ფსიქოლოგის რჩევები
5 იდეა ოჯახის სიმყარისთვის
  • 1. შექმენით რიტუალები
    მაგალითად, ვახშამი საერთო მაგიდასთან, რაიმე საოჯახო თარიღის აღნიშვნა, ერთად დასვენება, გასეირნება ან პიკნიკი... რიტუალები აერთიანებს ოჯახს, ერთმანეთის სიყვარულსა და იმედს ამყარებს.
  • 2. უთხარით ერთმანეთს კომპლიმენტები
    ბევრჯერ გითქვამთ, რომ ყოჩაღია, რაღაც კარგად გააკეთა. რა საჭიროა გამეორება? მაგრამ ჩვენც ხომ გვსიამოვნებს, როცა გვაქებენ!
    არ დაიზაროთ და ხშირად შეაქეთ საყვარელი ადამიანი. ეს მას არასოდეს მობეზრდება.

  • 3. მოაწყვეთ დღესასწაულები
    რა საჭიროა კალენდარული დღესასწაულების ლოდინი, თუ რაღაც განსაკუთრებულის, თქვენი საზეიმო დღის მოფიქრება შეგიძლიათ? მაგალითად, პირველი შეხვედრის ან ქორწილის დღე? ასეთი დღესასწაულები ყოფითი პრობლემებისგან გათავისუფლების შეგრძნებას გჩუქნით.
  • 4. ერთად აკეთეთ რაიმე
    რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ პიცა, ან მაღაზიაში იყიდოთ ტორტი, მაგრამ თუკი მთელი ოჯახი ერთად გააკეთებთ, არა მარტო გემრიელად მიირთმევთ, დროსაც მხიარულად გაატარებთ.
    იფიქრეთ ისეთ საქმეებზე, რომელთა კეთება ერთნაირად გაახალისებს დიდებსაც და პატარებსაც.

  • 5. მიიღეთ სტუმრები
    სტუმრის მოსვლისთვის მთელი ოჯახი თავისი ძალების მობილიზებას ახდენს. სტუმრები რომ გეყოლებათ, ეს უკვე სადღესასწაულოდ განგაწყობთ. სტუმრების მიღება არის ერთობლივი აქცია, რომელიც მთელ ოჯახს აერთიანებს.
მასალა მოამზადა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა - მანანა გოცირიძემ,
რომელიც ეყრდნობა ამერიკელი ფსიქოლოგის - სტივენ იანგის ლექციის ჩანაწერს
(2012 წლის ივლისი)