხარდაჭერა და მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა - დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე 2-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD_10) განვითარების ზოგადი აშლილობების დიაგნოზი (ბავშვთა აუტიზმი (F84.0), ატიპური აუტიზმი (F84.1), ასპერგერის სინდრომი (F84.5), განვითარების ზოგადი აშლილობა (F84.9)). პროგრამა ხორციელდება აუტიზმის სპექტრის აშლილობათა მქონე 2-დან 18 წლის ასაკის ჩათვლით პირებზე; მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას იღებს წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 4620 ლარისა;

    • სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ტრანსპორტით მომსახურება - დმანისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტები, უსინათლოები; ვეტერანები (კოდი – 100, 111, 112, 113, 200, 300, 311, 312, 313, 500, 501, 800), დიალიზის საჭიროების მქონე პირები (რომლებიც სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის ,,დიალიზის საჭიროების მქონე პირების დახმარების 2021 წლის მუნიციპალური პროგრამით ") ქ . დმანისიდან ქ . თბილისის და ქ. თბილისადან ქ. დმანისის მიმართულებით გადაადგილება კვირაში ორი დღე, ხოლო კვირა საღამოს ერთი მიმართულებით გადაადგილება ქ. დმანისიდან ქ. თბილისის მიმართულებით.
    ტრანსპორტის გადადგილების მიმართულება: ქ. დმანისიდან ქ. თბილისის და ქ. თბილისადან ქ. დმანისის მიმართულებით გადაადგილება კვირაში ორი დღე, ყველა კატეგორიის ბენეფიცარზე, ხოლო კვირა საღამოს ერთი მიმართულებით გადაადგილება ქ. დმანისიდან ქ. თბილისის მიმართულებით მხოლოდ სტუდენტებისათვის; სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ტრანსპორტის გამოყოფა მოხდეს საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინები; საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მხარეში გამართულ კულტურულ, სოციალურ, სპორტულ და სხვა ღონისძებებში ჩართულობისათვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა განხორციელდეს საჭიროების შესაბამისად; სამუშაო დღეებში მოსახლეობის შიდა მუნიციპალური გადაადგილებისათვის სოფელი პატარა დმანისი - ქ. დმანისის და ქ. დმანისი - სოფელ პატარა დმანისის მიმართულებით ტრანსპორტით უზრუნველყოფა; ცალკეულ შემთხვევებში ტრანსპორტის გამოყოფა განხორციელდეს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე; ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ელექტრონული ტენდერის შედეგად გამოვლენილი ,,მიმწოდებელი";

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.dmanisi.gov.ge/
  • წალკის მუნიციპალიტეტი
    • ავადმყოფთა სოციალური დაცვა - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შემდეგი ბენეფიციარების:
    ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება;
    ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება;
    გ) ხანდაზმულ (90 და მეტი წლის ასაკი) პირთა დახმარება;
    დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულით 65000-დან 90000-მდე) დახმარება;
    ე) სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი დახმარება;

    • ვ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
    ზ) მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება;
    თ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება;
    ი) იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეთა და სოციალურად დაუცველთა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;
    კ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება;
    ლ) თირკმლის ჩანაცვლების (დიალეზი) თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების ფულადი დახმარება;
    მ) სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე (სარეიტინგო ქულით 100000-მდე) პირის მიერ საჯარო სკოლის წარჩინებით (ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატი) დამთავრების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარება;
    ნ) ძალადობის მსხვერპლთა, პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარება;
    ო) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეების, არასრულწლოვანი ბავშვების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებული ოჯახების გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაცია) დაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდებიან ან არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით;

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.tsalka.gov.ge/
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტი
    • ()იპ თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის" - დღის ცენტრის პროგრამას მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს. მულტგუნდის შემადგენლობაში არიან: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, სპეციალური განათლების პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი(მოწვეული), მშობელი, სოც თერაპევტი, რეაბიტოლოგი. თითოეული ბავშვის სპეციალური ინსტრუმენტით შეფასების შემდეგ იქმნება ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის და საგანმანათლებლო გეგმები, რომელიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებს და ინტერესებს. დღის ცენრტში ბენეფიციარებს აქვთ ორჯერადი სრულფასოვანი კვება. ემსახურებათ ტრანსპორტი, სახლიდან ცენტრში და ცენტრიდან სახლში. ქვეპროგრამა გენდერულად მნიშვნელოვანია.

    • ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსული პირებისათვის, რომლებმაც ზრუნვის ორგანო დატოვეს არაუმეტეს 6 თვისა ვადისა, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის, რომლებიც არ იმყოფებიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გასაჭირს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის" გადაწყვეტილებით წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) მატერიალურ დახმარების გაცემას 300 (სამასი) ლარის ფარგლებში, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ პირზე 1000 (ათასი) ლარის ფარგლებში.

    • უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული:
    ა) სოციალურად დაუცველი (75000 ქულა)უსახლკარო ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა;
    ბ) ხანძრის (ან სტიქიის) შედეგად დაზარალებული უსახლკაროდ დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა;
    გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვიანი ოჯახების დახმარებას, ბინის ქირით თვეში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.

    • სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას (გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც), მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა თუ:
    ა) მომსახურება არ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო პროგრამით დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
    1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
    2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით).

    ბ) მომსახურება ნაწილობრივ ფინანსდება კერძო დაზღვევით ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება:
    1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 100%-ით (1000 დან -70 000 ქულის ჩათვლით);
    2. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (70 001 დან -150 000 ქულის ჩათვლით). მომსახურება ფინანსდება:
    ა) არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;
    ბ) მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა, შშმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა;
    გ) რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვები (მომლოდინის შემთხვევაშიც) არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა.
    დ) მშობიარობის შემთხვევაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;
    ე) თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.

    • ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიურ დაავადების მქონე პირთა:
    ა) ონკოლოგიური მანიპულაციებისათვის გამოკვლევების დაფინანსებას არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარისა; ბ) საოპერაციო, სამკურნალო და სხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას (კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით):
    1. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 80%-ით;
    2. სოციალურად დაუცველი (150 000 ქულის ჩათვლით) ბენეფიციარის მიერ გადასახდელი ღირებულების 100%-ით.
    3. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განისაზღვრება არა უმეტეს 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
    4. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დახმარება გაიცემა სამედიცინო კლასიფიკატორის დაავადების კოდის (C, D00-დან D09-ის ჩათვლით) მიხედვით.

    • მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვის პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მატერიალური დახმარების გაწევას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიან ოჯახებზე. პროგრამით მოსარგებლეები არიან: ა) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-სს; ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. მატერიალური დახმარება თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით.ქვეპროგრამა გენდერულად სენსიტიურია.

    • მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარების გაცემას:
    ა) სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 120 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    ბ) მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

    • ჩვილ ბავშვთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ჩვილი ბავშვებისათვის(ერთ წლამდე), რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ბავშვთა კვებით უზრუნველყოფისათვის დახმარებას თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით. შემუშავებულია გენდერულად მგრძნობიარე პროგრამა.

    • ზამთრის სეზონოს დადგომასთან დაკავშირებით გათბობის უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისათვის ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით (იანვარი, თებერვალი, ნოემბერი, დეკემბერი) გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსურ დახმარებას, თვეში 50 ლარის ოდენობით.
    პროგრამით მოსარგებლეები არიან:
    ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 5 000 -სს;
    ბ) დედ-მამით ობოლი (18 წლამდე) ბავშვების ოჯახები;
    გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა, ეტლსმიჯაჭვული, მხედველობაშეზღუდული) (18 წლამდე) ასაკის ბავშვების ოჯახები;
    დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანები (კოდი-311, 312, 313);
    ე) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახები; ვ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები.

    • სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, ასევე სოციალურად დაუცველი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემას ერთჯერადად სარეიტინგო ქულის მიხედვით:
    ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

    • ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა - პროგრამა ითვალისწინებს „სოციალური მუშაობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაობისა და საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი" გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით მიღებული გადაწყვეტილების მატერიალურ დაფინანსებას; პროგრამის პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების გატარებას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.gardabani.gov.ge/

  • მარნეულის მუნიციპალიტეტი
    • ავადმყოფთა სოციალური დაცვა - ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სამედიცინო (ოპერაციული, მედიკამენტებით და სხვ.) დახმარების გაწევა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე.

    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური ფინანსური დახმარება, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილების "მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საფუძველზე.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://marneuli.gov.ge/

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. მშობიარეთა დახმარება - დახმარებას მიიღებენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები: დიალიზზე მყოფი პირები ტრანსპორტირებისთვის მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას არაუმეტეს 200 ლარისა. ერთჯერად დახმარებას მიიღებენ - 90 წლის და უფროსი ასაკის პირები (100 ლარით) და 100 წლისა და უფროსი ასაკის პირი (დახმარებად განსაზღვრულია ერთჯერადად 1000 ლარი), შშმ ბავშვები (500 ლარით), მკვეთრად გამოხატული შშმ პირები (500 ლარით), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები (18 წლამდე), სარეაბილიტაციოდ (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით.
    დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოცილურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 100% -ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის -80%-ით
    პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
    პროგრამის მიზანია მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება
    პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ქალებისა და კაცების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

    • მარჩენალდაკარგულ პირთა, ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, სსიპ "წითელი ჯვარი" - ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები (200 ლარი) და 4 და მეტი შვილიანი (რომელთაგან არანაკლებ ოთხი 18-წლამდე ასაკისაა) ოჯახები (თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 20 ლარი), უსახლკაროს სტატუსის მქონე პირები ქირის სახით (არაუმეტეს 200 ლარი).
    ერთჯერადი დახმარება გაეწევა 18 წლამდე ასაკის, დედით, ან მამით ობოლ ბავშვებს (200 ლარით), მარტოხელა მშობელს (300 ლარი), ოჯახებს, მეოთხე და მომდევნო შვილის შეძენისას (200 ლარი);
    პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი (1000 ლარი);
    პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული იქნეს 100,0 ათასი ლარი. მათ შორის: ა) სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
    ბ) სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 30 000) დახმარება ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
    გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 1000 ( ერთი ათასი ) ლარი.
    პროგრამის მიზანია ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რთული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების ხელშეწყობა, ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) სახით.

    • გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება - პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა უბედური შემთხვევის და სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მოწესრიგებაში.
    ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად, სივრცით ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დგინდება დაზარალებული მოსახლეობის საკითხ დახმარების აუცილებლობა, რაც მოწმდება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი საბუთების მეშვეობით. მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება ბენეფიციარზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა და თანხა გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე თანხა გაიცემა.


    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://tetritskaro.gov.ge/
Made on
Tilda