ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა
დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება.