ქალთა ფონდი „სოხუმის" სწრაფი მოკვლევის ანგარიში
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის" სწრაფი მოკვლევის ანგარიშს: „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიები: საუკეთესო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები". დოკუმენტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაძლიერებლად უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და დღეს არსებული კომისიების ინსტიტუციური შესაძლებლობების, მათი მიღწევების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შეფასება.