აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
  • თვითმმართველი ქალაქი ბათუმი
    • ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია (პროგრამული კოდი 06 01 02) - ქ. ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია; 25 დან 30 წლამდე ასაკის ქალებისათვის სარძევე ჯირკვლის ელასტოგრაფია; ქ. ბათუმში რეგისტრირებული ქალებისათვის ონკო-მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიებით. ფილტვის კიბოს სქრინინგი.
    • ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 01 06) - ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ქ. ბათუმში რეგისტირებულ ახალშობილთა მეორადი (საჭიროების შემთხვევაში) სქრინინგი მუკოვისციდოზზე; ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა; ქ. ბათუმში რეგისტრირებული 2-დან 10 წლამდე ასაკის სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია; ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება. ბავშვთა მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია.
    • ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 07) - მოიცავს: ქ. ბათუმში რეგისტრირებული ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება; ლეიკემიით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარება.
    • მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) - ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება; ძვლის ტვინის გადანერგვის საჭიროების მქონე პირთა დახმარება; გეგმიური გულის ან/და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიის დაფინანსება; მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კვლევების დაფინანსება; ანგიოგრაფიის დაფინანსება; ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება.
    • სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) - პროგრამის მიზანია საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მუნიციპალურ და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
      პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:
      - კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
      - მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა;
      - მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება;
      - მზრუნველობას მოკლებულ ბენეფიციართა მოვლა-პატრონობა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
      - მუნიციპალური უფასო სასადილო;
      - დროებითი ღამის თავშესაფარი;
      საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა;
      - მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისათვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა.
    • მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) - სადღესასწაულო დღეებში მატერიალური დახმარების გაწევა: შვილის შეძენასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა (800 ლარი);
    ვეტერანთა (ომის მონაწილე) და სოციალურად დაუცველ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში მათ ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა (500 ლარი); გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი (0-70000 ქულის მქონე) პირი; ეტლით მოსარგებლე შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების სატრანსპორტო ხარჯების სუბსიდირება;
    სსიპ ქ. ბათუმის #13 და #17 საჯარო სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის ტრანსპორტით უზრუნველყოფის სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, უდედმამო ბავშვებისა და მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა: 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სამშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 100 ლარის ოდენობით; 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 120 ლარის ოდენობით; 0-70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 180 ლარის ოდენობით; ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 150 ლარის ოდენობით უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება 300 ლარის ოდენობით; 30 წლის ასაკის ჩათვლით შშ მქონე მოვლის საჭიროების მქონე პირთა მატერიალური დახმარება (60 ლარი); ქ. ბათუმში რეგისტრირებულ ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციართათვის მატერიალური დახმარება (ყოველთვიური 300 ლარი);
    მარტოხელა მშობლების (პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად) ყოველთვიური დახმარება 60 ლარის ოდენობით;
    მარტოხელა მშობლების (პირი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ) ყოველთვიური დახმარება 120 ლარის ოდენობით;
    სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე) ყოველ ერთ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა (90 ლარი);
    სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-100000 ქულის მქონე) ყოველი ერთი წლიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვზე ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა (50 ლარი);
    18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით რეინტეგრირებული ოჯახებისათვის (საჭიროებიდან გამომდინარე) ბინის ქირით უზრუნველყოფა 300 ლარის ოდენობით;
    0-30001-მდე ქ. ბათუმის სარეიტინგო ქულების მქონე ოჯახების კომუნალური გადასახადების სუბსიდირება (იანვარი-მარტი, ნოემბერ-დეკემბერი) (30 ლარი ყოველთვიურად).

    • დროებითი ღამის თავშესაფარი (პროგრამული კოდი 06 02 06) - დროებითი ღამის თავშესაფრის ადმინისტრირება და მართვა; ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება; საკვები პროდუქტების შესყიდვა; მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლება.
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://batumi.ge/ge/

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი
      მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა - ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მოწყვლადი ოჯახებისათვის - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; მარტოხელა მშობლებo და მათ შვილები; მარტოხელა ასაკით პენსიონერები - რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის ჩატარებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
      ქვეპროგრამის ბენეფიციარები, რომლებიც საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას წელიწადში ერთხელ ოჯახზე მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას მედიკამენტების ვაუჩერის სახით. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმპირი/ ვეტერანი მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი.

      სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარაებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახებზე მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ხორციელდებოდა დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირის უზრუნველსაყოფად მატერიალური დახმარება. 2021 წლის შემოდგომაზე მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, მნიშვნელოვნად გაზარდა ქირის მიმღები ოჯახების რაოდენობა და საჭირო გახდა მიზნობრივი პროგრამის შემუშავება. წინამდებარე ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი უსაფრთხო თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით ფინანსურ დახმარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში (ბინის ქირის ასანაზრაურებლად) კომპენსაციის მიღების უფლება აქვს:
      ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში გააჩნია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიური პროცესის ზონაში მოხვედრილი საცხოვრებელი სახლი, რომლის ნაწილი ან მთლიანად დანგრეულია ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ზღვის , წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლს ზვავი და სხვა) და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას და არგააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი.
      ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, რომლის ფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ზღვის , წყლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლს ზვავი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას და არგააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი.
      ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, რომლის ფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი იმყოფება სტიქიური მოვლენების ზონაში, არგააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული დასკვნის საფუძველზე ექვემდებარება დროებით გაყვანას უსაფრთხო ადგილას, საცხოვრებელი სახლების შედგომი ექსპლუატაციის მიზნით, სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე.
      ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი დაიწვა მთლიანად ან/და ნაწილობრივ სხვადასხვა მიზეზით, მასში ცხოვრება შეუძლებელია და არგააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი.
      ალტერნატული თავშესაფარად არ ჩაითვლება:
      ალტერნატიული ქონება, რომელიც მდებარეობს მაღალმთიან საკურორტო ზონაში (გომისმთა, ბახმარო, ბეშუმი) და 2) ალტერნატიულ საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც არის/იყო ქორწინების შედეგად შემატებული წევრის თანასაკუთრება ქორწინებამდე, არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას მოქალაქეებისთვის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების" ქვეპროგრამით სარგებლობისას.

      მარტოხელა მშობლების ყოველთვიური მატერიალური დახმარება - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 200 001-მდე ქულის მქონე მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარებას თითოეულ ბავშვზე (სავარაუდოდ 30 ბენეფიციარი) თვეში 100 ლარის ოდენობით, მათთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ელემენტარული სახსრები რაც ესაჭიროებათ ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის.

      მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას (35 ოჯახზე) 1000 ლარის ოდენობით, ქვეპროგრამაში გათვალისწინებული იქნება ის ოჯახებიც, რომელთა შვილებსაც 2023 წელს შეუსრულდება 18 წელი. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები), რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულით ერთჯერადად მატერიალურ დახმარებას (60 ოჯახზე) 500 ლარის ოდენობით.

      მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა - სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. სოციალური ასპექტების გათვალისწინებით პროგრამების ძირითადი განმახორციელებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
      მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის, ხშირ შემთხვევაში, შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური სუბსიდიაა, რომელიც მხოლოდ აუცილებელ მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს. რაც შეეხება სიძველისაგან ამორტიზირებული სახლების მოვლა-პატრონობასა და გამაგრებას, მათი შემოსავლები მეტად მწირია, რომ ასეთი სამუშაოები ჩაატარონ. ზოგ შემთხვევაში ასეთი ამორტიზირებული სახლები ინგრევა და ოჯახი თავშესაფრის გარეშე რჩება. შესაძლებელია ვიღაცის სიცოცხლეც კი შეიწიროს.
      ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს უკიდურესად მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზირებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენას და მასში ცხოვრება მოსახლეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია, საცხოვრებელი პირობების მოგვარებაში, რათა ოჯახებს მიეცეს პრობლემის შემსუბუქების და სოციალური ფუნქციონირების ამაღლების პერსპექტივა.
      აღნიშნულის გათვალისწინებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებულ იქნა „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა" ქვეპროგრამა.
      ქვეპროგრამა ითვალისწინებს მოწყვლადი ოჯახებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით, რომელთა საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, არ ექვემდებარება აღდგენა-რეაბილიტაციას, მცირე ფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, (სავარაუდოდ, 12 სახლის) მუნიციპალიტეტის მერიის „მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის" ქვეპროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისიის მიერ-მოწონებული-პროექტით-და-გადაწყვეტილებით. ე.წ. „ მცირეფართიანი საცხოვრებელისახლის მშენებლობის პროექტის" ფარგლებში ოჯახები, რომელთა წევრების რაოდენობა არ აღემატება 5-ს, დაკმაყოფილდება 51,5 კვ.მ. ფართის, ხოლო 6 და მეტ წევრიანი ოჯახები 59,9 კვ. მ. ფართის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლით.
      ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაკმაყოფილდება სტიქიური მოვლენების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადიგრუნტი და სხვა.) შედეგად დაზარალებული ოჯახები.
      დახმარების მიღების წესი:
      საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.
      (ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პრაქტიკის გათვალისწინებით, საჭიროებებისპრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნითსოციალური კრიტერიუმები და მათი შესაბამისი ქულები აღებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებიდან).
      კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც ოჯახების საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის განსაზღვრისათვის. ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი მცირეფასიანი საცხოვრებელისახლის მშენებლობის პროექტში ჩართვისპროცესში.

      დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - http://kobuleti.gov.ge/
    • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
      • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
      მიზნობრივი პროგრამა ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა" 200 ლარი მომსახურეობა ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერით.

      • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
      მიზნობრივი პროგრამა ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" პროგრამით სარგებლობა შეუძლია შშმ პირებს, ომის ვეტერანებს, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლ პირებს, 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. სტატუსის და სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები ფინასდებიან დარჩენილი თანხის 80% არაუმეტეს 900 ლარისა, ხოლო ქულის არმქონე ბენეფიციარები 60% არაუმეტეს 600 ლარისა.


      წყარო
    • შუახევის მუნიციპალიტეტი
    უფასო მგზავრობა


    სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
    ქალთა ოთახი

    ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    „ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

    „ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

    ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

    ► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

    ► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

    ► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

    ► კერძო სექტორი.


    ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

    ► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

    ► საკონსულტაციო სერვისით;

    ► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

    ► ბიბლიოთეკით;

    ► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
    Made on
    Tilda