უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
კახეთის მხარე
  • თელავის მუნიციპალიტეტი

    • სოციალური დაცვა - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: - ახალშობილთა ოჯახების (სოციალურად დაუცველი) (ერთჯერადი) და მრავალშვილიანი ოჯახების (ყოველთვიური) დახმარებას; - სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება/თანადაფინანსებას; - ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას; - სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების ყოველდღიურად, დღეში ერთჯერ, საკვებით უზრუნველყოფას; - ოჯახებს ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ქირით უზრუნველყოფა; - სხვა სოციალურ ღონისძიებებს.
    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - ქვეპროგრამით ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს - 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორ თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახებზე დახმარება - გაიცემა თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახებზე წლის განმავლობაში ერჯერადად. ყოველ სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე დაფინანსედება არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე - არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში - არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში არაუმეტეს 1200 ლარის ოდენობით. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცემა ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას წელიწადში ერთჯერადად.
    • მოქალაქეთა ტრანსპორტით მგზავრობის, კომუნალურ გადასახადებზე და თხევადი აირით დახმარების ღონისძიებები - კომუნალურ (ელექტროენერგიის) გადასახადებზე დახმარების პროგრამით აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე კატეგორია: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, დევნილები, შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები,უდედმამო ბავშვები,მარტოხელა მშობლები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილები,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები,მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს. გაზიფიცირების გარეშე არსებულ დასახლებებში მცხოვრები ოჯახების თხევადი აირით დახმარების ქვეპროგრამით, რომლითაც ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის სოფლებში (თეთრიწყლები, კობაძე, პანტიანი, სეროდანი, ნადიკვარი) მუდმივად მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად. აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა შეუფერხებელი გადაადგილებისათვის გამოყოფილია ტრანსპორტი, რომელთა საშუალებითაც მთელი წლის განმავლობაში, სოფლებში, სადაც არ ხდება ტრანსპორტის რეგულარული მოძრაობა (განსაკუთრებით სასწავლო წლის პერიოდში) მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელი იყოს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილება.
    • დროებითი გადახდებით უზრუნველყოფის ღონისძიებები - ქვეპროგრამით მოსარგებელ კატეგორია: ოჯახებს ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი. მოსარგებებლე კატეგორია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებილი სოციალურად დაუცევლი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები,შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული კატეგორია დაფინანსდება თვეში 100 ლარის ფარგლებში.
    • სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტებით დახმარების ღონისძიებები - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 1800 ლარს. ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად; პროგრამა ითვალისწინებს ასევე ბენეფიციართა სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას, დახმარების მიმღებ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 300 ლარით; პროგრამა ითვალისწინებს, სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, თანადაფინანსებას მიმღებ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის პირები, რომელთაც ფაქტიური საცხოვრებელი აქვთ თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობელი, მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული პირები, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება მოხდება პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით; ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასევე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას. პროგრამის ბენეფიციარები არიან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდები, კერძოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://telavi.gov.ge/
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტი
    • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება - ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მწვავე კრიზისული მდგომარეობით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ა) ოჯახი, სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება; ბ) ოჯახი, რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში; გ) ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი; დ) ოჯახი, რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი; ე) ოჯახი, რომელიც განცხადების შემოტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 30 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ოჯახის საკვები და ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები გაიცემა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფაქტიურად მცხოვრებ ოჯახზე სოციალური მუშაკის მომართვის/დასკვნის საფუძველზე, პაკეტის ღირებულებ 200 ლარი; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწოლი, სკამი, მაგიდადა სხვა) ერთ ოჯახზე მაქსიმუმ 500 ლარის ფარგლებში; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით ერთ ოჯახზე მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა).
    • სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება - ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და დევნილი სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირები: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 150 000-ზე ნაკლები ქულის მქონე პირი. ბ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილე; გ) დევნილის სტატუსის მქონე პირი; დ) ონკოლოგიური დაავადეებების მქონე პირები. თანადაფინანსების მოცულობა: 1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოქმედი 150 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირების, მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეთა და დევნილის ტატუსის მქონე პირების, შშმ ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი პირების თანადაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების) განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანადაფნანსების ოდენობა შეადგენს მომსახურების ღირებულების 50%-ს არა უმეტეს 1000 ლარის (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების მხრიდან); 2. პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრულ კრიტერიუმებს, სამედიცინო მიმსახურების თანადაფინანსება შეადგენს 25% არაუმეტეს 500,0 ლარს; 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების წლიური ლიმიტი განსაზღვრულია 1500 ლარით. (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით/ მხრიდან).
    • დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა - საცხოვრებელი ფართის ქირა 200 ლარის ოდენობით გაიცემა ყოველთვიურად, ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოჯახად/პირად რეგისტრირებული: ა) ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორივე მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთ-ერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად); გ) ოჯახი, რომელსაც აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინა, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ; დ) მრავალშვილიანი ოჯახი; ე) ძალადობის მსხვერპლი; ვ) 18-21 წლის ასაკის ახალგაზრდა, რომელიც სახელმწიფო ზრუნვიდან გასულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში; ზ) თუ ოჯახი შედგება მხოლოდ 70 წელზე მეტი ასაკის პირის/პირებისაგან.
    • ერთჯერადი (ფულადი) სოციალური დახმარება - პროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში და ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000-დან 100 000-მდე. ერთჯერადი ფინანსური დახმარება შეადგენს 100 ლარს; ბ) რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი - ერთჯერადი ფინანსური დახმარება შეადგენს 200 ლარს ერთ ბავშვზე; გ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი - 100,0ლარი.
    • ქალთა ოთახი
    • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.gurjaani.gov.ge/
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი

    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება - ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 95 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ პირთა დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    100 წლის ასაკს გადაცილებული პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ 500 ლარის ოდენობით;
    ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 150 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):
    სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 - დან 80 000-მდე;

    • მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

    • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.
    ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვები წელიწადში ორჯერ საახალწლოდ და სააღდგომოდ მიიღებენ 200 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტს (წელიწადში 400 ლარის);
    ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უდედ-მამო 18 წლამდე ბავშვები წელიწადში ორჯერ საახალწლოდ და სააღდგომოდ მიიღებენ 200 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტს (წელიწადში 400 ლარის ოდენობით);
    ახალშობილის შეძენის შემთხვევაში ოჯახების დახმარება, კერძოდ: პირველი და მეორე ბავშვის შეძენისას ოჯახებს ერთჯერადად ჩაერიცხებათ ფულადი დახმარება (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა), პირველ ბავშვზე 150 ლარის ოდენობით და მეორე ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. ხოლო ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 200 ლარი (ორივეზე 400 ლარი);
    უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. დახმარება გაიცემა რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მერის წარმომადგენელმა განცხადებით უნდა მიმართოს მერიას უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 1 თვისა. დახმარების ოდენობა შეადგენს 300 ლარს;
    მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, თუშეთში მუდმივად მცხოვრები ოჯახები წლის განმავლობაში ორჯერ საახალწლოდ და სააღდგომოდ იღებენ სასურსათო პაკეტებს 200 ლარის ოდენობით (წელიწადში თითოეულ ოჯახზე - 400 ლარი);
    მაღალმთიან რეგიონში კერძოდ თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება წელიწადში 1500 ლარის ოდენობით;
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა (ყოველთვიურად 100 ლარი) პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად;
    ლოგინს მიჯაჭვული პირების დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;
    ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დიაბეტით და ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა კვებისთვის დახმარება თვეში 100 ლარის ოდენობით;
    განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარებების მსურველ პირთა განცხადებების შემსწავლელი კომისიის" დასკვნის საფუძველზე, სოციალური დახმარება გაიცემა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ფიზიკურ პირებზე და ოჯახებზე, წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული რეინტეგრირებული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შემთხვევაში ბიოლოგიურ ოჯახს ეძლევა ფულადი დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირველი ჯგუფის უსინათლო მოქალაქეებზე გაიცემა წელიწადში ერთხელ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
    დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან (21 მარტი) დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დაუნის სინდრომის მქონე პირებზე გაიცემა ერჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელზე;
    აუტიზმის საერთაშორისო დღესთან (2 აპრილი) დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ აუტისტური სპექტრის მქონე პირებზე გაიცემა ერჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა მერის ბრძანების საფუძველზე, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელზე;
    მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები"-ს სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15 კუბურ მეტრამდე მეორე ხარისხის მერქნით (საშეშე მერქანი) დახმარება;
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;
    კრიზისულ სიტუაციებში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1000 ლარისა.

    • ავადმყოფთა სოციალური დაცვა - ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული, ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა). გადასახდელი თანხის 50%-მდე (300 ლარიდან ზემოთ) წელიწადში არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა დაფინანსდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ხოლო ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 120 000 -მდე, დაფინანსდებიან გადასახდელი თანხის 70 %-მდე, არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა;
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების (სისტემური წითელი მგლურა) მქონე, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები პირების შესაბამისი თანხის თანადაფინანსება, წლის განმავლობაში არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

    • ელექტრო ენერგიის ან ბუნებრივი აირისი გადასახადის თანადაფინანსება - ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 150 ლარის ოდენობით შემდეგ პირებზე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):
    - სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულაა 65 000 - დან 80 000-მდე;
    - მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი;
    - მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.

    • თუშეთში მცხოვრებთა საჭირო მედიკამენტებით დახმარების ქვეპროგრამა - მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება წელიწადში 1500 ლარის ოდენობით.

    • წითელი ჯვრის თანადაფინანსება - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია:
    - კატასტროფების მართვა;
    - ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა;
    - სოციალური მხარდაჭერა;
    - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახმეტის ფილიალში 2013 წლიდან „ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის" ბაზაზე ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების მათ შორის: ხანდაზმულების სოციალურ მხარდაჭერაზე, ახალგაზრდების გაძლიერებაზე, პანკისის თემის უნარიანობის ამაღლებასა და ახმეტის მუნიციპალიტეტის კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობის გაზრდაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. პროექტით „საქმიანობათა ცენტრი ახმეტაში" უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის პროექტით ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა:
    - სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები (ექსკურსია, შემოქმედებითი საღამოები, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა და სხვა);
    - გაცვლითი ვიზიტები თანამშრომლებისა და მოხალისეებისათვის;
    - მასალები საქმიანობათა ჯგუფებისათვის (საკერავი, საქსოვი, საქარგი და სხვა);
    - საბაზისო მედიკამენტები ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის;
    - კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა მხარდამჭერი საქმიანობები;
    - სამედიცინო აქციები (სასტუმრო, ტრანსპორტირება, კვება) დაუცველი ჯგუფებისთვის;
    სხვა პროგრამული თუ ადმინისტრაციული ხარჯები.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://akhmeta.gov.ge/

  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ:

    - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერად დახმარებას:
    - სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და თანადაფინანსებას;
    - ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების ტრანსპორტირების ხარჯებით უზრუნველყოფას;
    - სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვა, გათბობის ხარჯით უზრუნველყოფას;
    - უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
    - აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას, რომელიც მიმართულია მათი სამედიცინო საჭიროებისათვის.
    - სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.dedoplistskaro.gov.ge/

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

    • სოციალური დაცვა - აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება; იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 (წლამდე) ასაკის პაციენტების ხელშეწყობა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, თირკმელებით დაავადებული მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან დიალიზზე, მათი ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფა; 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა; მარტოხელა მშობლების, ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების, დედ-მამით ობოლი ბავშვების; ახალშობილების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ოჯაში ძალადობის მსხვერპლი პირების სოციალური დაცვა; დევნილთა ოჯახების დახმარება; ვეტერანთა ინტერესების დაცვა; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფა; ასევე მათი ოჯახების ინტერესების დაცვა.
    უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვებით მომსახურებაში; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათი სოციალური ინტეგრაცია; უსახლკაროთა რეგისტრაცია, მათი უზრუნველყოფა დროებითი თავშესაფრით (ბინის ქირის უზრუნველყოფა). მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახების დაცვა; აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ოჯახების სოციალური დაცვა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დედით და მამით ობოლი და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისება ერთჯერადად; 2022-2023 წელს საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების დაცვა; უსინათლო ოჯახების სოციალური დაცვა.

    • ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - ამ დახმარების მიმღები არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი ოჯახები: კერძოდ ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, მრავალშვილიან ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საახალწლოდ ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი, ხოლო ყველა ახალშობილზე რომელიც დაიბადება წლის განმავლობაში გადაეცემა,,ახალშობილის კალათი ". ოჯახი, რომელსაც შეეძინა ტყუპი ბავშვი (ორი და მეტი) ერთჯერადად ფულადი დახმარების სახით ჩაერიცხებათ თანხა-500(ხუთასი) ლარი. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთიან მეტი არასრულწლოვანი ბავშვი -15 ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; აგრეთვე წლის ბოლოს,
    ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა - 200 ლარის ოდენობით. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 15 ლარი ყოველ თვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; წლის ბოლოს ერთჯერადად ჩაერიცხებათ თანხა -200 ლარის ოდენობით. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტსტუსის მქონე პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება - 500 ლარის ოდენობით. დედით და მამით ობოლი ბავშვების და იმ ბავშების დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება -მოვალეობები ან /და იმ ბავშვთა ოჯახები, რომელთაც ერთერთი მშობელი გარდაცვლილია, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ყოველთვიურად ისარგებლებენ 100 ლარის ოდენობით. პროგრამით შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 600 ოჯახის ფინანსური დახმარება.

    • სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარების, რომელთაც ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და სადაზღვევოს მიერ არ უნაზღაურდება, ან მკურნალობის თანხა უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხიდან 100 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში დაფინასება განისაზღვრება - თანხის 100%; 200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, თანადაფინანსება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; ) 200 ლარს ზევით, 1400 ლარამდე, ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის 50%. 1400 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის არაუმეტეს 700 ლარისა. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტები დაფინანსდებიან წელიწადში ერთჯერადად -კვებით მომსახურებისათვის - 500 ლარის ოდენობით. აგრეთვე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვრება წლიური ლიმიტი 500 ლარის ოდენობით თანხა ჩაირიცხება შესაბამის სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

    • მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ბენეფიციარებზე ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
    • ქალთა ოთახი

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.lagodekhi.gov.ge/

  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
    • სოციალური დაცვა - პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
    • მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს მიეცემათ ერთჯერადი 400 ლარიანი დახმარება, რომელებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და ორი მაინც არის 18 წლამდე ასაკის, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება განისაზღვრება დამატებით 100 ლარით.
    დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
    • ბავშვთა კვების პროგრამის დაფინანსება - სიღარიბის ზღვარს მიღმა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთა სიცოცხლეს და ნორმალურ ზრდა განვითარებას მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო ემუქრება საფრთხე ყოველთვიურად კვების პროგრამა დაუფინანსდებათ 150 ლარამდე თანხით. ფენილკეტონურიით ან სხვა იშვიათი დაავადების მქონე პირთა და შშმ პირთა სპეციალიზირებული საკვები დანამატებით დახმარებისთვის ლიმიტის ამოწურვამდე გაიცემა 500 ლარამდე თანხა.
    • შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარების პროგრამა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება, დახმარების გაცემა მოხდება 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად.
    • მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარების პროგრამა - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, დახმარების მიმღები ოჯახი რეგისტრირებული უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გააჩნდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 150 000-ის ჩათვლით.
    • რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა - ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიზე რეგისტრირებულ მინდობით აღზრდაში განთავსებულ ბავშვებზე, რომლებზეც განხორციელდება რეინტეგრაცია-ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, მათ ოჯახებს გაეწევა ფულადი დახმარება მათი საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) სახელმწოფო ზრუნვის პროგრამიდან გასული ახალგაზრდების ფინანსური დახმარება შესაბამისი ორგანოდან მოთხოვნილი ინფორმაციის საფუძველზე ახალგაზრდების საჭიროებების გათვალისწინებით; გ) ქალათა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური დახმარება; დ) ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი ან პირები და შეუწყდათ საარსებო შემწობა განმეორებით გადამოწმების შედეგად; ე) თვითმართველობის სოციალური მუშაკის მიერ შესწავლილი ოჯახების გაძლიერება, ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე და ფულადი დახმარების გაცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე.
    • სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა - ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000 დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების, 9 აპრილს დაზარალებული, დევნილი პირების, ასაკით პენსიონერი პირების და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 80 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა. აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, ხოლო 18 წლამდე ბავშვთა სამიზნე ჯგუფებისათვის 600 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად.
    ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება ან/და თანადაფინანსება განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის 90%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომლებიც ამავდროულად არიან ასაკით პენსიონერი ან შშმ პირის სტატუსის მქონე, ასევე 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვს, სამკურნალო საოპერაციო 1500 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაუფინანსდება 100% ით. აღნიშნულ პირებს სადიაგნოსტიკო კვლევების თანხა 1000 ლარამდე დაუფინანსდება ასევე 100 %-ით.
    ბ. ა) მე -5 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა'' და „ბ" ქვეპუნქტების შესაბამისად, თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან თუ აჭარბებს 3000 ლარს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 4000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით. თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან აჭარბებს 5000 ლარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით.
    გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარების, შშმ პირთა, ვეტერანთა, 9 აპრილის დაზარალებულთა, დევნილ პირთა, ასაკით პენსიონერ პირთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირთა, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირთა, სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევების დაფინანსება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 500 ლარამდე სრულად, ხოლო ხუთასი ლარიდან ზევით თანხის 50 %-ით არაუმეტეს 1000 ლარისა.
    დ) სამედიცინო დამხმარე საშუალებების თანადაფინანსება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება უსინათლოთა ხელჯოხები, ხმოვანი წნევის აპარატები, სოციალურად დაუცველი (100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) და ონკოლოგიური პაციენტების პროთეზის, ან სხვა დამხმარე სამედიცინო საშუალებების თანხები. ზემოთჩამოთვლილი სამიზნე ჯგუფებისთვის 300 ლარამდე მოთხოვნილი თანხა დაფინანსდება სრულად, სამას ლარზე მეტი თანხის შემთხევაში, ბენეფიციარი ერთჯერადად დაფინანსდება 500 ლარით. 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ პირთა შაქრის საზომი აპარატის ჩხირების ყოველთვიური დაფინანსება. არაუმეტეს 120 ლარისა (საჭიროების მიხედვით). 18 წლამდე შშმ ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება თვეში არაუმეტეს 50 ლარისა (საჭიროების მიხედვით).

    • მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა -
    ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ ლიმიტის ამოწურვამდე 1000 ლარამდე თანხით;
    ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 200 000--ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციართა, შშმ. პირთა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ და დევნილ პირთა, ვეტერანთა, ასაკით პენსიონერთა, გულ-სისხლძარღვთა დაავდების მქონე და ეპილეფსიით დაავადებულ პირთა, ფენილკეტონურიით ან სხვა იშვაითი დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით დახმარება ხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 300, 500 და 800 ლარამდე თანხით;
    ბ.ა) ქრონიკულად მიმდინარე და ნაკლებად მძიმე დაავადების დიაგნოზის მქონე პირებში მედიკამენტების თანხის ოდენობა წელიწადში ერთჯერადად 300 ლარით განისაზღვრება, ხოლო თუ მედიკამენტების გასაცემი თანხის ოდენობა წელიწადში 500 ლარს შეადგენს თანხა 250-250 ლარის ოდენობით ორჯერადად გაიცემა;
    ბ.ბ) სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე ბენეფიციარი ჯანმერთლობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მედიკამენტების თანხის ლიმიტი წელიწადში 800 ლარს შეადგენს.გაიცემა ორჯერადად 400-400 ლარის ოდენობით.

    • ონკოლოგიურ პაციენტთა დახმარების პროგრამა -
    ა) ონკოლოგიური ავადმყოფების სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, ამ მკურნალობის შედეგად განვითარებული დაავადებების მკურნალობის დაფინანსება განისაზღვრება მოთხოვილი თანხის 80%-ით, არაუმეტეს 1500 ლარისა (2000 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე). ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ქიმიოთერაპიის 500 ლარამდე მოთხოვნილი თანხის დაფინანსდება განისაზღვრება სრულად ან და ლიმიტის ამოწურვამდე, თუ ონკოლოგიური ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდის მოცულობა 3000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 3000 ლარს აჭარბებს, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 4000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 2000 ლარის ოდენობით, თუ თანაგადახდის მოცულობა ბენეფიციარის მხრიდან 5000 ლარს აჭარბებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად 3000 ლარის ოდენობით;
    ბ) სხვა სიმსივნული დაავადების მქონე პირების სამედიცინო დახმარების გაწევა განისაზღვრება დაუფინანსებელი თანხის 50 % ით არაუმეტეს 800 ლარისა; სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება თანხის 50% არაუმეტის 500 ლარისა;
    გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული ან სხვა გამოკვლევები მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის დაფინანსდება 1200 ლარამდე თანხით ლიმიტის ამოწურვამდე. (საჭიროებისამებრ ერთჯერადად ან მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე).

    • ელექტრო ენერგიის და გაზის გადასახადის დაფინანსების პროგრამა -
    ა) სოციალურად დაუცველი (100 001 სარიტინგო ქულა) ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის ღირებულების დაფარვა განხორციელდება ყოველთვურად, დახმარების მისაღებად მოქალაქე განცხადებით მომართვის დროს ირჩევს დახმარების ტიპს.
    ა.ა) მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება - 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
    ა. ბ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 და მეტ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
    ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახებს ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება– თვეში 10 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
    ა.დ) რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახები დაფინანსდება - 10 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
    ა.ე) მრავალშვილიანი ოჯახების, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და აქედან 2 მაინც არის არასრულწლოვანი, ელექტროენერგიის ან გაზის გადასახადი დაუფინანსდება 15 ლარის ოდენობით სარეიტინგო ქულა 100 000-ის ჩათვლით.
    ა.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახებს გაზის ან ელექტრო ენერგიის ღირებულება დაუფინანსდებათ (სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000--ის ჩათვლით) თვეში 10 ლარის ოდენობით.

    • მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა - სტიქიით ან სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე, მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის და ძალადობის ან/და ტრეფიკინგის მხვერპლთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში ბინის ქირით უზრუნველყოფა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, ბინის ქირის უზრუნველყოფა ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ ორი ან ორზე მეტი შშმ პირი. დახმარება განისაზღვრება თითოეულ კატეგორიაზე 105.27 ლარით. ქირით უზრუნველყოფა მარტოხელა სტატუსის მქონე პირთათვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ძალადობის ან ტრეფიკინგის მხვერპლთათვის გაიცემა ექვსი თვის განმავლობაში.

    • წითელი ჯვრის დაფინანსების პროგრამა - წითელი ჯვრის საგარეჯოს ფილიალი ,,ინტეგრირებულ საქმიანობათა ცენტრის" ბაზაზე აქტიურად ახორციელებს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, განსაკუთრებული საჭიროებებისა და იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურ მხარდაჭერასა და კატასტროფების რისკის შემცირების შესაძლებლობების გაზრდაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანული თემის უნარიანობის ამაღლებაზე ორიენტირებულ საქმიანობებს. იგი ასევე მუშაობს ახალგაზრდების გაძლიერების და მოხალისეთა ინიციციატივების განვითარების მიმართულებით. ფილიალში დასაქმებულია 1 ქალბატონი, რომელიც მოხალისეების დახმარებით ახორციელებს საქმიანობას.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://sagarejo.gov.ge/

  • სიღნაღის მუნიციპალიტეტი
    • სოციალური პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 00) - პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა), დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას;

    • მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04 01) - მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარების, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა, ფულადი დახმარება;

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://signagi.gov.ge/

  • ყვარელის მუნიციპალიტეტი
    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება - ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ პროგრამაში დადგენილი წესის გათვალისწინებით უზრუნველყოფს შემდეგ სოციალურ პროგრამებს: სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება შესაბამისი პროცენტული თანაფარდობით; მედიკამენტების შესაძენი თანხით დაფინანსება 150 ლარის ოდენობით, ხოლო ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება მედიკამენტებით 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი ფინანსური დახმარება მაქსიმალური 100 (ასი ლარის) ოდენობით. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება 150 ლარი ყოველ თვეში, ბცდ და ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა დაფინანსება წელიწადში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, იშვიათი, თანდაყოლილი მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა), დაავადებულ ბავშვთა დაფინანსება წელიწადში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, 18 წლამდე ასაკის დაუნის სინდრომის, 7 წლამდე ასაკის, ბავშვთა ადრეული განვითარების შეფერხების და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის თანადაფინანსება წლიური 700 (შვიდასი) ლარი. ელექტროენერგიის საფასურის თანაგადახდა დევნილებს, მარტოხელა მშობლებსა და ომის ვეტერანებს ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით. უსახლკაროთა ბინის ქირის პროგრამა-თვეში მაქსიმუმ 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით. მიმდინარე წელს ამ პროგრამებით ისარგებლებს 2000-ზე მეტი ბენეფიციარი. აქედანვე ხდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და უპატრონო მიცვალებულების სარიტუალო მომსახურება 200 ლარის ოდენობით.
    აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ხდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის „საქმიანობათა ცენტრი ყვარელში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის" თანადაფინანსება წლის განმავლობაში 54,2 ათასი ლარით.

    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://kvareli.gov.ge/

Made on
Tilda