იმერეთის მხარე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ქვეპროგრამის განხორციელების ვადის ამოწურვამდე, არაუმეტეს ერთი წლისა გაეწევათ დახმარება 200 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

,,მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ისარგებლოს წელიწადში ერთჯერ, 200 ლარის ფარგლებში.


წყარო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

ბინის ქირით კმაყოფილდებიან ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. ბინის ქირად განისაზღვრება არაუმეტეს 150 ლარი ყოველთვიურად. პროგრამის ხანგძლივობა განსაზღვრული არ არის;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

ერთჯერადი ფულადი დახმარებები განსაზღვრულია ძალადობის მსხვერპლი პირებისათვის, ექიმთან კონსულტაციის და წინასწარი კვლევებისათვის;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

კვლევების დაფინანსებისა და ექიმთან კონსულტაციისთვის წელიწადში ერთხელ ძალადობის მსხვერპლ პირებს გამოეყოფათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი.

წყარო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
სოციალურად დაუცველი და სხვა განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეების ბინის ქირით უზრუნველყოფა თვეში 100 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების/თანადაფინანსების სერვისი 100- 400 ლარის ფარგლებში;

მოწყვლადი ოჯახების ფინანსური დახმარება:
ა) ბავშვთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა, რომელიც მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე - 200 ლარი.
ბ) ქალთა და მამაკაცთა მიმართ გამოვლენილი ძალადობა. ოჯახის წევრებს შორის გამოვლენილი ძალადობა - 200 ლარი.

წყარო
ხონის მუნიციპალიტეტი


  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ხონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლის 6 თვით ბინის ქირით უზრუნველყოფას, თვეში 100 ლარის ოდენობით.
  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამით (ერთჯერადად 100 ლარი) ხონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 65 000 დან 90 000-მდე.
  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
ხონის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყველა ონკოპაციენტი, განურჩევლად სტატუსისა, სარგებლობს მედიკამენტების თანადაფინანსების პროგრამით (წელიწადში 1200 ლარი).

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ხონის ჯანდაცვის თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობს ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა, ერთჯერადად, მინიმუმ 150 ლარი; თანხა იზრდება სარეიტინგო ქულების მიხედვით.

წყარო
ვანის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ქ.ვანის ტერიტორიაზე 120 ლარი, სოფლების ტერიტორიაზე 80-100 ლარი. პროგრამა 6 თვეზეა გათვლილი;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას იმ მსხვერპლთათვის, რომლთა სტატუსი განსაზღვრულია, ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
მუნიციპალიტეტს არ გააჩნია სერვისი, მაგრამ ფიქსირდება მერის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადად მედიკამენტებისათვის საჭირო თანხის ( 300დან - 1000 ლარამდე) გაცემის პრაქტიკა.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
მუნიციპალიტეტს აქვს სამედიცინო დახმარების პროგრამა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმაც.

წყარო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი


  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთათვის - პროგრამის ხანგრძლივობა არ არის განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული ბენეფიციარების საჭიროება;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
წლის განმავლობაში არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
ონკოლოგიური დაავადების მქონე მსხვერპლთათვის - 300 ლ ყოველწლიურად, პრაბერველით დაავადებულთათვის - 500 ლ ყოველწლირად, ფენილკეტოლორითა და ცელიაკიით დაავადებულთათვის - 1500 ლ ყოველწლიურად, დანარჩენ ძალადობის მსხვერპლთათვის - 100ლ;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ოდენობა დამოკიდებულია ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობაზე. მაქსიმალური თანხა შეადგენს 1300 ლარს.

  • ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების ხელშეწყობა
ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მიმართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე.

აღნიშნული ქვეპროგრამიდან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს. გასაცემი თანხის ზუსტ ოდენობას განსაზღვრავს ,,სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისია".

წყარო
თერჯოლის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფა, თვეში – არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მძიმე ჯანმრთელობისა და სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე მედიკამენტებით დახმარება;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.


წყარო
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

მუნიციპალიტეტს აქვს სამკურნალო საოპერაციო და სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების თანადაფინანსება პროგრამა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმაც.

წყარო
საჩხერის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 8 აგვისტოს №01-177/ო ბრძანებით განსაზღვრულ მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად მედიკამენტების ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარისა, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს ზემოაღნიშნული მედიკამენტების გარდა სხვა მედიკამენტებს, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 50 ლარამდე თანხის ოდენობით.

ა) მოქალაქეები, რომლებიც თირკმლის უკმარისობის გამო, გადიან დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეს 150 ლარის ოდენობით. თანხა ირიცხება ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.

ბ) ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეები, არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ა) მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროებათ გეგმიური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემათ 2000 (ორი ათასი) ლარამდე ერთჯერადად; ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 3000 (სამიათასი) ლარამდე თანხის ოდენობით, თანხა ირიცხება შესაბამისი დაწესებულებიდან მომსახურეობის საბუთის წარმოდგენის შემდგომ ამავე დაწესებულების ანგარიშზე.

ბ)მოქალაქეები, რომლებსაც ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის კვლევა მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე თანხის ოდენობით, ხოლო მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (100001 ნაკლები ქულის მქონე პირი), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და ვეტერანის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე თანხის ოდენობით. ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით;

გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს (გარდა იმ პირისა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000).

წყარო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (აღნიშნული ბენეფიტის შემთხვევაში თანხა ჩაერიცხება ფართის მესაკუთრეს, თვეში არაუმეტეს 100 ლარისა არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში);

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით;


წყარო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სატატუსის მქონე პირთა დახმარება

პროგრამით ისარგებლებს:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სტატუსის მქონე პირი.
1.1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
გ) შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად).
1.2. ფულადი დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ზუგდიდის მუნიციპალური სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის პროგრამების ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთათვის ხორციელდება ბინის ქირით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (კომისიის გადაწყვეტილებით);

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის პროგრამების ფარგლებში, გააჩნია ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 100დან 800 ლარამდე ფულად მხარდაჭერას, შესაბამისი კომისიიის გადაწყვეტილებით;

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გააჩნია ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი (2019 წლიდან), ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მერია ოჯახში/ქალთა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს (5000ლ წელიწადში);
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019 წელს შეიქმნა, საქართველოში პირველად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათაშორისი კომისია.

წყარო
თვითმმართველი ქალაქი ფოთი

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები - „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ - ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა - დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, 6 თვის ვადით – არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
აბაშის მუნიციალიტეტი

თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა - პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევის და სხვა გარემოებების გამო დაინგარა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ასევე პირები, რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
სენაკის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ბინის ქირის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევათ ფინანსური დახმარება, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
მოქალაქეზე, რომლის უფლებები დაირღვა და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა)სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიცემა ერთჯერადად 300 ლარი. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
იმ შემთხვვაში, როცა ძალადობის მსხვერპლი არის სოციალურად დაუცველი მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის ფარგლებში. სოციალურად დაუცველი მდიკამენტების დაფინანსება ხორციელდება 70 ლარის ფარგლებში, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია 100 ლარის ფარგლებში.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის თანადაფინანსება ბენეფიციარებს, დახმარება გაეწევათ გადასახდელი თანხის 50 %-ით.


წყარო
მარტვილის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ყოველთვიური დახმარება 50-100 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
მედიკამენტების დაფინანსება 200 ლარის ჩათვლით 100%-ით, წელიწადში 2 ჯერ (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა);

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
სამედიცინო დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, იგულისხმება დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის) თანადაფინასნსება (არ დაფინანსდება აყვანილი ექიმი და vip პალატა):
ა)0-დან 250ლარის ჩათვლით -100%-ით სოციალურად დაუცველ ოჯახზე(ს/ქ 0-დან 70 000 ჩათვლით);
ბ) 250 – 5 000 ლარის ჩათვლით – 40%-ით;
გ) 5 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით – 2500 ლარით;
დ) 10000 ლარზე მეტი – 3 000 ლარით:

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს ეხმარება სამსახურის მოძიებაში.

წყარო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

წყარო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა 100 ლარის ოდენობით.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება ყოველთვიურად 200 ლარის ოდებობით სტატუსის მოხსნამდე.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
აღნიშნული პროგრამით ჩვეულებრივ შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ძალადობის მსხვერპლმა.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
აღნიშნული პროგრამით შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტის ნებისმიერმა მოქალაქემ მათ შორის ძალადობის მსხვერპლმა.

წყარო
ხობის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

ოჯახში ძალადობის მსხვეპრლის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი დახმარება 300 (სამასი) ლარი.


წყარო
გურიის მხარე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებისთვის ბინის ქირის უზრუნველყოფა.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა 500 ლარის ოდენობით წელიწადში;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადი 100 ლარით დახმარება;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს (ერთჯერადად) სამედიცინო კვლევა დაუფინანსდებათ 170 ლარის ფარგლებში;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
ყოველწლიურად იმართება მეწარმე ქალთა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ვორკშოფები, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციებსა და საკუთარ გამოცდილებებს.

წყარო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
ძალადობის მსხვერპლი ბენეფიციარებისთვის ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 150 ლარისა;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ბენეფიციართათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ლარამდე ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაში არსებულ ძალადობის მსხვერპლ ქალებისათვის ერთჯერადი დახმარება მედიკამენტების შესაძენად - არაუმეტეს 150 ლარი;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაში არსებულ ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის სამკურნალო/საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსება - სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა წლის განმავლობაში.

წყარო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პრაქტიკა - ყოველთვიური ბინის ქირის გადახდა 130 ლარის ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
თითოეულ ბენეფიციარს, დადგენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 1500 ლარამდე ოდენობით;

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
კონკრეტულად ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი არ აქვთ, თუმცა მათ შეუძლიათ მიმართონ ჩოხატაურის მერიას და ისარგებლონ მუნიციპალიტეტის საერთო პროგრამით მედიკამენეტების შეძენის დახმარებით.

  • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის ცალკე სერვისი არ აქვთ, მაგრამ მათ შეუძლიათ მიმართონ ჩოხატაურის მერიას და ისარგებლონ მუნიციპალიტეტის საერთო პროგრამით სამედიცინო მომსახურების დახმარებით.

წყარო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
თვითმმართველი ქალაქი ბათუმი

ქ. ბათუმში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ძალადობის მსხვერპლ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება.

წყარო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
    ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

    პრაქტიკის მიხედვით, გენდერული თანასწორობის საბჭოს შუამდგომლობით, ძალადობის მსხვერპლი, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირის უზრუნველსაყოფად, იღებს მატერიალურ დახმარებას.


    წყარო
    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    მიზნობრივი პროგრამა ,,მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა" 200 ლარი მომსახურეობა ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერით.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    მიზნობრივი პროგრამა ,,სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარება" პროგრამით სარგებლობა შეუძლია შშმ პირებს, ომის ვეტერანებს, ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლ პირებს, 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს. სტატუსის და სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები ფინასდებიან დარჩენილი თანხის 80% არაუმეტეს 900 ლარისა, ხოლო ქულის არმქონე ბენეფიციარები 60% არაუმეტეს 600 ლარისა.


    წყარო
    შუახევის მუნიციპალიტეტი

    შეამციროს ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობის გამწვავების სიხშირე; შეამციროს ძალადობრივი ქცევის (საკუთარი თავის მიმართ ან ირგვლივმყოფების მიმართ) რისკი; შეამციროს სტაციონირების სიხშირე. ხელი შეუწყოს ხანგრძლივი რემისიისა და სტაბილიზაციის პერიოდის შენარჩუნებას; ოჯახისა და პაციენტის ფსიქოგანათლებითა და მათთან თერაპიული ურთიერთობის დამყარებით ხელი შეუწყოს პაციენტის ინსაიტის გაზრდას, რაც პაციენტის მობილური გუნდიდან ამბულატორიულ სერვისში გადასვლას უზრუნველყოფს. ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიწოდების უზრუნველყოფას.

    წყარო
    უფასო მგზავრობა


    სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
    ქალთა ოთახი

    ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

    „ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

    „ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

    ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

    ► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

    ► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

    ► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

    ► კერძო სექტორი.


    ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

    ► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

    ► საკონსულტაციო სერვისით;

    ► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

    ► ბიბლიოთეკით;

    ► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
    კახეთის მხარე
    თელავის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    ბინის ქირის თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მიერ მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით საჭიროებიდან გამომდინარე ხანგრძლივობით.


    წყარო
    გურჯაანის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

    ძალადობის მსხვერპლთა საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადის თანადაფინანსება თვეში 100 ლარის ოდენობით;


    წყარო
    ახმეტის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პრაქტიკა - 4 თვის გამავლობაში, თანხა არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
    ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა წელიწადში 1500 ლარის ოდენობით;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ, თუშეთში მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთათვის საჭირო პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა არა უმეტეს 1000 ლარის ფარგლებში წელიწადში;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია მათ მოქალაქეებს ეხმარება სამსახურის მოძიებაში, პროფესიულ გადამზადებაში და ასწავლის პროექტების წერას.

    წყარო
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

    უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანძარისა და მეწყერისაგან დაზარალებული, ასევე საცხოვრებლად უვარგისი სახლების მქონე ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ბენეფიციართათვის ბინის ქირის გადახდა თვეში არაუმეტეს 150 ლარისა. ამავე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ძალადობის მსხვერპლ ქალთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

    ძალადობის მსხვერპლი, რომელიც იქნება ონკოლოგიური პაციენტიც მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს მედიკამენტური მკურნალობით - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წელიწადში ერთხელ.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    სამედიცინო კვლევის/კონსულტაციის დაფინანსებით სარგებლობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია. თანხა 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, წელიწაში ერთხელ.


    წყარო
    საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

    რეინტეგრირებული ოჯახების ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა - პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

    წყარო
    მცხეთა-მთიანეთის მხარე
    მცხეთის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი

    თავშესაფრის არმქონე პირების ქირით უზრუნველყოფა - ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარით და პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    მოქმედებს, მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური პროგარამა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე.

    წყარო
    დუშეთის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

    მედიკამენტების შესაძენად დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე, ნებისმიერ ბენეფიციარს ერიცხება აფთიაქში გადასახდელად თანხა მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით, მათ შორის შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლიც.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    გამოკვლევების დაფინანსებისას, ცალკე კრიტერიუმად არ არის წარმოდგენილი ძალადობის მსვერპლის სტატუსი, მათ ყველა სბენეფიციარებთან ერთად შეუძლიათ აღნიშნული სერვისის მიღება.


    წყარო
    ონის მუნიციპალიტეტი
    არ გააჩნიათ არანაირი სერვისი

    წყარო
    ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
    ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    ძალადობის შეთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლიც შეძლებს მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიულ-მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამით სარგებლობას.

    წყარო
    სამცხე-ჯავახეთის მხარე
    ახალციხის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია მკურნალობის საჭიროების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მკურნალობის ჩატარება. ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ძალადობის მსხვერპლი ქალების მომსახურებაც;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე (ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებები) მოსახლეობის გამოკვლევების უზრუნველყოფა, ამ პროგრამის ფარგლებში ხდება ძალადობის მსხვერპლი ქალების მომსახურებაც;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
    ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილება უზრუნველყობს ტრენინგ კურსებისა და სემინარების ჩატარებას:

    - სასტუმრო და სარესტორნო საქმე;

    - პროექტების წერის უნარ-ჩვევების შესწავლა;

    - საინფორმაციო ტრენინგ-სემინარები სახელმწიფო პროგრამის შესახებ;

    - ტრენინგი სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით (სოფლად მცხოვრები ქალებისათვის).

    მერიის ვებ-გვერდზე რეგულარულად თავსდება საგრანტო კონკურსებით გამოცხადებულ პროექტები სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ქალებისა და გოგონების საყურადღებოდ და მონაწილეობის მისაღებად, როგორებიცაა: „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში," „აწარმოე საქართველოში"და სხვ.


    წყარო
    ადიგენის მუნიციპალიტეტი
    ასპინძის მუნიციპალიტეტი


    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    მუნიციპალიტეტს გააჩნია სოციალურად დაუცველი, გადახდის უუნარო მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯები, ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა.

    წყარო
    ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

    დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე 100 000 ქულამდე არაუმეტეს 600 ლარი, შშმ ბავშვებზე არუმეტეს 1000 ლარი,შშმ ვეტერანებზე არაუმეტეს 600 ლარი, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებზე არაუმეტეს 1000 ლარი, ოფთალმოლოდიური დაავადების მქონე პირებზე ავასტინის ინექციის საჭიროების შემთხვევაში არუმეტეს 1000 ლარი.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    მუნიციპალიტეტს აქვს სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსების სერვისი სოციალურად დაუცველთათვის, შშმ ბავშვებისათვის, ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული გამოკვლევებისათვის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსება. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის და სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ახალქალაქის ჰოსპიტალის შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მოსახლეობის (ასაკით პენსიოერების, 0-6 წლამდეე ბავშვების) სამედიცინო მომსხურეობის დაფინანსება:

    სოცილურად დაუცველი პირებისთვის (100 000 ქულამდე) ქირურგილი მოსახურეობა დაფინასდება 70%-ით 1500ლარამდე, გამოკვლევები 50%-ით 500 ლარამდე, ონკოლოგიურ დაავადებების მქონე პირებს და შშმ ბავშვებს ყველა სამედიცინო მომსახურეობისთვის 100%-ამდე 1500 ლარამდე. მოსახლეობის ქირურგიული მომსახურეობისთვის მოთხოვნილი გადასახდელი თანხის მიხედვით, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 ლარისა. პროგრამა, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმაც.

    წყარო
    ქვემო ქართლის მხარე
    ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

    უზრუნველყოფა, თვეში - არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

    რუსთავის მუნიციპალიტეტის „ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" (დადგენილება N 289/ 25.11.2021) მოიცავს : ერთჯერად ფულად მხარდაჭერას 1000 ლარის ოდენობით. წლიური ბიუჯეტია 10 000 ლარი. აღნიშნული თანხა შესაძლოა აგრეთვე გამოიყენონ ბინის ქირის საფასურად.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი

    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში, მოქმედი პროგრამის შესაბამისად ისარგებლებენ დახმარებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, 200 ლარის ოდენობით.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში, მოქმედი პროგრამის შესაბამისად ისარგებლებენ დახმარებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.



    წყარო
    ბოლნისის მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    ძალადობის მსხვერპლთათვის ბინის ქირით უზრუნველყოფა, თვეში - არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
    ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა არაუმეტეს 1000 ლარისს წელიწადში;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    დიაგნოსტიკური მკურნალობის დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში, სტაციონალური მკურნალობისთვის - 5000 ლარი (წელიწადში ერთხელ);


    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
    ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მათ მოქალაქეებს ეხმარება სამსახურის მოძიებაში, პროფესიულ გადამზადებაში და ასწავლის პროექტების წერას.

    წყარო
    დმანისის მუნიციპალიტეტი
    არაფერი არ გააჩნიათ

    წყარო
    წალკის მუნიციპალიტეტი
    გარდაბნის მუნიციპალიტეტი

    ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრმა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა პირებზე, ვინც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
    თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი

    დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულ, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირს და რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 200 ლარის ოდენობით.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი

    ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება არცერთი მზღვევლის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

    ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება.

    გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 100%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 80%ით.

    დ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

    ე) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 1000 ლარისა.


    წყარო
    შიდა ქართლის მხარე
    გორის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    ამ სერვისით სარგებლობს ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც არ აქვს საცხოვრებელი. ქირით თანადაფინანსება განისაზღვრება 150 ლაარით, ხოლო საცხოვრისში მოხვედრა ხდება თავშესაფრის ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ 2 წლით (ხელშეკრულება ახლდება ყოველ 2 წელიწადში);

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
    ერთჯერადი დახმარების თანხის ოდენობაა 300 ლარი;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, მათ შორის, არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც. სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 0-დან 150 000 ჩთ. თანხის ოდენობა 400 ლარი.

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დამატებითი სერვისები
    გორის მუნიციპალიტეტის მერია და გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC), ამავე დროს იკვლევს მუნიციპალიეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა პრობლემებს და საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ მსგავსი ტიპის სერვისები.

    წყარო
    ხაშურის მუნიციპალიტეტი
    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით/საცხოვრისით უზრუნველყოფის სერვისი
    უსახლკარო ოჯახებისათვის დროებითი ბინის ქირით უზრუნველყოფა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთათვის თვიურად 180 ლარამდე;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სერვისი
    ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთჯერადი ფინსაური დახმარება 200 ლარის ოდენობით;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის სერვისი
    ქრონიკული დაავადების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით მომსახურეობა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთათვის;

    • ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო კვლევების/კონსულტაციის დაფინასების სერვისი
    ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლთათვის: 1. ა) ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ გეგმიურ ქირურგიულ ჩარევას; ბ) ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს (ბირთვულ–მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და იმუნოჰისტოქიმიური კვლევა);

    2. ავადმყოფები, რომელთა სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა;

    3. ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ სხივური და ქიმიოთერაპიის კურსის თანადაფინანსებას; 1. 0–100 000 .დაუფინანსებელი თანხის 50% , მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა; 2.დახმარების გაცემის შესაძლებლობას, მიზანშეწონილობას და მოცულობას (არაუმეტეს 2000 ლარისა) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია; 3. დაუფინანსებელი თანხის 50% , მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა 1. განცხადება მერის სახელზე; 2. პირადობის მოწმობის ასლი;

    3. ფორმა #IV-100/a; 4. . წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა კალკულაციით სამედიცინო დაწესებულებიდან; 5. .ამონაწერი სოციალურა დაუცველთა ბაზიდან; (პ.1;3;); 6. საყოველთაო ჯანდაცვის სახ. პროგრამის მართვის დეპარტამენტის ან სადაზღვევო ორგანიზაციის წერილი (გადაწყვეტილება) ავადმყოფის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოცულობის შესახებ."

    წყარო
    Made on
    Tilda