უფასო მგზავრობა


სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სამგზავრო მოწმობებისა და ბილეთების გამოყენებით, ბილეთის ფასი 40 თეთრი. სამგზავრო მოწმობის მისაღებად საჭიროა ფოტოსურათის, პირადობის მოწმობისა და კატეგორიის მიმანიშნებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ქალთა ოთახი

ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ქალთა ოთახი" უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტიანობის გაზრდას.

„ქალთა ოთახის" საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.

ქალთა ოთახის მომხმარებლები არიან:

► ადგილობრივი მოსახლეობა (ქალები, კაცები, ახალგაზრდები, ბავშვები);

► მუნიციპალიტეტის თანამშრომლები;

► არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ა.შ.;

► კერძო სექტორი.


ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

► კომპიუტერითა და ინტერნეტით;

► საკონსულტაციო სერვისით;

► საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად;

► ბიბლიოთეკით;

► საგანმანათლებლო სერვისით და ა.შ.
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
    • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების მიმართულებით გაგრძელდება იმ პროგრამების დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნებიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობით და გარანტირებული სოციალური დახმარებით. მათ შორის: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და დახმარება, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა, სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და სხვა მოქალაქეებზე სოციალური დახმარებები და სხვადასხვა შეღავათები და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობების მიერ გაგრძელდება რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. მათ შორის: მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის თანადაფინანსება.
    • ჯანმრთელობის დაცვა (კოდი: 06 01) - ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახლეობისათვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობებების მიზნით, გაგრძელდება თბილისის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური მომსახურების მიწოდების პროგრამები. მათ შორის: დაავადებათა სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევების, გაფანტული სკლეროზისა და ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების, ტრანსპლანტაციის, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და სხვა.
    • დაავადებათა სკრინინგი (კოდი: 06 01 02) - ქვეპროგრამის მიზანია სამიზნე პოპულაციაში კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სკრინინგული გამოკვლევების დაფინანსება. კიბოს სკრინინგის კუთხით პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული კიბოს სკრინინგს, პროსტატის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოკვლევებს, ოპორტუნისტული და ორგანიზებული მოდელით:
    • ძუძუს კიბოს სკრინინგი – კომპონენტი მოიცავს ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას, მამოგრაფიულ გამოკვლევას (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით), პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას დაა საჭიროების შემთხვევაში ძუძუს ციტოლოგიურ გამოკვლევას.
    • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – კომპონენტი მოიცავს: საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, პაპ-ტესტის (PAP-ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით. ნაცხში პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და/ან კოლპოსკოპიას ჰოსტოლოგიური კვლევით.
    • კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კომპონენტი მოიცავს ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT ან უფრო მაღალი სტანდარტის ტესტი) ჩატარებას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას და/ან კოლონოსკოპიას ჰისტოლოგიური კვლევით.
    • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – კომპონენტი მოიცავს ულტრაბგერით გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას.
    • ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 01 07) - ქვეპროგრამის მიზანია ძუძუს კიბოს მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მედიკამენტებით სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უზრუნველყოფის გზით, ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნება. აღნიშნული გულისხმობს სპეციალისტთა ჯგუფის მიერ აღიარებული დანიშნულების (თარგეტული/დამიზნებითი თერაპიის) შესაბამისად ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას. ამასთან, მედიკამენტები (ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი, ლაპატინიბი, ფესგო) Her2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული (I-III სტადია) ან Her2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებს უფინანსდებათ, რამდენადაც რისკის კატეგორიების შეფასების თვალსაზრისით აღსანიშნავია HER2-დადებითი ძუძუს კიბო, ვინაიდან ამ რეცეპტორის ჭარბი ექსპრესია, რომელიც ძუძუს კიბოს ქალთა დაახლოებით 20-25%-ს აღენიშნება ასოცირებულია დაავადების სწრაფ პროგრესირებასთან.
    • ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება (კოდი: 06 01 08) - ქვეპროგრამის მიზანია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა. აღნიშნული გულისხმობს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სათემო მომსახურების მიწოდების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ფსიქიკური ან/და ქცევითი აშლილობის მქონე თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე საქართველოს მოქალაქეები.
    • ტრანსპლანტაცია (კოდი: 06 01 13) - ქვეპროგრამის მიზანია ონკოჰემატოლოგიური და ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციას, ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი სიცოცხლის დაცვა. აღნიშნული გულისხმობს ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პირებისათვის მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის, ტრანსპლანტაციის წინა კვლევების, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ტრანსპლანტაციის შემდგომ სტაციონარული მეთვალყურეობის დაფინანსებას და ასევე, ღვიძლის დაავადებების მქონე პირებისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას.
    • სოციალური დაცვა (კოდი: 06 02) - მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები. მათ შორის: მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და სხვა საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება; გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარების მოვლა-პატრონობა, უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა და ა.შ. ამასთან, თბილისის რაიონის გამგეობები თავის მხრივ განახორციელებენ და დააფინანსებენ მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს.
    • კომუნალური სუბსიდირება (კოდი: 06 02 01) - ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 200000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ კომუნალურ სუბსიდიას. სუბსიდიის ოდენობა და დარიცხვის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
    • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება (კოდი: 06 02 02) - ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ამოცანაა მათი სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე. ამ მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (3 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე განხორციელდება ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 50 ლარის ოდენობით.
    • მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა (კოდი: 06 02 03) - სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული ახალგაზრდებისათვის, მომსახურების დაფინანსება არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით. გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებებით უზრუნველყოფა: 1. ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა; 2. საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა; 3. მოკლევადიანი პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა; 4. ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევა; 5. ცნობიერების ამაღლება; 6. სამოქალაქო და არაფორმალური განათლების დონის ამაღლება; 7. ბენეფიციარის პირველადი სამედიცინო საჭიროებების მხარდაჭერა. ქვეპროგრამის მოსარგებლედ პირის ჩართვა ხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს -„სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს" – შუამდგომლობის საფუძველზე. ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისათვის შეადგენს 500 ლარს თვეში.
    • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება (კოდი: 06 02 04) - ქვეპროგრამის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ შშმ პირები უმეტესად იმყოფებიან ჩაკეტილ გარემოში, შესაბამისად აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილ ბენეფიტებს იღებენ ინდივიდუალურად. აღნიშნული ბენეფიტები ნაკლებად ითვალისწინებენ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ქმნის ასევე მათი საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარების მიზნით განხორციელებული იქნება პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდება შშმ პირების სხვადასხვა კურორტებზე დასვენება. პროგრამა ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს. ვაუჩერის ოდენობა და გაცემის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ხოლო განცხადების და ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.
    • 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება (კოდი: 06 02 05) - ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული მოქალაქეებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა ან მისი ასაკი აღემატება 100 წელს.
    • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება (კოდი: 06 02 06; 06 02 06 01; 06 02 06 02; 06 02 06 03; 06 02 06 04) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის:
    ა) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
    ბ) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება ხელოვნების სკოლებში, სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
    გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლების ღირებულების ანაზღაურება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
    ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის, ასევე, უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობის პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციარებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვისცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა, სერვისცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღურება და სხვა ღონისძიებები.

    • სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა (კოდი 06 02 07) - ქვეპროგრამის მიზანია ოჯახების გაძლიერება, მშობლებისა და ბავშვის აღმზრდელი სხვა პირების მატერიალური და არამატერიალური დახმარების გზით; მშობლებისა და აღმზრდელებისათვის იმ უნარების ჩამოყალიბება და გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების დაცვას, ოჯახური კონფლიქტების და ძალადობის სხვადასხვა ფორმების თავიდან აცილებას; ბავშვის დაცვას უარყოფითი გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან და მათი დაძლევისათვის აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობას შესაბამისი სოციალური აქტივობის ღონისძიებების შეთავაზებით; ბავშვის კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას, სოციალური აქტივობის, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების და ინიციატივის გამოჩენის ხელშეწყობას; ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების სრულყოფას; დანაშაულის შედეგად დაზარალებული, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებებს და სხვა.
    • სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისათვის მედიკამენტების დაფინანსება (კოდი: 06 02 08) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება, მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირთათვის, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მედიკამენტების დაფინანსება, მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით, არამატერიალური სახის ვაუჩერით.
    • სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სტაციონარული, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა და სხვა სოციალური სერვისების საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერა.
    • უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა (კოდი: 06 02 12) - ქვეპროგრამის მიზანია უსახლკაროებისათვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზების მიზნით, საბინაო ფონდის შექმნა და უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. აღნიშნული გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ საჭირო საცხოვრებელი ფართების შეძენას და უსახლკარო ოჯახებისათვის სარგებლობის უფლებით გადასცემას.

    • თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა (კოდი: 06 02 21) - ქვეპროგრამის მიზანია თბილისში თავშესაფრის არმქონე მოქალაქეების უზრუნველყოფა საცხოვრებელი ადგილით, მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის და ალკოდამოკიდებულ პირთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა. ასევე, გათვალისწინებულია ლილოს, ორხევის, ვარკეთილის და დიდი დიღმის სოციალური საცხოვრისების მოვლა-პატრონობა და რემონტი.

    • სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (კოდი: 06 02 22) - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 150000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ ოჯახებში, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მატერიალური დახმარება. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ბაზაში მითითებული ოჯახის უფლებამოსილი პირის ანგარიშზე.

    • ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება (კოდი: 06 02 23) - ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი მშობლებისა და მათი ოჯახების გაძლიერებისაკენ მიმართული დამხმარე სერვისების განვითარებას. დღის ცენტრი ერთდროულად გათვლილია სოციალურად დაუცველ 6 თვიდან 30 თვემდე ასაკის ბავშვებზე. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად დაუცველი მშობლებისათვის საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით. ცენტრში ბენეფიციარების ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ.
    დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://tbilisi.gov.ge/
Made on
Tilda