ისტორია N15
„სოხუმის" კალთაში
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





7 თვის ფეხმძიმედ იყო. შეყვარებული გოგო, რომელიც აფხაზ ბიჭს გაყვა ცოლად. მისი წინაპარი აფხაზური ანბანის შემქმნელი ყოფილა. ამაყობდნენ ამას და აფხაზობას. ქმრის დედას და დას არასდროს უნდოდათ ქართველი რძალი. ესეც იცოდა. იცოდა, მაგრამ ქმართან სიყვარული კმაროდა.

ერთ სევდიან დღეს, ამბავი მოუტანეს - მომავალი შვილის მამა ავტოკატასტროფაში მოხვდა. ბიჭვინთაში მანაქანა გადავარდა და ტურისტებთან ერთად ჩაიყოლა. სოფო მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა..

7 თვის ფეხმძიმედ იყო.

დედამ აფხაზეთის ექიმებს არ ანდო და სამეგრელოში გადმოიყვანა. ზუგდიდის საავადმყოფოში იწვა 10 დღე - შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

-სასწაული ქნეს ქართველმა ექიმებმა. თავზე მევლებოდნენ, მეფერებოდნენ, მაიმედებდნენ. საკეისროს ვითხოვდი. არაო. ბავშვისთვის დედის საშვილოსნოზე უკეთესი ინკუბატორი არ არსებობსო და ჰამაკში ჩაწოლით 9 თვემდე თავის გატანა მირჩიეს. ასეც ვქენი. ელიზაბეტის დაბადებამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკეს, მომიკითხეს. ფული არ აიღეს. ანგელოზები არიან დღესაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის.

მაგრამ შვილის გაზრდა გალში ვერ შეძლეს. არც ფინანსები ქონდათ, არც დამხმარე ყავდათ. ხშირად ვფიქრობდი თირკმელები ამომეღოო - იხსენებს სოფო. ქმრის ოჯახი ბავშვის წაყვანას ითხოვდა დედისგან და ამ შემთხვევაში იზრუნებდნენ ელიზაბეტზე. არ უნდოდათ ქართველი რძალი ოჯახის წევრად.

სოფომ გარისკა და სამსახური იპოვა გაგრაში. მიმტანადაც მუშაობდა, საკონდიტროშიც. პროფესია ქონდა. ფილოლოგი იყო, მაგრამ ვის ჭირდებოდა იქ მისი პროფესია. ზაფხულში ტურისტების სეზონზე რესტორნებს კარგი შემოსავალი ქონდათ და იქ ათენებდა დღეს და ღამეს. მაგრამ ხან ქმრის ოჯახის წევრები და მათგან მოგზავნილი ადამიანები ესხმოდნენ თავს, ავიწროვებდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და ხან სხვა ეროვნების თანამშრომლები. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მთლად აუტანელი გახდა რომელიმე სოციალურ წრეში ყოფნა ქართველი გოგოსთვის.

-ერთ ღამესაც, ავიღეთ ჩვენი ხელბარგი და გამოვიპარეთ. მე , ჩემი შვილი და დედაჩემი, რომელსაც საკუთარი დედის საფლავის დატოვება არაფრით არ უნდოდა, მაგრამ შეგვჭამა მტრობამ და ზიზღმა. თანაც, იქ ხო პოლიცია არ პოლიციობს, იქ მგლური კანონია. სახელმწიფოს იმედი ვერ გექნება. იმდენი ფული კი მქონდა დაგროვილი საკონდიტროში მუშაობით, რომ ერთი თვე მშიერი არ დავიხოცებოდით. სად იყო აფხაზეთში ჩვენი დამხმარე ან ფონდი, ან ორგანიზაცია? ეს თქვენთან გავიგე. როცა ზუგდიდში მითხრეს ქალთა ფონდ „სოხუმის" შესახებ, ჟრუანტელმა დამიარა სახელის გაგონებაზე. და მერე სარეაბილიტაციო სახლში წამოსვლაც სწორედ თქვენი სახელით შემომთავაზეს. ჩემზე ბედნიერი ქალი არ მგონია ახლა!

სოფოსთან ეს ინტერვიუ ქუთაისში ყოფნის დროს ჩავწერე. როცა ქალთა ფონდ „სოხუმის" სარეაბილიტაციო სახლში ცხოვრობდა და აღფრთოვანებისგან გაოცებას ვერ მალავდა მის ელიზაბეტთან ერთად.

-აქ დედოფლად ვიგრძენი თავი. ასეთი სიზმარშიც არ მქონდა ნანახი, არც კომფორტი, არც მზრუნველობა, არც ადამიანური პატივისცემა ყველასგან. იცით როგორ ვცხოვრობთ? აი, ქალბატონი ია, ჩვენი უგანათლებულესი დიასახლისი რომ „გვემსახურება" და გვირჩევს - ცხელი კომპოტი გვირჩევნია, თუ თბილი.. სიტყვები არ მყოფნის. ფონდი „სოხუმი"-ს კალთაში თავიდან ერთად დავიბადეთ მე და ჩემი შვილი. იმხელა ძალა მოგვეცით, აქედან რომ გავალ, ასე მგონია მთებს გადავდგამ!

სოფომ დაასრულა ჩვენი სარეაბილიტაციო კურსი და სამეგრელოში დაბრუნდა, სადაც დედა ელოდა. ბედნიერი, გაჯანსაღებული, იმედიანი და გაახალგაზრდავებული ემოციებისგან, ახლა ახალ სამსახურს დაიწყებს, მუსიკალურ სკოლაში, კულტურულ სივრცეში, ქართველებს შორის, უსაფრთხოდ და მის შვილსაც ქართულ განათლებას მისცემს, რომ საბოლოოდ მტკიცე, ძლიერი და ბედნიერი გოგო გაზარდოს აფხაზურ-ქართული გენით, რომელიც როდესმე, იქნებ სამშვიდობო პოლიტიკის ლიდერიც გახდეს და დედის ოცნებაც აასრულოს.

წარმატების ისტორიები
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"
Made on
Tilda