03.07.2023
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე. კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს სისტემატიზებული თეორიული მასალა და პრაქტიკული მაგალითები მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ მსოფლიოში და საქართველოში არსებულ გამოცდილების შესახებ.