სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს!
საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად: ლოტი 1: იწვევს სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, საპროექტო განცხადებების წარსადგენად. საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მკაფიო მიზნები საკუთარი იდეების რეალიზებისთვის და შემოსავლების მისაღებად; ლოტი 2: იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ შშმ პირთა საკითხებზე და მკაფიოდ აქვთ წარმოდგენილი მათ წინაშე მდგარი პრობლემები, მათი მოგვარების გზები;
Made on
Tilda