ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერა
"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო პროგრამას "ქალთა უფლებების დაცვა და ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერა", რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
საგრანტო კონკურსი მიმართულია იმ ფემინისტური და ქალთა ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვასა და სისტემური ცვლილების გამოწვევაზე მუშაობენ საქართველოს რეგიონებში.
პროგრამის თემატური მიმართულებებია:
- ადვოკატირებისა და ლობირების გზით რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ქალთა მობილიზება;
- ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი/დაფარული ფორმების გამოვლენა და პრევენცია;
- ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა (სოციალურ, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, თუ სხვა საკითხებზე);
- ფემინისტი აქტივისტებისა და ქალი უფლებადამცველების ჯგუფებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი სივრცის შექმნა, ქალთა ემოციური და მენტალური კეთილდღეობისადმი მიმართული ღონისძიებები.