ეროვნული რეფერალური პროცედურები
ეროვნული რეფერირების პროცედურები განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროული გამოვლენისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ორგანოების უფლება-მოვალეობებსა და კოორდინაციის წესს.

წყარო

მიზანი
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების ძირითადი მიზანია იმ ღონისძიებათა ერთობლიობის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენას, დაცვას, დახმარებას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერასა და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციას.
ეროვნული რეფერირების პროცედურების მონაწილე სუბიექტები


ეროვნული რეფერირების პროცედურების ფარგლებში სუბიექტების უფლებამოსილება და კოორდინაცია

ეროვნული რეფერირების პროცედურების განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტები, საჭიროების შემთხვევაში, რთავენ/იწვევენ შშმ პირებთან მომუშავე შესაბამის სპეციალისტებს/მხარდამჭერს/პერსონალურ ასისტენტს, ხოლო ენობრივი ბარიერის მქონე პირებთან – შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმნებს.


უფლებამოსილი საერთაშორისო/ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი ის საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით, აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის სათანადო გამოცდილება, მათი მომსახურება და შესათავაზებელი მომსახურების პირობები შეესაბამება რეფერალური სისტემისთვის დადგენილ სტანდარტებს და რეფერალური სისტემის მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებთან მემორანდუმზე ხელმოწერით გამოხატავენ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღონ მსგავს საქმიანობაში. კრიზისული ცენტრით მომსახურების განხორციელებისთვის შესაბამისი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმობისათვის მიმართავს უწყებათაშორის საბჭოს.
Made on
Tilda